სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კახა კალაძე ყვითელ "მარშრუტკებზე": "ზაფხულში რომ კონდიციონერს არ რთავდნენ და ხალხი იხრჩობოდა, ეს დასრულდება"
კახა კალაძე ყვითელ "მარშრუტკებზე": "ზაფხულში რომ კონდიციონერს არ რთავდნენ და ხალხი იხრჩობოდა, ეს დასრულდება"

"ყვი­თელ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს, თუმ­ცა მისი აღ­სრუ­ლე­ბა არ ხდე­ბა" - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის არ­ჩე­ულ­მა მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

კა­ლა­ძემ კომ­პა­ნია "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მო­უ­წო­და, ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლოს.

"ყვი­თელ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს, თუმ­ცა მისი აღ­სრუ­ლე­ბა არ ხდე­ბა. ეს ჩემ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, რად­გან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მგზავ­რობს ე.წ. ყვი­თე­ლი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით, მას ყვე­ლა­ზე მეტი მგზავ­რი გა­დაჰ­ყავს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მგზავ­რე­ბის­თვის კომ­ფორ­ტის შექ­მნა არის ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ის, რომ ზა­ფხულ­ში კონ­დი­ცი­ო­ნერს არ რთავ­დნენ და ხალ­ხი იხ­რჩო­ბო­და, ვე­ღარ იქ­ნე­ბა და აღარ იქ­ნე­ბა. ეს დას­რულ­დე­ბა.

კე­თი­ლი ინე­ბოს კომ­პა­ნი­ა­მაც და მის­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­მაც და ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რაც არის, აღას­რუ­ლოს. მე რა თქმა უნდა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მექ­ნე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი და კონ­კრე­ტულ ხედ­ვებს გა­ვაჟ­ღე­რებ", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კახა კალაძე ყვითელ "მარშრუტკებზე": "ზაფხულში რომ კონდიციონერს არ რთავდნენ და ხალხი იხრჩობოდა, ეს დასრულდება"

კახა კალაძე ყვითელ "მარშრუტკებზე": "ზაფხულში რომ კონდიციონერს არ რთავდნენ და ხალხი იხრჩობოდა, ეს დასრულდება"

"ყვითელ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით რეგულაციები არსებობს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება" - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

კალაძემ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელობას მოუწოდა, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

"ყვითელ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით რეგულაციები არსებობს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან უამრავი ადამიანი მგზავრობს ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსით, მას ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში. შესაბამისად, მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა არის ძალიან პრინციპული, ძალიან მნიშვნელოვანი და ის, რომ ზაფხულში კონდიციონერს არ რთავდნენ და ხალხი იხრჩობოდა, ვეღარ იქნება და აღარ იქნება. ეს დასრულდება.

კეთილი ინებოს კომპანიამაც და მისმა ხელმძღვანელობამაც და ის რეგულაციები, რაც არის, აღასრულოს. მე რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით მექნება შეხვედრები და კონკრეტულ ხედვებს გავაჟღერებ", - განაცხადა კალაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი