სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში "იეჰოვას მოწმეებს" ტერორისტებივით ებრძვიან
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში "იეჰოვას მოწმეებს" ტერორისტებივით ებრძვიან

"მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ქუ­ჩა­ში იდგა და იეჰო­ვას ბრო­შუ­რებ­სა და ბუკ­ლე­ტებს არი­გებ­და, დე­და­ჩე­მი და­ა­კა­ვეს და კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლი მი­უ­სა­ჯეს, არა­და, არც კი ვი­ცო­დით, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლი იყო, არა­ვის გა­ვუფრ­თხი­ლე­ბი­ვართ" - წერს ცხინ­ვა­ლის მცხოვ­რე­ბი ტა­ტი­ა­ნა ქელეხ­სა­ე­ვა, რომ­ლის დე­და­საც, "და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში", თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ფი­ნან­სუ­რი ჯა­რი­მის გა­დახ­და მო­უ­წევს. თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, ამ აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად არაფ­რის შეც­ვლას რა აპი­რებს...

ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ქელეხ­სა­ე­ვას და­კა­ვე­ბას სხვა რა­მეს, გა­ცი­ლე­ბით სა­შიშ უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­ში­რებს, შე­საძ­ლოა, ეს იყოს ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა. თუმ­ცა, ის ცდი­ლობს, რომ "იეჰო­ვას" ამო­ე­ფა­როს და ამით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს...

უკვე სამი თვეა, იეჰო­ვას­თან მოწ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რუ­სე­თის გზას მიჰ­ყვე­ბა სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და მის მოწ­მე­ებს "ექ­სტრე­მის­ტულ" ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად აცხა­დებს. სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბე­ბით, იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბი თბი­ლი­სის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ­ნი არი­ან... აქ ისიც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში იგი­ვე მო­საზ­რე­ბით არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც აკ­რძა­ლეს, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ იქ "ქარ­თუ­ლი ფული ტრი­ა­ლებს".

რუ­სეთ­ში "იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბის" საქ­მი­ა­ნო­ბის აკ­რძალ­ვა მათი მხრი­დან სის­ხლის გა­დას­ხმა­სა და გარ­კვე­უ­ლი ტი­პის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე უა­რის თქმაა, რაც ხში­რად ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით სრულ­დე­ბა. თუმ­ცა, რუ­სუ­ლი მე­დია გან­მარ­ტავს, რომ ამის მი­ზე­ზი მო­მა­ვა­ლი წლის მარ­ტში და­გეგ­მი­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია - რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფი­ნან­სე­ბის სა­ეჭ­ვო გზე­ბით შე­მო­დი­ნე­ბის პრე­ვენ­ცი­ას აკე­თებს.

ცხინ­ვა­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რუ­სეთ­ში უფრო რა­დი­კა­ლუ­რი მიდ­გო­მა აქვთ, - იქ იეჰო­ვას მოწ­მე­ებს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წევ­რე­ბი­ვით ებ­რძვი­ან და ნე­ბის­მი­ერს, ვინც ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში იქ­ნე­ბა ეჭ­ვი­ტა­ნი­ლი, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცე­მენ.

მა­თი­ვე მი­ბაძ­ვით, ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­მა იეჰო­ვას მოწ­მე­თა სახ­ლებ­ში შე­საძ­ლო "ექ­სტრე­მის­ტუ­ლი" ბრო­შუ­რე­ბის არ­სე­ბო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად აკ­რძა­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც იეჰო­ვას პრო­პა­გან­და­ში იქ­ნე­ბა შემ­ჩნე­უ­ლი, "სა­სა­მარ­თლოს" წი­ნა­შე წარ­სდგე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჩივ­რე­ბით იმუქ­რე­ბი­ან იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბი და აცხა­დე­ბენ, რომ ეს მათი უფ­ლე­ბის შე­ლახ­ვაა.

ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის რე­ლი­გი­უ­რი მრჩე­ვე­ლი სო­ნია ხუ­ბა­ე­ვა უარ­ყოფს, რომ ცხინ­ვა­ლი მოს­კო­ვის მა­გა­ლითს მის­დევს, თუმ­ცა, ადას­ტუ­რებს, რომ აკ­რძალ­ვა ამოქ­მედ­დე­ბა, რაც ბოლო წლებ­ში იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის კა­ტას­ტო­ფუ­ლად გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბით აიხ­სნე­ბა.

"მათი რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის მი­ზე­ზი უკი­დუ­რე­სად მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნია. მა­შინ, რო­დე­საც რე­გი­ონ­ში უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბეა, მათ ყვე­ლა­ფე­რი აქვთ, მაგ­რამ თუ მათ შე­ხე­დუ­ლე­ბას არ იზი­ა­რე­ბენ, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რიც რომ იყოს, პურს არ მი­აწ­ვდი­ან..." - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ანია ჯი­ო­ე­ვა.

აკ­რძალ­ვის მა­თე­ულ მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს ოსე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, - "თავ­და­პირ­ვე­ლად, იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბი ეთ­ნი­კუ­რი ოსე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ოს სე­პა­რა­ტის­ტებ­სა და თბი­ლისს შო­რის 1991-92 წლებ­ში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, სამ­ხრეთ ოსეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ი­დან შე­ვიდ­ნენ, რათა ქარ­თვე­ლი მიმ­დევ­რე­ბის რწმე­ნა გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნათ,"- აცხა­დებს რუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში ხუ­ბა­ე­ვა, რომ­ლის თქმი­თაც, მათ არც ია­რა­ღი აუ­ღი­ათ ხელ­ში და არც პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­უ­ლან, ისი­ნი "აბ­სო­ლუ­ტუ­რად ინერ­ტუ­ლი არი­ან, არ ერე­ვი­ან პო­ლი­ტი­კა­ში, არ ზრუ­ნა­ვენ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და შეც­ვლა­ზე, სა­ერ­თოდ, არა­ფერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, გარ­და ქუ­ჩა­ში დგო­მი­სა და ქა­და­გე­ბის. ასე­თი სუ­ბი­ექ­ტე­ბი კი რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას საფრ­თხეს უქ­მნის..

იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­მა უსაფრ­თხო­ე­ბის გამო არ და­ა­სა­ხე­ლა სამ­ხრეთ ოსეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ვი­ან­თი მიმ­დევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, თუმ­ცა, და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ე­ბით, მათი რა­ო­დე­ნო­ბა ათასს ბევ­რად აჭარ­ბებს. ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, ლა­ლი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, "კომ­პე­ტენ­ტუ­რი უწყე­ბე­ბი" სა­ეჭ­ვო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ია­ტაკ­ქვე­შა საქ­მი­ა­ნო­ბებს თვალ­ყურს ადევ­ნე­ბენ.

ekhokavkaza -ს ცნო­ბე­ბით, იეჰო­ვას მოწ­მე­თა ორ­გა­ნი­ზა­ცია აკ­რძა­ლუ­ლია აფხა­ზეთ­შიც, სა­დაც ბოლო წლებ­ში, მათი რა­ო­დე­ნო­ბა ათასებს აღ­წევ­და, მაგ­რამ აკ­რძალ­ვის შემ­დეგ, მათი რა­ო­დე­ნო­ბა პი­რი­ქით, გა­ი­ზარ­და.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბე­ბით, ეს მე­ტად სა­ხი­ფა­თო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ამე­რი­კა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში" წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია და და­ცუ­ლია, რაც შე­საძ­ლოა, საფრ­თხე­ებ­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­დეს, თუმ­ცა, "იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბის" რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა, ისევ და ისევ, რე­გი­ონ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მა­ტე­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მათ­თან გა­ჭირ­ვე­ბის გამო მი­დის და შემ­დეგ, ახ­ლობ­ლე­ბიც მიჰ­ყავს... ამას­თან, აფხა­ზე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მცდე­ლო­ბა, მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლის ქვეშ ჰყავ­დეთ ისი­ნი, "შე­უ­ვარ­დნენ სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­ში, ოფი­სებ­სა და სახ­ლებ­ში, მათ რა­ო­დე­ნო­ბას უფრო მე­ტად გაზ­რდის და მათი მხრი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ძა­ლას გა­აძ­ლი­ე­რებს..."

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში "იეჰოვას მოწმეებს" ტერორისტებივით ებრძვიან

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში "იეჰოვას მოწმეებს" ტერორისტებივით ებრძვიან

"მხოლოდ იმიტომ, რომ ქუჩაში იდგა და იეჰოვას ბროშურებსა და ბუკლეტებს არიგებდა, დედაჩემი დააკავეს და კანონის დარღვევისთვის ადმინისტრაციული სასჯელი მიუსაჯეს, არადა, არც კი ვიცოდით, რომ ეს დანაშაული იყო, არავის გავუფრთხილებივართ" - წერს ცხინვალის მცხოვრები ტატიანა ქელეხსაევა, რომლის დედასაც, "დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში", თავისუფლების სანაცვლოდ, ფინანსური ჯარიმის გადახდა მოუწევს. თუმცა, მისივე თქმით, ამ აკრძალვის მიუხედავად არაფრის შეცვლას რა აპირებს...

ადგილობრივი ხელმძღვანელობა ქელეხსაევას დაკავებას სხვა რამეს, გაცილებით საშიშ უკანონო საქმიანობას უკავშირებს, შესაძლოა, ეს იყოს ნარკოტიკებით ვაჭრობა. თუმცა, ის ცდილობს, რომ "იეჰოვას" ამოეფაროს და ამით პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს...

უკვე სამი თვეა, იეჰოვასთან მოწმეებთან დაკავშირებით, რუსეთის გზას მიჰყვება სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებაც და მის მოწმეებს "ექსტრემისტულ" ორგანიზაციად აცხადებს. სეპარატისტული ხელისუფლების ცნობებით, იეჰოვას მოწმეები თბილისის ინტერესების გამტარებელნი არიან... აქ ისიც ცნობილი ხდება, რომ ცხინვალის რეგიონში იგივე მოსაზრებით არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკრძალეს, რადგან მიაჩნიათ, რომ იქ "ქართული ფული ტრიალებს".

რუსეთში "იეჰოვას მოწმეების" საქმიანობის აკრძალვა მათი მხრიდან სისხლის გადასხმასა და გარკვეული ტიპის სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმაა, რაც ხშირად ფატალური შედეგით სრულდება. თუმცა, რუსული მედია განმარტავს, რომ ამის მიზეზი მომავალი წლის მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებია - რუსეთის ხელისუფლება ფინანსების საეჭვო გზებით შემოდინების პრევენციას აკეთებს.

ცხინვალისგან განსხვავებით, რუსეთში უფრო რადიკალური მიდგომა აქვთ, - იქ იეჰოვას მოწმეებს "ისლამური სახელმწიფოს" წევრებივით ებრძვიან და ნებისმიერს, ვინც ამ საქმიანობაში იქნება ეჭვიტანილი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემენ.

მათივე მიბაძვით, ე.წ. სამხრეთ ოსეთმა იეჰოვას მოწმეთა სახლებში შესაძლო "ექსტრემისტული" ბროშურების არსებობა ოფიციალურად აკრძალა და განაცხადა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც იეჰოვას პროპაგანდაში იქნება შემჩნეული, "სასამართლოს" წინაშე წარსდგება. აღნიშნული ინფორმაციის გასაჩივრებით იმუქრებიან იეჰოვას მოწმეები და აცხადებენ, რომ ეს მათი უფლების შელახვაა.

ანატოლი ბიბილოვის რელიგიური მრჩეველი სონია ხუბაევა უარყოფს, რომ ცხინვალი მოსკოვის მაგალითს მისდევს, თუმცა, ადასტურებს, რომ აკრძალვა ამოქმედდება, რაც ბოლო წლებში იეჰოვას მოწმეების რაოდენობის კატასტოფულად გაზრდილი რაოდენობით აიხსნება.

"მათი რაოდენობის ზრდის მიზეზი უკიდურესად მძიმე სოციალური ფონია. მაშინ, როდესაც რეგიონში უკიდურესი სიღარიბეა, მათ ყველაფერი აქვთ, მაგრამ თუ მათ შეხედულებას არ იზიარებენ, საკუთარი ოჯახის წევრიც რომ იყოს, პურს არ მიაწვდიან..." - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ანია ჯიოევა.

აკრძალვის მათეულ მიზეზებზე საუბრობს ოსეთის ე.წ. ხელისუფლება, - "თავდაპირველად, იეჰოვას მოწმეები ეთნიკური ოსები იყვნენ, რომლებიც ოს სეპარატისტებსა და თბილისს შორის 1991-92 წლებში მომხდარი დაპირისპირებისას, სამხრეთ ოსეთში საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდნენ, რათა ქართველი მიმდევრების რწმენა გაევრცელებინათ,"- აცხადებს რუსულ მედიასთან საუბარში ხუბაევა, რომლის თქმითაც, მათ არც იარაღი აუღიათ ხელში და არც პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარეულან, ისინი "აბსოლუტურად ინერტული არიან, არ ერევიან პოლიტიკაში, არ ზრუნავენ ქვეყნის განვითარებასა და შეცვლაზე, საერთოდ, არაფერში მონაწილეობენ, გარდა ქუჩაში დგომისა და ქადაგების. ასეთი სუბიექტები კი რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის..

იეჰოვას მოწმეების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უსაფრთხოების გამო არ დაასახელა სამხრეთ ოსეთში მცხოვრები თავიანთი მიმდევრების რაოდენობა, თუმცა, დაუზუსტებელი მონაცემეებით, მათი რაოდენობა ათასს ბევრად აჭარბებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის, ლალიევის განცხადებით, "კომპეტენტური უწყებები" საეჭვო ორგანიზაციების იატაკქვეშა საქმიანობებს თვალყურს ადევნებენ.

ekhokavkaza -ს ცნობებით, იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია აკრძალულია აფხაზეთშიც, სადაც ბოლო წლებში, მათი რაოდენობა ათასებს აღწევდა, მაგრამ აკრძალვის შემდეგ, მათი რაოდენობა პირიქით, გაიზარდა.

აფხაზური მედიის ცნობებით, ეს მეტად სახიფათო ორგანიზაცია "ამერიკასა და საქართველოში" წახალისებულია და დაცულია, რაც შესაძლოა, საფრთხეებზე მიანიშნებდეს, თუმცა, "იეჰოვას მოწმეების" რაოდენობის ზრდა, ისევ და ისევ, რეგიონში ეკონომიკური პრობლემების მატებაზე მიანიშნებს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მათთან გაჭირვების გამო მიდის და შემდეგ, ახლობლებიც მიჰყავს... ამასთან, აფხაზეთის სამართალდამცველების მცდელობა, მუდმივი კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ ისინი, "შეუვარდნენ სილამაზის სალონებში, ოფისებსა და სახლებში, მათ რაოდენობას უფრო მეტად გაზრდის და მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ძალას გააძლიერებს..."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"პატარა საქართველომ ეს-ესაა გამოაცხადა უპილოტო საფრენი აპარატის შექმნის შესახებ" - რას წერს Forbes-ი საქართველოში სამხედრო დრონების წარმოებაზე

ფინელი სნაიპერი, რომელმაც 500-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი მოკლა - მონადირეობიდან ომის გმირობამდე

"ზამთრის ომში" დაკარგული ქართველები - ბევრი მათგანის შესახებ, 1940 წლის შემდეგ არაფერი იყო ცნობილი