სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ვირუსზე პაციენტისთვის არასწორი დიაგნოზის დასმის შესახებ ინფორმაციას შეისწავლის
ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ვირუსზე პაციენტისთვის არასწორი დიაგნოზის დასმის შესახებ ინფორმაციას შეისწავლის

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში C ჰე­პა­ტი­ტის ვირუს­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად პა­ცი­ენ­ტის­თვის არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ის­წავ­ლის.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ამ ეტაპ­ზე მათ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ, რომ რო­მე­ლი­მე პა­ცი­ენტს თბი­ლის­ში, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რი­ჩარდ ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში С ჰე­პა­ტი­ტის ვირუს­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვი­სას პირ­ვე­ლად და­დე­ბი­თი, ხოლო გან­მე­ო­რე­ბით შემ­თხვე­ვა­ში უარ­ყო­ფი­თი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს.

შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ეკა ადა­მი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­მი­ნის­ტრო აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის მოკ­ვლე­ვას და­ი­წყებს.

"ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ინ­ფორ­მა­ცია არ შე­მო­სუ­ლა. რა­საც თქვენ ყვე­ბით, ეს უფრო ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის შემ­თხვე­ვაა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან არის გა­სარ­კვე­ვი, რა რო­გორ იყო. თუ არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ამ კვლე­ვის შე­დე­გით პა­ცი­ენ­ტე­ბი სამ­კურ­ნა­ლო პროგ­რა­მა­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, მა­შინ ეს უნდა შე­მოწ­მდეს.

დი­ა­გონ­სტი­კა მკურ­ნა­ლო­ბა­ში ჩარ­თვამ­დე არ მო­ი­ცავს ერთ და ორ კვლე­ვას. პირ­ვე­ლია სკრი­ნინ­გუ­ლი კვლე­ვა. თუ კვლე­ვის პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია, პა­ცი­ენ­ტი მი­დის სახ­ლში და სხვა კვლე­ვებს აღარ იტა­რებს, თუ და­დე­ბი­თია, გვჭირ­დე­ბა კონ­ფირ­მა­ცია, სა­ფუძ­ვლი­ა­ნი, ჩაღ­რმა­ვე­ბუ­ლი, რა­ო­დე­ნობ­რი­ვი კვლე­ვა. თუ რა­ო­დე­ნობ­რი­ვი კვლე­ვა და­დე­ბი­თია, ორ­გა­ნიზ­მში ვირუ­სი გამ­რავ­ლე­ბუ­ლია; კვლე­ვა სწო­რედ ვირუ­სის ამ რა­ო­დე­ნო­ბას ით­ვლის. თუ რა­ო­დე­ნო­ბას მი­ვი­ღებთ, ვთვლით, რომ ეს არის С ჰე­პა­ტი­ტის მქო­ნე და­დე­ბი­თი პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც უნდა ჩა­ვუ­ტა­როთ და­ნარ­ჩე­ნი კვლე­ვე­ბი.

რა­ო­დე­ნობ­რი­ვი კვლე­ვა არის გამ­ყო­ფი. ამ კვლე­ვის და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტი და­მა­ტე­ბით იტა­რებს სხვა კვლე­ვებ­საც და რაც მთა­ვა­რია, იტა­რებს გე­ნო­ტი­პის კვლე­ვას, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს, რო­მე­ლი ტი­პის გე­ნო­ტი­პი აქვს. გე­ნო­ტი­პის გან­სა­ზღვრა ვერ მოხ­დე­ბა, თუ არ არის С ჰე­პა­ტი­ტი. ამ კვლე­ვე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლა სა­ბუ­თი გა­დის კო­მი­სი­ა­ზე და კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას. ამის შემ­დეგ ერ­თვე­ბა პირი მკურ­ნა­ლო­ბის პროგ­რა­მა­ში. ნამ­დვი­ლად არა­ვის აქვს იმის სურ­ვი­ლი, რომ С ჰე­პა­ტი­ტის არმ­ქო­ნე პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლო­ბა­ში ძა­ლით ჩარ­თოს", - გა­ნა­ცხა­და ადა­მი­ამ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ, რაც პა­ცი­ენტს და­უ­ფიქ­სირ­დე­ბა, რომ С ჰე­პა­ტი­ტის ვირუ­სი აქვს, ლა­ბო­რა­ტო­რია ვალ­დე­ბუ­ლია, ჯან­დაც­ვის ბა­ზა­ში და­ა­რე­გის­ტრი­როს. თუმ­ცა, რო­გორც ადა­მი­ამ აღ­ნიშ­ნა, ბა­ზა­ში არ მომ­ხდა­რა იმ პა­ცი­ენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბის ჩას­წო­რე­ბა, რო­მელ­საც ჯერ და­დე­ბი­თი, ხოლო შემ­დეგ უარ­ყო­ფი­თი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს.

