სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ქიმიოთერაპია ექვსჯერ გავიკეთე" - გოგიჩა მძიმე სენს ებრძვის
"ქიმიოთერაპია ექვსჯერ გავიკეთე" - გოგიჩა მძიმე სენს ებრძვის

მსა­ხი­ობ­სა და ტე­ლე­წამ­ყვანს, გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვილს, ბავ­შვე­ბის­თვის, მისი პა­ტა­რა მა­ყუ­რებ­ლის­თვის კი უბ­რა­ლოდ გო­გი­ჩას, 49 წლის ასაკ­ში გან­საც­დე­ლის პე­რი­ო­დი და­უდ­გა. ჯერ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ არხზე გა­და­ცე­მა "ყო­ჩა­ღე­ბის ქუჩა" და­უ­ხუ­რეს, შემ­დეგ კი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ჩე­ნილ მძი­მე სენ­თან ბრძო­ლა დას­ჭირ­და. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი უცხო­ეთ­ში, სტამ­ბუ­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და. ეს ავად­მყო­ფო­ბა მისი ოჯა­ხის­თვის მოწ­მენ­დილ ცაზე მე­ხის გა­ვარ­დნა­სა­ვით იყო, მაგ­რამ გი­ორ­გიმ პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბა შეძ­ლო. ახლა თავს უკეთ გრძნობს და ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ძვე­ლე­ბუ­რად ხუმ­რობს.

- იმი­ჯი გაქვთ შეც­ვლი­ლი…

- იმი­ჯი კი არ შე­ვიც­ვა­ლე, თმა გამ­ცვივ­და და წვე­რი მო­ვუშ­ვი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა პი­რი­ქით იყო, თმა მქონ­და და გა­პარ­სუ­ლი დავ­დი­ო­დი. რომ მიც­ნოთ, თავს ამო­ვატ­რი­ა­ლებ. მოკ­ლედ, იმი­ჯი ბუ­ნებ­რი­ვად შე­მეც­ვა­ლა.

- ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ თავს რო­გორ გრძნობთ?

- ახლა კარ­გად ვარ, გვერ­დში ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, ექი­მე­ბი მიდ­გა­ნან. ბავ­შვო­ბი­დან არ მიყ­ვარ­და ქი­მი­ის გაკ­ვე­თი­ლი, მაგ­რამ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის გა­კე­თე­ბა ექ­ვსჯერ მო­მი­წია და ქი­მი­ა­საც და­ვუ­ახ­ლოვ­დი. ახლა გა­დას­ხმებს ვი­კე­თებ, მაგ­რამ კარ­გად ვარ.

მად­ლო­ბა ღმერ­თს და მად­ლო­ბა ყვე­ლას - ექი­მებს, მე­გობ­რებს. სტამ­ბულ­ში ვი­ყა­ვი სამ­ჯერ, მშვე­ნი­ე­რი ქა­ლა­ქია. მა­ის­ში წა­ვე­დი პირ­ვე­ლად, მერე ზა­ფხულ­ში და ბო­ლოს სექ­ტემ­ბერ­ში. ერთი წას­ვლა კი­დევ მი­წევს. მე­დი­ცი­ნა და ადა­მი­ა­ნე­ბის მო­წყა­ლე­ბაც იმ დო­ნემ­დე მი­ვი­და, რომ გა­და­მარ­ჩი­ნეს.

მინ­და, მო­ვე­სიყ­ვა­რუ­ლო ყვე­ლა ჩემს ექიმს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ შეხ­ვედ­რა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სით­ბო­თი მხვდე­ბი­ან და მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ ჩემს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას. დიდი მად­ლო­ბა ნა­თია ქა­რა­ბაქს, მზი­კო ზა­ქა­რა­ი­ას, ზაზა მეზვრიშ­ვილს და ყვე­ლას, ვინც ჩემ­ზე ზრუ­ნავს.

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

(შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ქიმიოთერაპია ექვსჯერ გავიკეთე" - გოგიჩა მძიმე სენს ებრძვის

"ქიმიოთერაპია ექვსჯერ გავიკეთე" - გოგიჩა მძიმე სენს ებრძვის

მსახიობსა და ტელეწამყვანს, გიორგი გოგიჩაიშვილს, ბავშვებისთვის, მისი პატარა მაყურებლისთვის კი უბრალოდ გოგიჩას, 49 წლის ასაკში განსაცდელის პერიოდი დაუდგა. ჯერ საზოგადოებრივ არხზე გადაცემა "ყოჩაღების ქუჩა" დაუხურეს, შემდეგ კი სრულიად მოულოდნელად გაჩენილ მძიმე სენთან ბრძოლა დასჭირდა. მკურნალობის კურსი უცხოეთში, სტამბულის კლინიკაში ჩაუტარდა. ეს ავადმყოფობა მისი ოჯახისთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო, მაგრამ გიორგიმ პრობლემასთან გამკლავება შეძლო. ახლა თავს უკეთ გრძნობს და ჟურნალ "სარკესთან" ძველებურად ხუმრობს.

- იმიჯი გაქვთ შეცვლილი…

- იმიჯი კი არ შევიცვალე, თმა გამცვივდა და წვერი მოვუშვი. მთელი ცხოვრება პირიქით იყო, თმა მქონდა და გაპარსული დავდიოდი. რომ მიცნოთ, თავს ამოვატრიალებ. მოკლედ, იმიჯი ბუნებრივად შემეცვალა.

- ჯანმრთელობის მხრივ თავს როგორ გრძნობთ?

- ახლა კარგად ვარ, გვერდში ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, ექიმები მიდგანან. ბავშვობიდან არ მიყვარდა ქიმიის გაკვეთილი, მაგრამ ქიმიოთერაპიის გაკეთება ექვსჯერ მომიწია და ქიმიასაც დავუახლოვდი. ახლა გადასხმებს ვიკეთებ, მაგრამ კარგად ვარ.

მადლობა ღმერთს და მადლობა ყველას - ექიმებს, მეგობრებს. სტამბულში ვიყავი სამჯერ, მშვენიერი ქალაქია. მაისში წავედი პირველად, მერე ზაფხულში და ბოლოს სექტემბერში. ერთი წასვლა კიდევ მიწევს. მედიცინა და ადამიანების მოწყალებაც იმ დონემდე მივიდა, რომ გადამარჩინეს.

მინდა, მოვესიყვარულო ყველა ჩემს ექიმს, რომლებიც ყოველ შეხვედრაზე განსაკუთრებული სითბოთი მხვდებიან და მაქსიმალურად ცდილობენ ჩემს გამოჯანმრთელებას. დიდი მადლობა ნათია ქარაბაქს, მზიკო ზაქარაიას, ზაზა მეზვრიშვილს და ყველას, ვინც ჩემზე ზრუნავს.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

(შემოკლებული ვერსია)

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს