სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ISIS-ში ცხოვრების "კანონები" - რას ყვება მამაკაცი, რომელმაც "ისლამური სახელმწიფოს" წევრებთან 5 თვე გაატარა
ISIS-ში ცხოვრების "კანონები" - რას ყვება მამაკაცი, რომელმაც "ისლამური სახელმწიფოს" წევრებთან 5 თვე გაატარა

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად მცირ­დე­ბა. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ მათ­გან მო­მა­ვა­ლი საფრ­თხე არ არ­სე­ბობს, - ტე­რო­რის­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში გა­ნაგ­რძო­ბენ "საქ­მი­ა­ნო­ბას".

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ჟურ­ნა­ლის­ტი, სერ­გეი ხა­ზოვ-კა­სია "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­დან" დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­სა­ხებ წერს, რომ­ლე­ბიც სი­რი­ის ქა­ლაქ რა­ქა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ის ხა­ლი­ფა­ტი­დან ჩეჩ­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ ქა­ლებ­სა და ბავ­შვებ­ზე ჰყვე­ბა.

46 წლის არ­ტურ სა­ლი­ხო­ვი და­ღეს­ტა­ნის სო­ფელ კუმ­ში ცხოვ­რობ­და და ად­გი­ლობ­რივ სკო­ლა­ში, ფი­ზკულ­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და. ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. 2004 წელს ცოლ­მა სთხო­ვა, რომ ნა­მაზს წა­ი­კი­თხავ­და. "დავ­თან­მხდი... თუმ­ცა, შევ­ცდი. მე­უღ­ლე­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მის­მა დამ, ზა­გი­დატ­მა, რო­მე­ლიც და­ღეს­ტნელ ბო­ე­ვიკ­ზე იყო გა­თხო­ვი­ლი. 2010 წელს, ორ­მხრი­ვი სრო­ლე­ბი­სას და­ი­ღუ­პა... ერთი გო­გო­ნა დარ­ჩათ," - წერს არ­ტუ­რი და იგო­ნებს, რომ მე­უღ­ლის ზე­წო­ლით მე­ჩეთ­ში სი­ა­რუ­ლი და­ი­წყო...

2014 წელს ზა­გი­და­ტი შვილ­თან ერ­თად სტამ­ბოლ­ში წა­ვი­და... ცოტა ხან­ში რა­ზი­ატ­მა ქმარს სი­რი­ა­ში წას­ვლა შეს­თა­ვა­ზა, რა­ზეც ის უარ­ზე იყო... მა­შინ მას წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და, რა ხდე­ბო­და სი­რი­ა­ში... "ვი­ჩხუ­ბეთ. შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ გო­გო­ნებ­თან ერ­თად სტამ­ბოლ­ში წა­სუ­ლა. სა­ზღვარ­ზე ბავ­შვე­ბი ჩემი თან­ხმო­ბის გა­რე­შე გა­ა­ტა­რეს" - ამ­ბობს არ­ტუ­რი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცოლ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ თურ­ქეთ­ში იყო და თუ შვი­ლე­ბის წაყ­ვა­ნა სურ­და, ჩა­სუ­ლი­ყო... ერთი-ერთი გო­გო­ნა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო, რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და. 2015 წელს კი არ­ტურ სა­ლი­ხო­ვის ცოლი და ცო­ლის­და, შვი­ლებ­თან ერ­თად სი­რი­ა­ში, ISIS-ის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ვიდ­ნენ.

ზა­გი­დატს უკვე ახა­ლი ქმა­რი ჰყავ­და, - ასე­ვე და­ღეს­ტნე­ლი... არ­ტურს ახლა უკვე იქი­დან სწერ­და ცოლი, შვი­ლე­ბი წა­იყ­ვა­ნეო... ერთ დღეს, ის მარ­თლა ჩაფ­რინ­და სტამ­ბოლ­ში, სა­დაც ახა­ლი ქვის­ლის ნაც­ნო­ბი დახ­ვდა და მისი დახ­მა­რე­ბით სი­რია-თურ­ქე­თის სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თა. მას­თან ერთი ჩეჩ­ნუ­რი ოჯა­ხიც მგზავ­რობ­და, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბით. თან ახალ­გაზ­რდა ჩე­ჩე­ნი გო­გო­ნაც ახ­ლდათ...

რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი მგზავ­რო­ბის შემ­დეგ, ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ქა­ლაქ ჯე­რაბ­ლუს­ში აღ­მოჩ­ნდა. "კო­მი­სი­ამ" მკი­თხა, - რა­ტომ ჩა­მოხ­ვე­დიო, - მხო­ლოდ არა­ბუ­ლად სა­უბ­რობ­დნენ. მათი ენა არ მეს­მო­და და ვი­ღაც რუ­სუ­ლე­ნო­ვან­მა გვი­თარ­გმნა. ავუხ­სე­ნი... პას­პორ­ტი და მო­ბი­ლუ­რი ჩა­მო­მარ­თვეს. მო­ბი­ლუ­რი და­მიბ­რუ­ნეს, პას­პორ­ტი - არა", - იხ­სე­ნებს სა­ლი­ხო­ვი.

და­ღეს­ტნე­ლი ასე­ვე ჰყვე­ბა, რომ იქ მთე­ლი ევ­რო­პი­დან იყ­ვნენ ახალ­გაზ­რდე­ბი ჩა­სუ­ლი. ომს არა­ვის აძა­ლებ­დნენ, მაგ­რამ თუ არ იბ­რძო­დი, ფუ­ლიც არ გქონ­და... სა­მუ­შაო ად­გი­ლობ­რი­ვებ­საც არ ჰქონ­დათ. ძი­რი­თა­დად, ვაჭ­რო­ბით ირ­ჩენ­დნენ თავს... ჯა­რის­კა­ცებს თვე­ში 100 დო­ლარს უხ­დიდ­ნენ, სა­ხი­ფა­თო წერ­ტი­ლებ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად, ერაყ­ში წა­სუ­ლებს - 150-ს. მე­ომ­რე­ბის ცო­ლებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი უფა­სოდ ჰქონ­დათ და კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით, 50 დო­ლარს, ბაშ­ვებს კი, - 35-ს უხ­დიდ­ნენ... მე­ომ­რე­ბი რე­ა­ლო­ბას რომ ნა­ხუ­ლობ­დნენ, სი­რი­ის უფრო მშვი­დო­ბი­ან ად­გი­ლებ­ში, ან ლი­ბან­ში გარ­ბოდ­ნენ.

შე­ტა­კე­ბებ­ში მე­ომ­რე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად იღუ­პე­ბოდ­ნენ, რის შემ­დე­გაც, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბი სხვა მე­ომ­რე­ბის ცო­ლე­ბის­თვის თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და, მაგ­რამ მე­ომ­რე­ბის ქვრი­ვებს იქ დარ­ჩე­ნის უფ­ლე­ბა სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­დათ, ახა­ლი ქმა­რი რომ ეპოვ­ნათ...

"მათ ძა­ლით არ ათხო­ვებ­დნენ, მაგ­რამ შიმ­ში­ლით რომ არ და­ხო­ცი­ლიყ­ვნენ - ახა­ლი პატ­რო­ნი უნდა ეპოვ­ნათ..." - იხ­სე­ნებს სა­ლი­ხო­ვი. შემ­დეგ და­ღეს­ტნე­ლი ქა­ლაქ ტა­ბკა­ში, ცოლ-შვილ­თან გა­ემ­გზავ­რა... ეს ქა­ლა­ქი თურ­ქე­თის სა­ზღვრი­დან 50 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს და სტრა­ტე­გი­ულ ად­გი­ლად ით­ვლე­ბო­და. მიმ­დი­ნა­რე წლის გა­ზა­ფხულ­ზე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სის­ხლისღმვრე­ლი ბრძო­ლე­ბი გა­ი­მარ­თა...

"ჯერ ზა­გი­და­ტი ვნა­ხე, შემ­დეგ კი ჩემი ცოლი და შვი­ლე­ბი. ცოლს უკვე ახა­ლი ქმა­რი ჰყავ­და, მე­ო­მა­რი უზ­ბე­კი თუ ტა­ჯი­კი... რა­ზი­ატს ვუ­თხა­რი, ბავ­შვე­ბი უნდა წა­ვიყ­ვა­ნო-მეთ­ქი. მო­ვი­ფიქ­რე­ბო, - მი­თხრა... ცო­ლის­დას­თან ვერ დავ­რჩე­ბო­დი და იქვე მდე­ბა­რე მე­ჩეთ­ში დავ­რჩი... რად­გან რა­ზი­ა­ტი ბავ­შვე­ბის მო­ცე­მას არ ჩქა­რობ­და, რა­ქა­ში, შა­რი­ა­თის სა­სა­მარ­თლოს მივ­მარ­თე, მათ ტა­ბკა­ში გა­და­მა­მი­სა­მარ­თეს... რო­დე­საც სა­სა­მარ­თლომ ბავ­შვე­ბი მე მო­მა­კუთ­ვნა, რა­ზი­ა­ტი ატირ­და, მა­ნამ­დე უნდა გე­ტი­რა-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი..." - წერს და­ღეს­ტნე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, წა­მოს­ვლას ჩქა­რობ­და. ეში­ნო­და, შარი არ მო­ე­დოთ და არ და­ე­სა­ჯათ. სას­ჯე­ლი კი ყვე­ლაფ­რის გამო შე­იძ­ლე­ბო­და მი­ე­ღო - თამ­ბა­ქოს მო­წე­ვის, ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბის, მი­უ­ღე­ბე­ლი ტა­ნი­სა­მო­სის ტა­რე­ბის ან ნა­მა­ზის მი­მართ შე­უ­ფე­რე­ბე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო. ასეთ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, 30-40-ჯერ გაწ­კეპვ­ლა იყო. მსუ­ბუ­ქი ქურ­დო­ბის­თვის ხელს ჭრიდ­ნენ, უფრო მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის კი თავს. ან პირ­და­პირ ეს­როდ­ნენ. თუმ­ცა, "გა­ნა­ჩე­ნის აღ­სრუ­ლე­ბამ­დე", ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდგარ გა­ლი­ა­ში სვამ­დნენ... დას­ჯის პრო­ცესს ხალ­ხი უყუ­რებ­და...

"რამ­დენ­ჯერ­მე შე­ვეს­წა­რი ხე­ლის მოჭ­რის, თა­ვის მოკ­ვე­თი­სა და ორი მო­ჯა­ჰე­დის დახ­ვრე­ტის ფაქტს... აღ­მოჩ­ნდა, რომ რა­ზი­ატ­მაც და­არ­ღვია შა­რი­ა­თის კა­ნო­ნი და სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მი­უ­სა­ჯეს. თუმ­ცა, მისი გა­დარ­ჩე­ნა არ მიც­დია..."- იხ­სე­ნებს ის.

და­ღეს­ტნე­ლის თქმით, სკო­ლა არ არ­სე­ბობ­და. შვი­ლებს მშობ­ლე­ბი ას­წავ­ლიდ­ნენ, ძი­რი­თა­დად, არა­ბულ ენას... 12 წლის ბი­ჭე­ბი უკვე ია­რა­ღით და­დი­ოდ­ნენ, "ჯი­ჰა­დის" ჯა­რის­კა­ცო­ბის­თვის რომ მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ. გო­გო­ნე­ბი ძი­რი­თა­დად სახ­ლის საქ­მე­ებს სწავ­ლობ­დნენ, - გა­თხო­ვე­ბის მო­ლო­დინ­ში.

"იქ 5 თვე­ზე მეტ­ხანს მო­მი­წია დარ­ჩე­ნამ, შემ­დეგ კი გაქ­ცე­ვა გა­დავ­წყვი­ტე, რად­გან შვი­ლე­ბი ყო­ველ­დღე მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რო­დის დავ­ბრუნ­დე­ბო­დით სახ­ლში. ISIS-ის პატ­რუ­ლი ყვე­ლა­ფერს მკაც­რად აკონ­ტრო­ლებ­და და რის­კი დიდი იყო..." - იგო­ნებს არ­ტუ­რი. ის ახა­ლი ქვის­ლის, ია­სი­ნის დახ­მა­რე­ბით, ჯე­ლაბ­რუს­ში გა­და­ვი­და. თურ­ქე­თის სა­ზღვრის­კენ ხი­ლის ბა­ღე­ბით ია­რეს და ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად, და­ღეს­ტან­ში 16 სექ­ტემ­ბერს ჩა­აღ­წი­ეს. ამ დროს, ISIS-ს პო­ზი­ცი­ე­ბი უკვე გან­წი­რუ­ლი იყო, ისე­ვე რო­გორც თა­ვად მათი "სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა".

"ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ФСБ-ში და­მი­ბა­რეს... ამავდრო­უ­ლად, მუდ­მი­ვად მე­მუქ­რე­ბი­ან სი­რი­ი­დან, რომ შა­რი­ა­თის კა­ნო­ნით და­ვის­ჯე­ბი... ქმრის და­ღუპ­ვის შემ­დეგ, და­ღეს­ტან­ში დაბ­რუნ­და ჩემი ყო­ფი­ლი ცო­ლის დაც და მა­შინ­ვე და­ა­კა­ვეს. მისი შვი­ლე­ბი მე ვიშ­ვი­ლე. ცო­ლის ამ­ბა­ვი არც მი­კი­თხავს. მთა­ვა­რია, შვი­ლე­ბი ჩემ­თან არი­ან...", - ჰყვე­ბა და­ღეს­ტნე­ლი.

მო­ამ­ზა­და ლალი პა­პას­კირ­მა, AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ISIS-ში ცხოვრების "კანონები" - რას ყვება მამაკაცი, რომელმაც "ისლამური სახელმწიფოს" წევრებთან 5 თვე გაატარა

ISIS-ში ცხოვრების "კანონები" - რას ყვება მამაკაცი, რომელმაც "ისლამური სახელმწიფოს" წევრებთან 5 თვე გაატარა

"ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები ყოველდღიურად მცირდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათგან მომავალი საფრთხე არ არსებობს, - ტერორისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განაგრძობენ "საქმიანობას".

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი, სერგეი ხაზოვ-კასია "ისლამური სახელმწიფოდან" დაბრუნებული რუსეთის მოქალაქეების შესახებ წერს, რომლებიც სირიის ქალაქ რაქაში იმყოფებოდნენ. ის ხალიფატიდან ჩეჩნეთში დაბრუნებულ ქალებსა და ბავშვებზე ჰყვება.

46 წლის არტურ სალიხოვი დაღესტანის სოფელ კუმში ცხოვრობდა და ადგილობრივ სკოლაში, ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა. ორი ქალიშვილი ჰყავს. 2004 წელს ცოლმა სთხოვა, რომ ნამაზს წაიკითხავდა. "დავთანმხდი... თუმცა, შევცდი. მეუღლეზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა დამ, ზაგიდატმა, რომელიც დაღესტნელ ბოევიკზე იყო გათხოვილი. 2010 წელს, ორმხრივი სროლებისას დაიღუპა... ერთი გოგონა დარჩათ," - წერს არტური და იგონებს, რომ მეუღლის ზეწოლით მეჩეთში სიარული დაიწყო...

2014 წელს ზაგიდატი შვილთან ერთად სტამბოლში წავიდა... ცოტა ხანში რაზიატმა ქმარს სირიაში წასვლა შესთავაზა, რაზეც ის უარზე იყო... მაშინ მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ხდებოდა სირიაში... "ვიჩხუბეთ. შემდეგ გავიგე, რომ გოგონებთან ერთად სტამბოლში წასულა. საზღვარზე ბავშვები ჩემი თანხმობის გარეშე გაატარეს" - ამბობს არტური.

მოგვიანებით ცოლმა შეატყობინა, რომ თურქეთში იყო და თუ შვილების წაყვანა სურდა, ჩასულიყო... ერთი-ერთი გოგონა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რუსეთში დაბრუნდა. 2015 წელს კი არტურ სალიხოვის ცოლი და ცოლისდა, შვილებთან ერთად სირიაში, ISIS-ის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ.

ზაგიდატს უკვე ახალი ქმარი ჰყავდა, - ასევე დაღესტნელი... არტურს ახლა უკვე იქიდან სწერდა ცოლი, შვილები წაიყვანეო... ერთ დღეს, ის მართლა ჩაფრინდა სტამბოლში, სადაც ახალი ქვისლის ნაცნობი დახვდა და მისი დახმარებით სირია-თურქეთის საზღვარი გადაკვეთა. მასთან ერთი ჩეჩნური ოჯახიც მგზავრობდა, მცირეწლოვანი ბავშვებით. თან ახალგაზრდა ჩეჩენი გოგონაც ახლდათ...

რამდენიმედღიანი მგზავრობის შემდეგ, ტერორისტების მიერ კონტროლირებად ქალაქ ჯერაბლუსში აღმოჩნდა. "კომისიამ" მკითხა, - რატომ ჩამოხვედიო, - მხოლოდ არაბულად საუბრობდნენ. მათი ენა არ მესმოდა და ვიღაც რუსულენოვანმა გვითარგმნა. ავუხსენი... პასპორტი და მობილური ჩამომართვეს. მობილური დამიბრუნეს, პასპორტი - არა", - იხსენებს სალიხოვი.

დაღესტნელი ასევე ჰყვება, რომ იქ მთელი ევროპიდან იყვნენ ახალგაზრდები ჩასული. ომს არავის აძალებდნენ, მაგრამ თუ არ იბრძოდი, ფულიც არ გქონდა... სამუშაო ადგილობრივებსაც არ ჰქონდათ. ძირითადად, ვაჭრობით ირჩენდნენ თავს... ჯარისკაცებს თვეში 100 დოლარს უხდიდნენ, სახიფათო წერტილებში, კონკრეტულად, ერაყში წასულებს - 150-ს. მეომრების ცოლებს საცხოვრებელი უფასოდ ჰქონდათ და კომპენსაციის სახით, 50 დოლარს, ბაშვებს კი, - 35-ს უხდიდნენ... მეომრები რეალობას რომ ნახულობდნენ, სირიის უფრო მშვიდობიან ადგილებში, ან ლიბანში გარბოდნენ.

შეტაკებებში მეომრები ძალიან ხშირად იღუპებოდნენ, რის შემდეგაც, საცხოვრებელი ბინები სხვა მეომრების ცოლებისთვის თავისუფლდებოდა, მაგრამ მეომრების ქვრივებს იქ დარჩენის უფლება სამი თვის განმავლობაში ჰქონდათ, ახალი ქმარი რომ ეპოვნათ...

"მათ ძალით არ ათხოვებდნენ, მაგრამ შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ - ახალი პატრონი უნდა ეპოვნათ..." - იხსენებს სალიხოვი. შემდეგ დაღესტნელი ქალაქ ტაბკაში, ცოლ-შვილთან გაემგზავრა... ეს ქალაქი თურქეთის საზღვრიდან 50 კმ-ში მდებარეობს და სტრატეგიულ ადგილად ითვლებოდა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური სისხლისღმვრელი ბრძოლები გაიმართა...

"ჯერ ზაგიდატი ვნახე, შემდეგ კი ჩემი ცოლი და შვილები. ცოლს უკვე ახალი ქმარი ჰყავდა, მეომარი უზბეკი თუ ტაჯიკი... რაზიატს ვუთხარი, ბავშვები უნდა წავიყვანო-მეთქი. მოვიფიქრებო, - მითხრა... ცოლისდასთან ვერ დავრჩებოდი და იქვე მდებარე მეჩეთში დავრჩი... რადგან რაზიატი ბავშვების მოცემას არ ჩქარობდა, რაქაში, შარიათის სასამართლოს მივმართე, მათ ტაბკაში გადამამისამართეს... როდესაც სასამართლომ ბავშვები მე მომაკუთვნა, რაზიატი ატირდა, მანამდე უნდა გეტირა-მეთქი, ვუთხარი..." - წერს დაღესტნელი.

მისივე თქმით, წამოსვლას ჩქარობდა. ეშინოდა, შარი არ მოედოთ და არ დაესაჯათ. სასჯელი კი ყველაფრის გამო შეიძლებოდა მიეღო - თამბაქოს მოწევის, ალკოჰოლის მიღების, მიუღებელი ტანისამოსის ტარების ან ნამაზის მიმართ შეუფერებელი დამოკიდებულების გამო. ასეთ დანაშაულებზე, 30-40-ჯერ გაწკეპვლა იყო. მსუბუქი ქურდობისთვის ხელს ჭრიდნენ, უფრო მძიმე დანაშაულისთვის კი თავს. ან პირდაპირ ესროდნენ. თუმცა, "განაჩენის აღსრულებამდე", ქალაქის ცენტრში მდგარ გალიაში სვამდნენ... დასჯის პროცესს ხალხი უყურებდა...

"რამდენჯერმე შევესწარი ხელის მოჭრის, თავის მოკვეთისა და ორი მოჯაჰედის დახვრეტის ფაქტს... აღმოჩნდა, რომ რაზიატმაც დაარღვია შარიათის კანონი და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. თუმცა, მისი გადარჩენა არ მიცდია..."- იხსენებს ის.

დაღესტნელის თქმით, სკოლა არ არსებობდა. შვილებს მშობლები ასწავლიდნენ, ძირითადად, არაბულ ენას... 12 წლის ბიჭები უკვე იარაღით დადიოდნენ, "ჯიჰადის" ჯარისკაცობისთვის რომ მოემზადებინათ. გოგონები ძირითადად სახლის საქმეებს სწავლობდნენ, - გათხოვების მოლოდინში.

"იქ 5 თვეზე მეტხანს მომიწია დარჩენამ, შემდეგ კი გაქცევა გადავწყვიტე, რადგან შვილები ყოველდღე მეკითხებოდნენ, როდის დავბრუნდებოდით სახლში. ISIS-ის პატრული ყველაფერს მკაცრად აკონტროლებდა და რისკი დიდი იყო..." - იგონებს არტური. ის ახალი ქვისლის, იასინის დახმარებით, ჯელაბრუსში გადავიდა. თურქეთის საზღვრისკენ ხილის ბაღებით იარეს და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, დაღესტანში 16 სექტემბერს ჩააღწიეს. ამ დროს, ISIS-ს პოზიციები უკვე განწირული იყო, ისევე როგორც თავად მათი "სახელმწიფო სისტემა".

"ჩამოსვლისთანავე ФСБ-ში დამიბარეს... ამავდროულად, მუდმივად მემუქრებიან სირიიდან, რომ შარიათის კანონით დავისჯები... ქმრის დაღუპვის შემდეგ, დაღესტანში დაბრუნდა ჩემი ყოფილი ცოლის დაც და მაშინვე დააკავეს. მისი შვილები მე ვიშვილე. ცოლის ამბავი არც მიკითხავს. მთავარია, შვილები ჩემთან არიან...", - ჰყვება დაღესტნელი.

მოამზადა ლალი პაპასკირმა, AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე