სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რომელი სარეცხი საშუალებებია ჯანმრთელობისთვის სახიფათო - ეს ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს
რომელი სარეცხი საშუალებებია ჯანმრთელობისთვის სახიფათო - ეს ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

სა­რე­ცხი ფხვნი­ლე­ბი­სა და სი­თხე­ე­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა, ჭურ­ჭლის სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, აბა­ზა­ნი­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ქი­მია - დი­ა­სახ­ლი­სებს დრო­ი­სა და შრო­მის ეკო­ნო­მი­ის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, თუმ­ცა რამ­დე­ნად მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­სუფ­თა­ვის დამ­ყა­რე­ბა მძი­მე და­ა­ვა­დე­ბებ­თან?

ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის დარ­ღვე­ვე­ბი, კა­ნის პრობ­ლე­მე­ბი, ალერ­გი­ე­ბი, ღვიძ­ლის, თირკმე­ლე­ბი­სა და ფილ­ტვე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ასე­ვე ონ­კო­ლო­გი­უ­რი რის­კე­ბის ზრდა, შე­საძ­ლოა მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი სწო­რედ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქი­მი­ას უკავ­შირ­დე­ბო­დეს, რო­გორ უნდა ავარ­ჩი­ოთ შე­და­რე­ბით უსაფრ­თხო პრო­დუქ­ტი და რო­გორ უნდა მო­ვიხ­მა­როთ ის სწო­რად - "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "არ­ცოდ­ნა არ­ძა­ლუ­ლია" სა­ჭი­რო რჩე­ვებს წარ­მო­გიდ­გენთ.

იხი­ლეთ გა­და­ცე­მა "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" - სი­სუფ­თა­ვე ჯან­მრთე­ლო­ბის ფა­სად, ანუ, ყვე­ლა­ფე­რი სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ

ფოს­ფა­ტე­ბი­ა­ნი სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი

ფოს­ფო­რუ­ლი მჟა­ვე­ბის მა­რი­ლე­ბი და ეთე­რე­ბი, ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სინ­თე­თი­კურ სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში კალ­ცი­უ­მი­სა და მაგ­ნი­უ­მის იო­ნე­ბის და­სა­კავ­ში­რებ­ლად. ფოს­ფა­ტე­ბი იწ­ვევს სის­ხლში ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის მა­ტე­ბის შე­ფერ­ხე­ბას, ასე­ვე ზრდის ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს. მისი სა­ხი­ფა­თო თვი­სე­ბე­ბის გამო, ფოს­ფა­ტე­ბის სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა იკ­რძა­ლე­ბა ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში. კარ­გად და­აკ­ვირ­დით სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბის ეტი­კეტს - შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ უნდა ეწე­როს ფოს­ფა­ტე­ბი!

თუ მა­ინც ფოს­ფა­ტე­ბი­ან სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლე­ბას გა­მო­ი­ყე­ნებთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ხე­ლით რე­ცხვი­სას გა­მო­ი­ყე­ნეთ რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნე­ბი და სა­რე­ცხს გა­ავ­ლეთ ცხე­ლი წყა­ლი მი­ნი­მუმ 7-ჯერ, რად­გან ფოს­ფა­ტე­ბი ძა­ლი­ან რთუ­ლად შორ­დე­ბა მა­ტე­რი­ას, ასე­თი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად კი სა­მოს­ზე ის მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით დარ­ჩე­ბა. ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხოდ ცე­ო­ლი­თი­ა­ნი სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ით­ვლე­ბა.

ენ­ზი­მე­ბი

ხა­რის­ხი­ა­ნი სა­რე­ცხი ფხვნი­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­დი­ო­დეს ენ­ზი­მე­ბი. სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ლა­ქე­ბის დაშ­ლის მიზ­ნით. ფხვნილ­ში ძი­რი­თა­დად ფე­რა­დი ბურ­თუ­ლე­ბის სა­ხით გვხვდე­ბა. ენ­ზი­მე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­შიშ­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის ცოდ­ნა.

თუ თქვენ ლა­ქე­ბი­ა­ნი ქსო­ვი­ლის გა­რე­ცხვა გსურთ, უმ­ჯო­ბე­სია ენ­ზი­მე­ბი­ა­ნი სა­რე­ცხი ფხვნი­ლი გა­მო­ი­ყე­ნოთ თუმ­ცა იმის­თვის, რომ ენ­ზი­მებ­მა კარ­გად შე­ას­რუ­ლოს და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა, სა­ჭი­როა სა­რე­ცხი შე­და­რე­ბით გრილ წყალ­ში გა­რე­ცხოთ, რად­გან რაც უფრო მა­ღა­ლია წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა, მით უფრო ფერ­ხდე­ბა ენ­ზი­მე­ბის მოქ­მე­დე­ბა, 60 გრა­დუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე კი ენ­ზი­მე­ბი ნად­გურ­დე­ბა და სა­ერ­თოდ აღარ მოქ­მე­დებს. ამას­თან, ენ­ზი­მე­ბი­ა­ნი ფხვნი­ლით არ შე­იძ­ლე­ბა გა­ი­რე­ცხოს აბ­რე­შუ­მი­სა და შა­ლის ქსო­ვი­ლე­ბი, რად­გან შე­საძ­ლოა ენ­ზი­მებ­მა ქსო­ვი­ლი და­ა­ზი­ა­ნოს.

ქლო­რი

სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის კი­დევ ერთი შე­მად­გე­ნე­ლი - ქლო­რი, მომ­წამ­ლა­ვი, მოყ­ვი­თა­ლო მწვა­ნე ფე­რის, მხრჩო­ლა­ვი სუ­ნის გა­ზია. სა­რე­ცხ სა­უ­ა­ლე­ბებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მა­თეთ­რე­ბე­ლი და სა­დე­ზინ­ფექ­ციო ფუნ­ქცი­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით მისი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქი­მი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა არ წარ­მო­ად­გენს სა­შიშ­რო­ე­ბას, მის­მა ხან­გრძლივ­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს ალერ­გია, გულ-სის­ხლ-ძარ­ღვთა პრობ­ლე­მე­ბი, ინ­ტოქ­სი­კა­ცია და ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ქლო­რი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ გა­მო­ი­ყე­ნოთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით, ეცა­დეთ მისი მოხ­მა­რე­ბის შემ­დეგ კარ­გად გა­ა­ნი­ა­ვოთ ოთა­ხი და კარ­გად გა­ავ­ლოთ სა­რე­ცხს.

ვი­დე­ო­ექ­სპე­რი­მენ­ტი: რო­გორ უნდა გა­არ­ჩი­ოთ ხა­რის­ხი­ა­ნი სა­რე­ცხის ფხვნი­ლი უხა­რის­ხოს­გან?

ჭურ­ჭლის სა­რე­ცხი სი­თხე­ე­ბი

სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის თით­ქმის იდენ­ტუ­რია, ჭურ­ჭლის სა­რე­ცხი სი­თხე­ე­ბის შიგ­თავ­სიც. მას­შიც ყვე­ლა­ზე მავ­ნე სწო­რედ ზე­და­პი­რუ­ლად აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბია, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ცხი­მის დაშ­ლას, მარ­თა­ლია რაც უფრო მეტი ასე­თი ნივ­თი­ე­რე­ბაა სი­თხე­ში, სი­სუფ­თა­ვის შე­დე­გიც უკე­თე­სია, თუმ­ცა ასე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა საფრ­თხეს უქ­მნის ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას, ამი­ტომ იცო­დეთ:

