სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სიახლეები, რომლებიც წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე დაგხვდებათ
სიახლეები, რომლებიც წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე დაგხვდებათ

სა­ქარ­თვე­ლო­ში ზამ­თრის კუ­რორ­ტე­ბი დიდი სის­წრა­ფით ვი­თარ­დე­ბა. იზ­რდე­ბა რო­გორც მათი რი­ცხვი, ისე კუ­რორ­ტე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ხა­რის­ხი, სერ­ვი­სის დონე. სა­ქარ­თვე­ლო ეტა­პობ­რი­ვად იკა­ვებს ად­გილს ევ­რო­პის პო­პუ­ლა­რულ სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებს შო­რის.

2017-2018 წლის ზამ­თრის სე­ზონს კუ­რორ­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­იხ­ლე­ე­ბით ხვდე­ბი­ან. ვი­ზი­ტო­რე­ბის გაზ­რდილ რა­ო­დე­ნო­ბას თა­ვად კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაც შე­სა­ბა­მი­სად მიჰ­ყვე­ბა.

წლე­ვან­დე­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია:

მეს­ტია

• 2017 წლის ზა­ფხულ­ში და­ი­წყო მეს­ტია-ჰაწ­ვა­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­ბა­გი­როს მშე­ნებ­ლო­ბა. მშე­ნებ­ლო­ბა დას­რულ­დე­ბა 2017 წლის ბო­ლოს. სა­ბა­გი­რო იქ­ნე­ბა ღია სა­ვარ­ძლის ტი­პის 6 კა­ცი­ა­ნი, მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი მწარ­მო­ებ­ლის "Doppelmayr"-ის ფირ­მის, რომ­ლის სიგ­რძე 1200 მეტ­რი იქ­ნე­ბა. მეს­ტია-ჰაწ­ვა­ლის სა­ბა­გი­როს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თვა აქვს, რად­გან ის მთას და ცენ­ტრს და­ა­კავ­ში­რებს ერ­თმა­ნეთს.

• მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ სვა­ნეთ­ში კერ­ძოდ კი: მა­ზერ­ში, უშხვა­ნარ­ში, ეცერ­ში, უშ­გულ­ში და ლენ­ტეხ­ში აშენ­დე­ბა მცი­რე ზო­მის სა­ბა­გი­რო­ე­ბი, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

გუ­და­უ­რი

• გუ­და­ურ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­იხ­ვე­წა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. ერთ-ერთი კარ­გი მა­გა­ლი­თია პრო­ექ­ტი New Gudauri, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­შიც დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია Red-co 150 მლნ აშშ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს. კომ­პა­ნი­ამ შე­ის­ყი­და ახა­ლი გუ­და­უ­რის 50 ჰა ტე­რი­ტო­რია და ტუ­რის­ტუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე ერთ-ერთი ლი­დე­რი გახ­და. რედ­კომ ახალ გუ­და­ურ­ში და­ი­წყო პა­ტა­რა ქა­ლა­ქის აშე­ნე­ბა სა­დაც უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია 5 სას­ტუმ­როს ტი­პის სა­ცოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს კაფე-რეს­ტორ­ნე­ბი და ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის და­სას­ვე­ნე­ბე­ლი და გა­სარ­თო­ბი ობი­ექ­ტე­ბი.

• უფრო მეტი ტუ­რის­ტის მო­სა­ზი­დად და გუ­და­უ­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის წელს ახალ გუ­და­ურ­ში Red-co გახ­სნის სა­მო­რი­ნეს CASINO GUDAURI.

• 2019 წელს გუ­და­ურ­ში პირ­ვე­ლი ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო Radisson Blu Mountain Resort Gudauri გაჩ­ნდე­ბა, რო­მელ­საც ასე­ვე კომ­პა­ნია Red-Co აშე­ნებს.

ბა­კუ­რი­ა­ნი

• ინფრას­ტუქ­ტუ­რა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­ვი­თარ­და ბა­კუ­რი­ან­ში. აქ რედ­კომ უკვე გახ­ნა­ა­პარ­ტო­ტე­ლი The Valley, Bakuriani, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ბა­კუ­რი­ა­ნის ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ ნა­წილ­ში, დიდ­ვე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გონ­დო­ლას სა­ბა­გი­რო გზას­თან. აპარ­ტო­ტე­ლი მუ­შა­ობს 4 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როს სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. აქვე, ახალ სე­ზონ­ზე რედ­კო თა­ვის ახალ რეს­ტო­რან­ში ეპა­ტი­ჟე­ბა სტუმ­რებს.

• პირ­ვე­ლად, ბა­კუ­რი­ა­ნის ის­ტო­რი­ა­ში გა­კეთ­და კოხ­ტა-მი­ტარ­ბის გა­და­სას­ვლე­ლი სა­თხი­ლა­მუ­რო გზა.

• კუ­რორტ მი­ტარბს და­ე­მა­ტა რამ­დე­ნი­მე ახა­ლი სა­თხი­ლა­მუ­რო გზა.

• ბა­კუ­რი­ან­ში, კი­ნო­თე­ატრ "დიდ­ველ­ში" მო­ე­წყო­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სივ­რცე. სა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა მომ­ხმა­რე­ბელს გა­ი­გოს ყვე­ლა ის სი­ახ­ლე რაც ბა­კუ­რი­ანს უკავ­შირ­დე­ბა.

• მეს­ტი­ას, ბა­კუ­რი­ან­სა და გუ­და­ურს და­ე­მა­ტა სა­მაშ­ვე­ლო ჯი­ხუ­რე­ბი და სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი.

• კუ­რორტ გო­დერ­ძის და­ე­მა­ტე­ბა ორი მცი­რე ზო­მის სა­ბა­გი­რო, მო­წყო­ბა სა­ბავ­შვო არე­ა­ლი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ 2023 წლის სა­თხი­ლა­მუ­რო და სნო­უ­ბორ­დის ფრის­ტა­ი­ლის ჩა­ტა­რე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თა. თუ სა­ქარ­თვე­ლო მო­ი­პო­ვებს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბას 25 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვა, რაც ხელს შე­უ­წყობს, რო­გორც ზამ­თრის სპორ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ასე­ვე ვი­ზი­ტო­რე­ბის ზრდას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სიახლეები, რომლებიც წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე დაგხვდებათ

სიახლეები, რომლებიც წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე დაგხვდებათ

საქართველოში ზამთრის კურორტები დიდი სისწრაფით ვითარდება. იზრდება როგორც მათი რიცხვი, ისე კურორტების ინფრასტრუქტურა, სათხილამურო ტრასების რაოდენობა და ხარისხი, სერვისის დონე. საქართველო ეტაპობრივად იკავებს ადგილს ევროპის პოპულარულ სამთო-სათხილამურო კურორტებს შორის.

2017-2018 წლის ზამთრის სეზონს კურორტები განსაკუთრებული საიხლეებით ხვდებიან. ვიზიტორების გაზრდილ რაოდენობას თავად კურორტების განვითარებაც შესაბამისად მიჰყვება.

წლევანდელი სიახლეებიდან აღსანიშნავია:

მესტია

• 2017 წლის ზაფხულში დაიწყო მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა. მშენებლობა დასრულდება 2017 წლის ბოლოს. საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის 6 კაციანი, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის „Doppelmayr”-ის ფირმის, რომლის სიგრძე 1200 მეტრი იქნება. მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მთას და ცენტრს დააკავშირებს ერთმანეთს.

• მნიშვნელოვანია ისიც, რომ სვანეთში კერძოდ კი: მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულში და ლენტეხში აშენდება მცირე ზომის საბაგიროები, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივებში სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას.

გუდაური

• გუდაურში მნიშვნელოვნად დაიხვეწა ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი კარგი მაგალითია პროექტი New Gudauri, რომლის განხორციელებაშიც დეველოპერული კომპანია Red-co 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანიამ შეისყიდა ახალი გუდაურის 50 ჰა ტერიტორია და ტურისტული უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი გახდა. რედკომ ახალ გუდაურში დაიწყო პატარა ქალაქის აშენება სადაც უკვე დასრულებულია 5 სასტუმროს ტიპის საცოვრებელი სახლი, ფუნქციონირებს კაფე-რესტორნები და ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი სხვადასხვა სახის დასასვენებელი და გასართობი ობიექტები.

• უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად და გუდაურის განვითარებისთვის წელს ახალ გუდაურში Red-co გახსნის სამორინეს CASINO GUDAURI.

• 2019 წელს გუდაურში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson Blu Mountain Resort Gudauri გაჩნდება, რომელსაც ასევე კომპანია Red-Co აშენებს.

ბაკურიანი

• ინფრასტუქტურა მნიშვნელოვნად განვითარდა ბაკურიანში. აქ რედკომ უკვე გახნააპარტოტელი The Valley, Bakuriani, რომელიც მდებარეობს ბაკურიანის ყველაზე განვითარებულ ნაწილში, დიდველის ტერიტორიაზე, გონდოლას საბაგირო გზასთან. აპარტოტელი მუშაობს 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად. აქვე, ახალ სეზონზე რედკო თავის ახალ რესტორანში ეპატიჟება სტუმრებს.

• პირველად, ბაკურიანის ისტორიაში გაკეთდა კოხტა-მიტარბის გადასასვლელი სათხილამურო გზა.

• კურორტ მიტარბს დაემატა რამდენიმე ახალი სათხილამურო გზა.

• ბაკურიანში, კინოთეატრ "დიდველში" მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე. სადაც საშუალება ექნება მომხმარებელს გაიგოს ყველა ის სიახლე რაც ბაკურიანს უკავშირდება.

• მესტიას, ბაკურიანსა და გუდაურს დაემატა სამაშველო ჯიხურები და საპირფარეშოები.

• კურორტ გოდერძის დაემატება ორი მცირე ზომის საბაგირო, მოწყობა საბავშვო არეალი.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩატარებაზე განაცხადი გააკეთა. თუ საქართველო მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლებას 25 ათასი ადამიანი ჩამოვა, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ზამთრის სპორტის სახეობების პოპულარიზაციას, ასევე ვიზიტორების ზრდას.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი