სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჯანსუღ ჩარკვიანის ისტორიული სახლი და მისი საყვარელი ნივთები
ჯანსუღ ჩარკვიანის ისტორიული სახლი  და მისი საყვარელი ნივთები

ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. იგი ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო - ის ინ­სულ­ტით მო­ა­თავ­სეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და მას შემ­დეგ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ჩარ­კვი­ა­ნის ოჯახს ბო­ლომ­დე ჰქონ­და იმე­დი, რომ ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი დაბ­რუნ­დე­ბო­და სახ­ლში და კი­დევ ბევრ ლექსს აჩუ­ქებ­და თა­ვის მკი­თხველს...

რო­გორც ცნო­ბი­ლია ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი მე­უღ­ლეს­თან ირმა ჩხე­ი­ძეს­თან ერ­თად პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე, დიდი ის­ტო­რი­ის მა­ტა­რე­ბელ სახ­ლში ცხოვ­რობ­და. გთა­ვა­ზობთ ფო­ტო­მა­სა­ლას პო­ე­ტის სახ­ლი­დან, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩა­წე­რილ ინ­ტერ­ვი­უს ჩარ­კვი­ა­ნე­ბის ოჯახ­თან, რო­მელ­საც Shin.ge ავ­რცე­ლებს.

თაკო ჩარ­კვი­ა­ნი:

- აქ რა­საც ხე­დავთ, ყვე­ლა მა­მას მე­გობ­რე­ბის ნა­ჩუ­ქა­რია, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი სა­ავ­ტო­როა, ზოგი - სა­მახ­სოვ­რო. შეხ­ვდე­ბით დიდი ზურა ნი­ჟა­რა­ძის, ელი­ჩკა ახვლე­დი­ა­ნის, გიკა მირ­ზაშ­ვი­ლის, დიმა ერის­თა­ვის, ტიტე შე­ყი­ლა­ძის, ნო­დარ მა­ლა­ზო­ნი­ას, ოჩი­ა­უ­რის, გულ­და კა­ლა­ძის (ჩემი ნათ­ლი­ის) და სხვა გა­მო­ჩე­ნი­ლი, თუ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ნა­მუ­შევ­რებს... გულ­დას სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი "შე­მოდ­გო­მა" ჩვენ­თან ინა­ხე­ბა. დედა ამ­ბობს, მინ­და ავუს­რუ­ლო ის სურ­ვი­ლი, რაც სი­ცო­ცხლე­ში ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა - ძა­ლი­ან უნ­დო­და, რომ ეს ბრინ­ჯა­ო­ში ჩა­მო­ეს­ხა და იქ­ნებ ჩვენ მა­ინც მო­ვა­ხერ­ხო­თო... ეს გახ­ლავთ გულ­დას დე­დის, თა­მარ აბა­კე­ლი­ას უიშ­ვი­ა­თე­სი, მე­ლან­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კოს­ტი­უ­მი ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის­თვის. აქ­ვეა ლია სვა­ნი­ძის "ზამ­თა­რი". ლია ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი იყო, მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ცხოვ­რობ­და. ვიდ­რე ახალ-ახა­ლი შე­ნო­ბე­ბი წა­მო­ი­ჭი­მე­ბო­და, ჩვე­ნი სახ­ლის ფან­ჯრი­დან ზუს­ტად ასე­თი ხედი იშ­ლე­ბო­და, რო­გო­რიც ლიას ნა­ხატ­ზეა. ეს გახ­ლავთ ვახ­ტანგ ონი­ა­ნის "სვა­ნე­თი". პა­ტა­რა­ო­ბი­სას ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი ამ ნა­მუ­შე­ვარს, ცოტა მა­ში­ნებ­და კი­დეც. მერე კი მივ­ხვდი, სა­კა­ცობ­რიო სი­მარ­ტო­ვე მა­ში­ნებ­და... აქ­ვეა დიმა ერის­თა­ვის ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მელ­საც "გა­ზა­ფხუ­ლი" კი ჰქვია, მაგ­რამ მე ცოტა სხვა ასო­ცი­ა­ცი­ას აღ­მიძ­რავს, თით­ქოს რა­ღაც მი­დის, რა­ღაც მო­დის...

ერთი პე­რი­ო­დი სა­დღაც სა­ბურ­თა­ლო­ზე ჩუბ­ჩი­კას და დიმა ერის­თავს ერ­თად ჰქონ­დათ სა­ხე­ლოს­ნო, მა­მას მივ­ყავ­დი ხოლ­მე, დიმა ჩემს პორ­ტრეტს ხა­ტავ­და მე­ლან­ში და სა­ა­თო­ბით მი­წევ­და იქ ჯდო­მა, ესე­ნი კი კარგ დროს ატა­რებ­დნენ. დღეს ტკბი­ლად მა­გონ­დე­ბა, რომ მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, დიდი მხატ­ვრის, დიმა ერის­თა­ვის სა­ხე­ლოს­ნო­ში ში­ნა­უ­რულ გა­რე­მო­ში მე­თა­მა­შა... ეს ლია სვა­ნი­ძის მიერ შექ­მნი­ლი ჩემი პორ­ტრე­ტია. ამ კედ­ლებ­ზე ჩემს და ჯან­სუ­ღის პორ­ტრე­ტებს მრავ­ლად ნა­ხავთ... აი, ეს რეზო ადა­მი­ას ნა­მუ­შევ­რე­ბის კუ­თხეა, გვა­ჩუ­ქა და ად­გი­ლიც თა­ვად შე­ურ­ჩია. დე­დას ცოტა სხვა­ნა­ი­რად ჰქონ­და გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ ავ­ტო­რის სურ­ვი­ლი­თა და თხოვ­ნით გა­და­ა­ად­გი­ლა... სა­ინ­ტე­რე­სო გა­ლე­რეა აქვს ჯან­სუღს, ხში­რად გა­მოთ­ქვამ­დნენ სურ­ვილს, რომ გა­მო­ფე­ნა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ თავი ვერ მო­ე­ბა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა + იხი­ლეთ ფო­ტო­მა­სა­ლა პო­ე­ტის სახ­ლი­დან