"ვერ გე­ტყვით, ზუს­ტად რა მოხ­და ამ შემ­თხვე­ვა­ში, რად­გან სა­კი­თხი არ შეგ­ვის­წავ­ლია, მაგ­რამ ვვა­რა­უ­დობ, რომ ერთი დაშ­ვე­ბა ტეს­ტის პრობ­ლე­მა იყო. გარ­და ამი­სა, გან­მე­ო­რე­ბით კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა არის დაშ­ვე­ბუ­ლი, რო­დე­საც რა­ღაც ეჭვი არ­სე­ბობს. ჩვენ ახლა სა­ერ­თოდ ვცვლით კონ­ფირ­მა­ცი­უ­ლი კვლე­ვის პრინ­ციპს, კი­დევ და­მა­ტე­ბით სხვა კვლე­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვა­მა­ტებთ, მხო­ლოდ PCR კვლე­ვა არ კეთ­დე­ბა, სხვა მე­თო­დე­ბი­თაც კეთ­დე­ბა კვლე­ვე­ბი და ამის დაშ­ვე­ბას გა­ვა­კე­თებთ ცოტა ხან­ში. ახალ კვლე­ვას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20%-ში გან­მე­ო­რე­ბით ჩა­ტარ­დეს კვლე­ვა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თუ რა­ი­მე ცდო­მი­ლე­ბა მოხ­დე­ბა, და­მა­ტე­ბით კონ­ფირ­მა­ცი­ას (კვლე­ვას) ჩა­ვუ­ტა­რებთ. ანუ და­მა­ტე­ბით კონ­ფირ­მა­ცია ცდო­მი­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბის­თვის გვაქვს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვებს, რამ­დენ პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და გან­მე­ო­რე­ბი­თი კვლე­ვა, ამის ატ­ვირ­თვა არ ხდე­ბა. ბა­ზა­ში მხო­ლოდ და­დე­ბი­თი შე­დე­გი იტ­ვირ­თე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ეკა ადა­მი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს, ადა­მი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, პროგ­რა­მის და­წყე­ბი­დან, 2015 წლის 20 აპ­რი­ლი­დან, 2017 წლის ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, С ჰე­პა­ტი­ტის პროგ­რა­მა­ში 45 ათა­სამ­დე პა­ცი­ენ­ტია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ჩარ­თუ­ლია 41 ათას­ზე მეტი და მკურ­ნა­ლო­ბა და­ას­რუ­ლა 37 ათა­სამ­დე პა­ცი­ენ­ტმა. აქე­დან გან­კურ­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 98%-შია.

ცნო­ბის­თვის, "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ერთ-ერ­თმა პა­ცი­ენ­ტმა მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლის­ში, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რი­ჩარდ ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში HCV RNA, VL ტეს­ტით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ე.წ. PCR კვლე­ვით პირ­ვე­ლად და­დე­ბი­თი, ხოლო გან­მე­ო­რე­ბით შემ­თხვე­ვა­ში უარ­ყო­ფი­თი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ვირუსზე პაციენტისთვის არასწორი დიაგნოზის დასმის შესახებ ინფორმაციას შეისწავლის

ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ვირუსზე პაციენტისთვის არასწორი დიაგნოზის დასმის შესახებ ინფორმაციას შეისწავლის

ჯანდაცვის სამინისტრო ლუგარის ლაბორატორიაში C ჰეპატიტის ვირუსზე ჩატარებული კვლევის შედეგად პაციენტისთვის არასწორი დიაგნოზის დასმის შესახებ ინფორმაციას შეისწავლის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე მათ ინფორმაცია არ აქვთ, რომ რომელიმე პაციენტს თბილისში, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში С ჰეპატიტის ვირუსზე ჩატარებული კვლევისას პირველად დადებითი, ხოლო განმეორებით შემთხვევაში უარყოფითი დიაგნოზი დაუსვეს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამების ხელმძღვანელის, ეკა ადამიას განცხადებით, სამინისტრო აღნიშნული საკითხის მოკვლევას დაიწყებს.

"ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაცია არ შემოსულა. რასაც თქვენ ყვებით, ეს უფრო ტექნიკური ხასიათის შემთხვევაა და დაწესებულებასთან არის გასარკვევი, რა როგორ იყო. თუ არსებობს ეჭვი, რომ ამ კვლევის შედეგით პაციენტები სამკურნალო პროგრამაში არიან ჩართულები, მაშინ ეს უნდა შემოწმდეს.

დიაგონსტიკა მკურნალობაში ჩართვამდე არ მოიცავს ერთ და ორ კვლევას. პირველია სკრინინგული კვლევა. თუ კვლევის პასუხი უარყოფითია, პაციენტი მიდის სახლში და სხვა კვლევებს აღარ იტარებს, თუ დადებითია, გვჭირდება კონფირმაცია, საფუძვლიანი, ჩაღრმავებული, რაოდენობრივი კვლევა. თუ რაოდენობრივი კვლევა დადებითია, ორგანიზმში ვირუსი გამრავლებულია; კვლევა სწორედ ვირუსის ამ რაოდენობას ითვლის. თუ რაოდენობას მივიღებთ, ვთვლით, რომ ეს არის С ჰეპატიტის მქონე დადებითი პაციენტი, რომელსაც უნდა ჩავუტაროთ დანარჩენი კვლევები.

რაოდენობრივი კვლევა არის გამყოფი. ამ კვლევის დადებითი პასუხის შემთხვევაში პაციენტი დამატებით იტარებს სხვა კვლევებსაც და რაც მთავარია, იტარებს გენოტიპის კვლევას, რომელიც განსაზღვრავს, რომელი ტიპის გენოტიპი აქვს. გენოტიპის განსაზღვრა ვერ მოხდება, თუ არ არის С ჰეპატიტი. ამ კვლევების შემდეგ, ყველა საბუთი გადის კომისიაზე და კომისია განიხილავს პაციენტის მდგომარეობას. ამის შემდეგ ერთვება პირი მკურნალობის პროგრამაში. ნამდვილად არავის აქვს იმის სურვილი, რომ С ჰეპატიტის არმქონე პაციენტი მკურნალობაში ძალით ჩართოს", - განაცხადა ადამიამ.

მისივე განცხადებით, მას შემდეგ, რაც პაციენტს დაუფიქსირდება, რომ С ჰეპატიტის ვირუსი აქვს, ლაბორატორია ვალდებულია, ჯანდაცვის ბაზაში დაარეგისტრიროს. თუმცა, როგორც ადამიამ აღნიშნა, ბაზაში არ მომხდარა იმ პაციენტის მონაცემების ჩასწორება, რომელსაც ჯერ დადებითი, ხოლო შემდეგ უარყოფითი დიაგნოზი დაუსვეს.

"ვერ გეტყვით, ზუსტად რა მოხდა ამ შემთხვევაში, რადგან საკითხი არ შეგვისწავლია, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ერთი დაშვება ტესტის პრობლემა იყო. გარდა ამისა, განმეორებით კვლევის ჩატარება არის დაშვებული, როდესაც რაღაც ეჭვი არსებობს. ჩვენ ახლა საერთოდ ვცვლით კონფირმაციული კვლევის პრინციპს, კიდევ დამატებით სხვა კვლევების შესაძლებლობას ვამატებთ, მხოლოდ PCR კვლევა არ კეთდება, სხვა მეთოდებითაც კეთდება კვლევები და ამის დაშვებას გავაკეთებთ ცოტა ხანში. ახალ კვლევას აქვს შესაძლებლობა, რომ პაციენტების დაახლოებით 20%-ში განმეორებით ჩატარდეს კვლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რაიმე ცდომილება მოხდება, დამატებით კონფირმაციას (კვლევას) ჩავუტარებთ. ანუ დამატებით კონფირმაცია ცდომილების ალბათობისთვის გვაქვს გათვალისწინებული. რაც შეეხება მიმდინარე კვლევებს, რამდენ პაციენტს ჩაუტარდა განმეორებითი კვლევა, ამის ატვირთვა არ ხდება. ბაზაში მხოლოდ დადებითი შედეგი იტვირთება", - განაცხადა ეკა ადამიამ.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, ადამიას ინფორმაციით, პროგრამის დაწყებიდან, 2015 წლის 20 აპრილიდან, 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, С ჰეპატიტის პროგრამაში 45 ათასამდე პაციენტია დარეგისტრირებული, ჩართულია 41 ათასზე მეტი და მკურნალობა დაასრულა 37 ათასამდე პაციენტმა. აქედან განკურნების მაჩვენებელი 98%-შია.

ცნობისთვის, "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა პაციენტმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ თბილისში, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში HCV RNA, VL ტესტით ჩატარებული ე.წ. PCR კვლევით პირველად დადებითი, ხოლო განმეორებით შემთხვევაში უარყოფითი დიაგნოზი დაუსვეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია