შსს-სთან გამართულ აქციაზე გიორგი გაბედავა დააკავეს

შსს-სთან გამართულ აქციაზე გიორგი გაბედავა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გამართულ აქციაზე ერთ-ერთი ორგანიზატორი, უფლებადამცველი გიორგი გაბედავა დააკავეს.

გიორგი გაბედავას ეკავა პლაკატი, რომელზეც მინისტრის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება ეწერა. სამართალდამცველებმა მას პლაკატის შენახვა მოსთხოვეს. გაბედავამ სამართალდამცავებს სთხოვა განმარტება, თუ რის საფუძველზე ითხოვდნენ მისგან პლაკატის შენახვას, რა დროსაც ის პოლიციელებმა დააკავეს.

თავდაპირველად გიორგი გაბედავას შს სამინისტროს შენობასთან მიტანილი ჰქონდა საბურავები, რომლის დაწვასაც აპირებდა, თუმცა, როგორც გაბედავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სამართალდამცავებმა მას საბურავები წაართვეს.

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ შსს-მ გაასაჯაროოს 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილ პაატა პავლიაშვილის დაკავების სრული ვიდეოჩანაწერი, რომელიც შს სამინისტროს არქივშია შენახული. ასევე, ითხოვდნენ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადადგომას.

იხილეთ ვიდეო: "მინისტრი რა სიტყვასაც ხმარობს, ის მიწერია" - რატომ დააკავეს გიორგი გაბედავა შსს-სთან აქციაზე?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