წა­ი­კი­თხეთ: რას ყვე­ბო­და მა­მის სიკ­ვდი­ლამ­დე ცოტა ხნით ადრე თაკო ჩარ­კვი­ა­ნი: "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა რომ მო­ვი­და, მთე­ლი ქუჩა ჩვენ გვა­ცი­ლებ­და..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ჯანსუღ ჩარკვიანის ისტორიული სახლი და მისი საყვარელი ნივთები

ჯანსუღ ჩარკვიანის ისტორიული სახლი  და მისი საყვარელი ნივთები

ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო - ის ინსულტით მოათავსეს საავადმყოფოში და მას შემდეგ რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ჩარკვიანის ოჯახს ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ ცნობილი პოეტი მალე გამოჯანმრთელებული დაბრუნდებოდა სახლში და კიდევ ბევრ ლექსს აჩუქებდა თავის მკითხველს...

როგორც ცნობილია ჯანსუღ ჩარკვიანი მეუღლესთან ირმა ჩხეიძესთან ერთად პეკინის ქუჩაზე, დიდი ისტორიის მატარებელ სახლში ცხოვრობდა. გთავაზობთ ფოტომასალას პოეტის სახლიდან, ასევე რამდენიმე თვის წინ ჩაწერილ ინტერვიუს ჩარკვიანების ოჯახთან, რომელსაც Shin.ge ავრცელებს.

თაკო ჩარკვიანი:

- აქ რასაც ხედავთ, ყველა მამას მეგობრების ნაჩუქარია, ზოგიერთი მათგანი საავტოროა, ზოგი - სამახსოვრო. შეხვდებით დიდი ზურა ნიჟარაძის, ელიჩკა ახვლედიანის, გიკა მირზაშვილის, დიმა ერისთავის, ტიტე შეყილაძის, ნოდარ მალაზონიას, ოჩიაურის, გულდა კალაძის (ჩემი ნათლიის) და სხვა გამოჩენილი, თუ დამსახურებული ადამიანის ნამუშევრებს... გულდას სადიპლომო ნამუშევარი "შემოდგომა" ჩვენთან ინახება. დედა ამბობს, მინდა ავუსრულო ის სურვილი, რაც სიცოცხლეში ვერ განახორციელა - ძალიან უნდოდა, რომ ეს ბრინჯაოში ჩამოესხა და იქნებ ჩვენ მაინც მოვახერხოთო... ეს გახლავთ გულდას დედის, თამარ აბაკელიას უიშვიათესი, მელანში შესრულებული კოსტიუმი ქართული ცეკვისთვის. აქვეა ლია სვანიძის "ზამთარი". ლია ჩვენი მეზობელი იყო, მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა. ვიდრე ახალ-ახალი შენობები წამოიჭიმებოდა, ჩვენი სახლის ფანჯრიდან ზუსტად ასეთი ხედი იშლებოდა, როგორიც ლიას ნახატზეა. ეს გახლავთ ვახტანგ ონიანის "სვანეთი". პატარაობისას ვერ აღვიქვამდი ამ ნამუშევარს, ცოტა მაშინებდა კიდეც. მერე კი მივხვდი, საკაცობრიო სიმარტოვე მაშინებდა... აქვეა დიმა ერისთავის ნამუშევარი, რომელსაც "გაზაფხული" კი ჰქვია, მაგრამ მე ცოტა სხვა ასოციაციას აღმიძრავს, თითქოს რაღაც მიდის, რაღაც მოდის...

ერთი პერიოდი სადღაც საბურთალოზე ჩუბჩიკას და დიმა ერისთავს ერთად ჰქონდათ სახელოსნო, მამას მივყავდი ხოლმე, დიმა ჩემს პორტრეტს ხატავდა მელანში და საათობით მიწევდა იქ ჯდომა, ესენი კი კარგ დროს ატარებდნენ. დღეს ტკბილად მაგონდება, რომ მქონდა საშუალება, დიდი მხატვრის, დიმა ერისთავის სახელოსნოში შინაურულ გარემოში მეთამაშა... ეს ლია სვანიძის მიერ შექმნილი ჩემი პორტრეტია. ამ კედლებზე ჩემს და ჯანსუღის პორტრეტებს მრავლად ნახავთ... აი, ეს რეზო ადამიას ნამუშევრების კუთხეა, გვაჩუქა და ადგილიც თავად შეურჩია. დედას ცოტა სხვანაირად ჰქონდა განაწილებული, მაგრამ ავტორის სურვილითა და თხოვნით გადააადგილა... საინტერესო გალერეა აქვს ჯანსუღს, ხშირად გამოთქვამდნენ სურვილს, რომ გამოფენა გაგვეკეთებინა, მაგრამ თავი ვერ მოება...განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტომასალა პოეტის სახლიდან

წაიკითხეთ: რას ყვებოდა მამის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თაკო ჩარკვიანი: "სასწრაფო დახმარება რომ მოვიდა, მთელი ქუჩა ჩვენ გვაცილებდა..."

თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ

"საქართველოს მოქალქეებს აღარ დასჭირდებათ არალეგალური გზების ძიება ისრაელში სამუშაოდ ჩამოსასვლელად" - რა სიახლეზე წერს ელჩი ლაშა ჟვანია

ვინ იყვნენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიაში იმ დროს, რა პერიოდითაც პროკურატურა დაინტერესდა?