14 წლის მსახიობს - რუსკა ქარქაშაძეს ცხოვრების ისეთი რიტმი აქვს, როგორიც არა მხოლოდ მოზარდისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანისთვისაც საკმაოდ რთულია. თუმცა, როგორც რუსკა ამბობს, ენერგიის ნაკლებობას არ უჩივის. მოსწონს თავისი საქმე და დიდი ცხოვრებისეული მიზნებისკენ თავდაჯერებული ნაბიჯებით მიიწევს. მსახიობის გარდა, ახლა უკვე მეგაშოუს - "ჩვენ ვარსკვლავები ვართ" თანაწამყვანიც გახლავთ...
- მეგაშოუს თანაწამყვანობა საპასუხისმგებლო საქმეა. ამ ამპლუაში თავს კარგად ვგრძნობ. ჩემთვის პირდაპირ ეთერში ყოფნა დიდი გამოწვევა იყო. პირველად "რუსთავი 2"-ის ეთერში ამინდის პროგნოზი გამოვაცხადე და არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ ძალიან ვინერვიულე... პირდაპირი ეთერი სხვაგვარ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ახლაც, "იმედის" მეგაშოუშიც პირდაპირ ეთერში ვარ. ბარიერი გადავლახე, რომ აღარ ვინერვიულო.
- რუსკა, საკუთარ თავს როგორ დაახასიათებ?
- თითქმის ყოველთვის ენერგიული და ცნობისმოყვარე ვარ, ასევე - ძალიან მოქნილი.
- სპორტით ხარ დაკავებული?
- კი. დაახლოებით 5 წელია, რაც მე და ჩემი და ჩოგბურთს ვთამაშობთ.
- რა მიღწევები გაქვს?
- რაღაც შეჯიბრებაში მონაწილეობა მიმიღია, მაგრამ ტურნირების პერიოდი ახლა იწყება.
- ჩოგბურთს პროფესიონალურ დონეზე სწავლობ?
- დიახ. ყოველდღე, 2-3 საათის განმავლობაში ვვარჯიშობ. ჩოგბურთს ვეუფლები, რადგან მსახიობისთვის კარგ ფორმაში ყოფნა აუცილებელია. თუმცა, მხოლოდ ამიტომ არ ვვარჯიშობ - შეიძლება, ჩოგბურთის ცოდნა მომავალში გამომადგეს.
- რომელი პროფესია გაქვს არჩეული?
- რა თქმა უნდა, მსახიობობა!
- როდის გააცნობიერე, რომ მსახიობობა გინდოდა?
- ასე მგონია, დაბადებისთანავე ვიცოდი. რაც თავი მახსოვს, მსახიობობა მინდა.
- ეს სურვილი რატომ და როგორ გაგიჩნდა?
- რაღაცნაირად, ჩემში "იჯდა". ვგრძნობდი, რომ გულით მინდოდა. მერე მივხვდი - თურმე, გამომდიოდა კიდეც და უკვე ორმაგი სტიმული გამიჩნდა, რომ კარგი მსახიობი გავმხდარიყავი.
- როდის გააცნობიერე, რომ მსახიობობა გამოგდიოდა კიდეც?
- დაახლოებით 7 წლისამ გავაცნობიერე. თეატრალურ სტუდიაში მივედი და ბევრი ქათინაური მივიღე. სცენაზე ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სტუდიას უკავშირდება. მითხრეს, რომ ამ საქმეში რაღაც გამომდის და წარმატების მიღწევა შემიძლია. შემდეგ უკვე საკმაოდ წარმატებული სპექტაკლები მოზარდ მაყურებელთა თეატრში მქონდა. "დურუჯიც" გვაქვს აღებული... განაგრძეთ კითხვა