სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მომეცით ჩემი შვილი! ჭკუიდან გადახვედით?!" - მიხეილ სააკაშვილი ბორისპოლის აეროპორტში მივიდა
"მომეცით ჩემი შვილი! ჭკუიდან გადახვედით?!" - მიხეილ სააკაშვილი ბორისპოლის აეროპორტში მივიდა

მო­მე­ცით ჩემი შვი­ლი, სულ ჭკუ­ი­დან გა­დახ­ვე­დით?!, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ბო­რის­პო­ლის აე­რო­პორ­ტში მი­ვი­და.

"დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც ჩემს შვილს თან ახ­ლდა, ექ­ვსმა მე­სა­ზღვრემ და­ა­კა­ვა. კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, ჩემი შვი­ლი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ობი­ექ­ტია. დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი თვითმფრი­ნავ­ში ჩას­ვეს. თქვეს, რომ ჩემს შვილს აქ გად­მომ­ცემ­დნენ. აქ არა­ვინ იყო. ჩვენ ახ­ლა­ხან მო­ვე­დით. ავი­ა­კომ­პა­ნი­ა­ში არა­ფე­რი იცი­ან. ამ­ბო­ბენ, რომ შსს და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მი­იყ­ვანს, თით­ქოს ეს ბან­დერო­ლი იყოს. ეს ყვე­ლა კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვაა. სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ვე­დი პირ­და­პირ ეთერ­ში. აქ ვდგა­ვარ. სრუ­ლი იდი­ო­ტე­ბი ხართ. მო­მე­ცით ჩემი შვი­ლი. ჭკუ­ი­დან გა­დახ­ვე­დით?! 40 წუ­თია, სა­დღაც გაქ­რა. ის არას­რულ­წლო­ვა­ნია. სად არის ჩემი შვი­ლი?! პო­რო­შენ­კოს ვე­კი­თხე­ბი, სად არის ჩემი შვი­ლი?! პე­ტია, მო­გე­წო­ნე­ბო­და, შენს შვილს ასე რომ მოქ­ცე­ოდ­ნენ?! სწრა­ფად მო­მე­ცით ჩემი შვი­ლი!", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში.

მა­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა და ოდე­სის ოლ­ქის ყო­ფილ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" და­წე­რა, რომ მისი 11 წლის შვი­ლი ბო­რის­პო­ლის აე­რო­პორ­ტში ჰყავთ და­კა­ვე­ბუ­ლი. "ორი სა­ა­თის წინ ბო­რის­პო­ლის აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს ჩემი 11 წლის შვი­ლი და მას­თან მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი. სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც თან ახ­ლდა ჩემს შვილს, ოფი­ცი­ა­ლურ მივ­ლი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. მათ ყვე­ლა სა­ბუ­თი წეს­რიგ­ში აქვთ, მაგ­რამ ორი სა­ა­თია უკვე, რაც ცალ­კე ოთახ­ში ჰყავთ გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მი­ზე­ზე­ბის ახ­სნის გა­რე­შე. აე­რო­პორ­ტში მივ­დი­ვარ, რათა გა­ვარ­კვიო, თუ რა ხდე­ბა", - და­წე­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

M A G D Atkven sak...
0

M A G D Atkven sakartveloshi ar tshovrobt r

slis tsinandel ambavs, /atom da ristvis gvikvebit 5 ttslis tsinandel ambavs?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მომეცით ჩემი შვილი! ჭკუიდან გადახვედით?!" - მიხეილ სააკაშვილი ბორისპოლის აეროპორტში მივიდა

"მომეცით ჩემი შვილი! ჭკუიდან გადახვედით?!" - მიხეილ სააკაშვილი ბორისპოლის აეროპორტში მივიდა

მომეცით ჩემი შვილი, სულ ჭკუიდან გადახვედით?!, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ბორისპოლის აეროპორტში მივიდა.

"დაცვის თანამშრომელი, რომელიც ჩემს შვილს თან ახლდა, ექვსმა მესაზღვრემ დააკავა. კონსტიტუციის თანახმად, ჩემი შვილი დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტია. დაცვის თანამშრომელი თვითმფრინავში ჩასვეს. თქვეს, რომ ჩემს შვილს აქ გადმომცემდნენ. აქ არავინ იყო. ჩვენ ახლახან მოვედით. ავიაკომპანიაში არაფერი იციან. ამბობენ, რომ შსს დანიშნულების ადგილამდე მიიყვანს, თითქოს ეს ბანდეროლი იყოს. ეს ყველა კანონის დარღვევაა. სპეციალურად გამოვედი პირდაპირ ეთერში. აქ ვდგავარ. სრული იდიოტები ხართ. მომეცით ჩემი შვილი. ჭკუიდან გადახვედით?! 40 წუთია, სადღაც გაქრა. ის არასრულწლოვანია. სად არის ჩემი შვილი?! პოროშენკოს ვეკითხები, სად არის ჩემი შვილი?! პეტია, მოგეწონებოდა, შენს შვილს ასე რომ მოქცეოდნენ?! სწრაფად მომეცით ჩემი შვილი!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

მანამდე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა, რომ მისი 11 წლის შვილი ბორისპოლის აეროპორტში ჰყავთ დაკავებული. "ორი საათის წინ ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს ჩემი 11 წლის შვილი და მასთან მყოფი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი. სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი, რომელიც თან ახლდა ჩემს შვილს, ოფიციალურ მივლინებაში იმყოფება. მათ ყველა საბუთი წესრიგში აქვთ, მაგრამ ორი საათია უკვე, რაც ცალკე ოთახში ჰყავთ გადაყვანილი, მიზეზების ახსნის გარეშე. აეროპორტში მივდივარ, რათა გავარკვიო, თუ რა ხდება", - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.