სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პუჩდემონი - "კატალონიამ შესაძლოა, ესპანეთიდან გამოყოფაზე უარი თქვას"
პუჩდემონი - "კატალონიამ შესაძლოა, ესპანეთიდან გამოყოფაზე უარი თქვას"

კა­ტა­ლო­ნი­ის ექს-ლი­დერ­მა, კარ­ლოს პუჩ­დე­მონ­მა გა­მო­ცე­მა Die Welt-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სის და­რე­გუ­ლი­რე­ბის ვა­რი­ან­ტე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, კა­ტა­ლო­ნი­ამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე უარი თქვას და ეს­პა­ნეთს არ გა­მო­ე­ყოს...

"მე, 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დი, კა­ტა­ლო­ნი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­სის­თვის მიგ­ვეღ­წია, მაგ­რამ ახლა, შე­საძ­ლოა, ეს­პა­ნეთ­თან კავ­ში­რის კი­დევ ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გან­ვი­ხი­ლოთ. თუმ­ცა, რო­მელ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობ­და, პუჩ­დე­მონს ეს ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­უ­ზუს­ტე­ბია...

ამას­თან, მად­რი­დის გან­ცხა­დე­ბით, ცოტა ხან­ში, კა­ტა­ლო­ნი­ა­ში ბო­ლოდ­რო­ინ­დელ პრო­ცე­სებ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, - კონ­კრე­ტუ­ლად, უკვე არ­სე­ბობს გაკრვე­უ­ლი ცნო­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ რუ­სე­თი ეს­პა­ნე­თი­დან კა­ტა­ლო­ნი­ის გა­მო­ყო­ფის თა­ო­ბა­ზე რე­ფე­რენ­დუმ­ში ჩა­ე­რია. გა­მო­ცე­მა Deutsche Welle-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ბრი­უ­სელ­ში, ქვეყ­ნე­ბის თავ­დაც­ვი­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­მა გა­ნა­ცხა­დეს.

რო­გორც მათ აღ­ნიშ­ნეს, არ­სე­ბობს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო და კერ­ძო ჯგუ­ფე­ბი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ვე­ნე­სუ­ე­ლის ფარ­გლებ­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან კამ­პა­ნი­ას გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ Twitter-ის, Facebook-ის და სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რათა კა­ტა­ლო­ნი­ა­ში სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი იდე­ე­ბი გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი­ყო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე გავ­ლე­ნა ჰქო­ნო­დათ.

კერ­ძოდ, ეს­პა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ალ­ფონ­სო დას­ტი­სი აღ­ნიშ­ნავს, რომ მად­რიდ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ყალ­ბი პრო­ფი­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მელ­თა ნა­ხე­ვარ­ზე მეტი რუ­სეთ­ში მსა­ხუ­რობ­და, 30 პრო­ცენ­ტი - ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ის ამ თე­მას რუ­სე­თის დუ­მას­თან გა­ნი­ხი­ლავს. ეს­პა­ნე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მა­რია დო­ლო­რეს დე კოს­პე­დალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს­პა­ნე­თი პირ­და­პირ ვალ­დე­ბუ­ლია ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნოს.

იგი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი იენს სტოლ­ტენ­ბერ­გიც, რომ სხვა­დას­ხვა ან­გა­რი­შე­ბის თა­ნახ­მად, რუ­სე­თი რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის შიდა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩა­ე­რია. თუმ­ცა, მოს­კო­ვი ეს­პა­ნე­თის დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებ­ში ჩა­რე­ვას არ აღი­ა­რებს...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI. GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პუჩდემონი - "კატალონიამ შესაძლოა, ესპანეთიდან გამოყოფაზე უარი თქვას"

პუჩდემონი - "კატალონიამ შესაძლოა, ესპანეთიდან გამოყოფაზე უარი თქვას"

კატალონიის ექს-ლიდერმა, კარლოს პუჩდემონმა გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული კრიზისის დარეგულირების ვარიანტები განიხილება, რომლის ფარგლებშიც არ არის გამორიცხული, კატალონიამ დამოუკიდებლობაზე უარი თქვას და ესპანეთს არ გამოეყოს...

"მე, 30 წლის განმავლობაში ვცდილობდი, კატალონიის დამოუკიდებლობის მიღების პროცესისთვის მიგვეღწია, მაგრამ ახლა, შესაძლოა, ესპანეთთან კავშირის კიდევ ერთი შესაძლებლობა განვიხილოთ. თუმცა, რომელ შესაძლებლობას გულისხმობდა, პუჩდემონს ეს ჯერჯერობით არ დაუზუსტებია...

ამასთან, მადრიდის განცხადებით, ცოტა ხანში, კატალონიაში ბოლოდროინდელ პროცესებზე ძალიან ბევრი რამ გახდება ცნობილი, - კონკრეტულად, უკვე არსებობს გაკრვეული ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი ესპანეთიდან კატალონიის გამოყოფის თაობაზე რეფერენდუმში ჩაერია. გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიუსელში, ქვეყნების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.

როგორც მათ აღნიშნეს, არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ სახელისუფლებო და კერძო ჯგუფები რუსეთის ტერიტორიაზე და ვენესუელის ფარგლებში ფართომასშტაბიან კამპანიას გამოიყენებდნენ Twitter-ის, Facebook-ის და სხვა სოციალური ქსელების საშუალებით, რათა კატალონიაში სეპარატისტული იდეები გაჟღერებულიყო და საზოგადოებრივ აზრზე გავლენა ჰქონოდათ.

კერძოდ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალფონსო დასტისი აღნიშნავს, რომ მადრიდმა სოციალურ ქსელებში ყალბი პროფილები აღმოაჩინა, რომელთა ნახევარზე მეტი რუსეთში მსახურობდა, 30 პროცენტი - ვენესუელაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ის ამ თემას რუსეთის დუმასთან განიხილავს. ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარია დოლორეს დე კოსპედალმა აღნიშნა, რომ ესპანეთი პირდაპირ ვალდებულია ეს ინფორმაცია გამოაქვეყნოს.

იგივე ინფორმაციაზე საუბრობს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც, რომ სხვადასხვა ანგარიშების თანახმად, რუსეთი რამდენიმე ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერია. თუმცა, მოსკოვი ესპანეთის დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას არ აღიარებს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"