  • რე­ცხვი­სას მი­ნი­მუმ 15 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ავ­ლეთ ჭურ­ჭელს გამ­დი­ნა­რე წყა­ლი
  • ყიდ­ვამ­დე კარ­გად და­აკ­ვირ­დით სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბის ჭურ­ჭელს - თუ ბოთ­ლი გამ­ჭირ­ვა­ლე და თხელ­კედ­ლი­ა­ნია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ მას­ში ძლი­ე­რი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი მცი­რეა.
  • მა­ღა­ზი­ის დახ­ლებ­ზე ხში­რად ვხვდე­ბით სი­თხე­ებს წარ­წე­რით - შე­ი­ცავს ვი­ტა­მი­ნებს, უზ­რუნ­ველ­ყოფს კა­ნის დაც­ვას და ა.შ. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც ჭურ­ჭლის გა­სა­რე­ცხად მსგავ­სი ტი­პის სა­შუ­ა­ლე­ბებს იყე­ნე­ბენ, კა­ნის და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბათ ისე­ვე, რო­გორც ქა­ლებს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ა­ში.
  • გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ჭურ­ჭლის სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლე­ბას არ უნდა ჰქონ­დეს მკვეთ­რი სუნი, რად­გან ქი­მი­უ­რი არო­მა­ტი­ზა­ტო­რე­ბიც მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დე­ნენ ორ­გა­ნიზ­მზე
  • და ბოლო რჩე­ვა - არ ჩა­ა­ტა­როთ ექ­სპე­რი­მენ­ტი და არ შე­უ­რი­ოთ სხვა­დას­ხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ერ­თმა­ნეთს, რად­გან შე­საძ­ლოა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან რე­აქ­ცი­ა­ში შე­ვი­დეს და მძი­მე შე­დე­გი მი­ი­ღოთ.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რომელი სარეცხი საშუალებებია ჯანმრთელობისთვის სახიფათო - ეს ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

რომელი სარეცხი საშუალებებია ჯანმრთელობისთვის სახიფათო - ეს ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

სარეცხი ფხვნილებისა და სითხეების ნაირსახეობა, ჭურჭლის სარეცხი საშუალებები, აბაზანისა და სამზარეულოსთვის განკუთვნილი ქიმია - დიასახლისებს დროისა და შრომის ეკონომიის გაკეთების საშუალებას აძლევს, თუმცა რამდენად მჭიდროდაა დაკავშირებული სისუფთავის დამყარება მძიმე დაავადებებთან?

ნერვული სისტემის დარღვევები, კანის პრობლემები, ალერგიები, ღვიძლის, თირკმელებისა და ფილტვების დაავადებები, ასევე ონკოლოგიური რისკების ზრდა, შესაძლოა მსგავსი პრობლემები სწორედ საყოფაცხოვრებო ქიმიას უკავშირდებოდეს, როგორ უნდა ავარჩიოთ შედარებით უსაფრთხო პროდუქტი და როგორ უნდა მოვიხმაროთ ის სწორად - "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა არძალულია" საჭირო რჩევებს წარმოგიდგენთ.

იხილეთ გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" - სისუფთავე ჯანმრთელობის ფასად, ანუ, ყველაფერი სარეცხი საშუალებების შესახებ

ფოსფატებიანი სარეცხი საშუალებები

ფოსფორული მჟავების მარილები და ეთერები, ფართოდ გამოიყენება სინთეთიკურ სარეცხ საშუალებებში კალციუმისა და მაგნიუმის იონების დასაკავშირებლად. ფოსფატები იწვევს სისხლში ჰემოგლობინის მატების შეფერხებას, ასევე ზრდის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. მისი სახიფათო თვისებების გამო, ფოსფატების სარეცხ საშუალებებში გამოყენება იკრძალება ევროპის ბევრ ქვეყანაში. კარგად დააკვირდით სარეცხი საშუალების ეტიკეტს -  შემადგენლობაში არ უნდა ეწეროს ფოსფატები!

თუ მაინც ფოსფატებიან სარეცხ საშუალებას გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, ხელით რეცხვისას გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები და სარეცხს გაავლეთ ცხელი წყალი მინიმუმ 7-ჯერ, რადგან ფოსფატები ძალიან რთულად შორდება მატერიას, ასეთი მოქმედების შედეგად კი სამოსზე ის მინიმალური რაოდენობით დარჩება. ყველაზე უსაფრთხოდ ცეოლითიანი სარეცხი საშუალებები ითვლება.

ენზიმები

ხარისხიანი სარეცხი ფხვნილის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ენზიმები. სარეცხ საშუალებებში გამოიყენება ლაქების დაშლის მიზნით. ფხვნილში ძირითადად ფერადი ბურთულების სახით გვხვდება. ენზიმები ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენების ცოდნა.

თუ თქვენ ლაქებიანი ქსოვილის გარეცხვა გსურთ, უმჯობესია ენზიმებიანი სარეცხი ფხვნილი გამოიყენოთ თუმცა იმისთვის, რომ ენზიმებმა კარგად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, საჭიროა სარეცხი შედარებით გრილ წყალში გარეცხოთ, რადგან რაც უფრო მაღალია წყლის ტემპერატურა, მით უფრო ფერხდება ენზიმების მოქმედება, 60 გრადუს ტემპერატურაზე კი ენზიმები ნადგურდება და საერთოდ აღარ მოქმედებს. ამასთან, ენზიმებიანი ფხვნილით არ შეიძლება გაირეცხოს აბრეშუმისა და შალის ქსოვილები, რადგან შესაძლოა ენზიმებმა ქსოვილი დააზიანოს.

ქლორი

სარეცხი საშუალებების კიდევ ერთი შემადგენელი - ქლორი, მომწამლავი, მოყვითალო მწვანე ფერის, მხრჩოლავი სუნის გაზია. სარეცხ საუალებებში გამოიყენება მათეთრებელი და სადეზინფექციო ფუნქციების შესასრულებლად. მცირე რაოდენობით მისი საყოფაცხოვრებო ქიმიაში გამოყენება არ წარმოადგენს საშიშროებას, მისმა ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია, გულ-სისხლ-ძარღვთა პრობლემები, ინტოქსიკაცია და ონკოლოგიური დაავადებები. ქლორიანი საშუალებები არ გამოიყენოთ დიდი რაოდენობით, ეცადეთ მისი მოხმარების შემდეგ კარგად გაანიავოთ ოთახი და კარგად გაავლოთ სარეცხს.

ვიდეოექსპერიმენტი: როგორ უნდა გაარჩიოთ ხარისხიანი სარეცხის ფხვნილი უხარისხოსგან?

ჭურჭლის სარეცხი სითხეები

სარეცხი საშუალებების შემადგენლობის თითქმის იდენტურია, ჭურჭლის სარეცხი სითხეების შიგთავსიც. მასშიც ყველაზე მავნე სწორედ ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებია, რომელიც უზრუნველყოფს ცხიმის დაშლას, მართალია რაც უფრო მეტი ასეთი ნივთიერებაა სითხეში, სისუფთავის შედეგიც უკეთესია, თუმცა ასეთი საშუალებების გამოყენება საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას, ამიტომ იცოდეთ:

  • რეცხვისას მინიმუმ 15 წამის განმავლობაში გაავლეთ ჭურჭელს გამდინარე წყალი
  • ყიდვამდე კარგად დააკვირდით სარეცხი საშუალების ჭურჭელს - თუ ბოთლი გამჭირვალე და თხელკედლიანია ალბათობა იმისა, რომ მასში ძლიერი ქიმიური ნივთიერებები მცირეა.
  • მაღაზიის დახლებზე ხშირად ვხვდებით სითხეებს წარწერით - შეიცავს ვიტამინებს, უზრუნველყოფს კანის დაცვას და ა.შ. კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც ჭურჭლის გასარეცხად მსგავსი ტიპის საშუალებებს იყენებენ, კანის დაზიანება აღენიშნებათ ისევე, როგორც ქალებს ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენების შემთხვეაში.
  • გაითვალისწინეთ, ჭურჭლის სარეცხ საშუალებას არ უნდა ჰქონდეს მკვეთრი სუნი, რადგან ქიმიური არომატიზატორებიც მავნე ზემოქმედებას ახდენენ ორგანიზმზე
  • და ბოლო რჩევა - არ ჩაატაროთ ექსპერიმენტი და არ შეურიოთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალება ერთმანეთს, რადგან შესაძლოა ნივთიერებები ერთმანეთთან რეაქციაში შევიდეს და მძიმე შედეგი მიიღოთ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს