სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ტრამპისა და პუტინის "სამოთხის ქაღალდები"
ტრამპისა და პუტინის "სამოთხის ქაღალდები"

და­სავ­ლუ­რი მე­დია დო­ნალდ ტრამ­პი­სა და ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის სა­ი­დუმ­ლო ბიზ­ნე­სურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე მსჯე­ლო­ბას არ წყვეტს... რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, პუ­ტინ­თან "და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი კვან­ძი" იპოვ­ნეს, - ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც ამე­რი­კის სან­ქცია ვრცელ­დე­ბა. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის დას­ტუ­რია ოფ­შო­რუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ახა­ლი, გლო­ბა­ლუ­რი გა­დი­ნე­ბა, რო­მელ­საც უკვე უწო­დეს "სა­მო­თხის ქა­ღალ­დე­ბი" (Paradise Papers).

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო მი­ნის­ტრის, უილ­ბერ რო­სის მფლო­ბე­ლო­ბა­შია კომ­პა­ნია Navigator Holdings-ი, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ფირ­მა Сибур -ის ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყო­ველ­წლი­უ­რად, რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ დო­ლარს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს.

საქ­მე ის არის, რომ Сибур-ის ორ მსხვილ აქ­ცი­ო­ნერს ამე­რი­კის სან­ქცი­ე­ბი შე­ე­ხო. მი­ნის­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­დი­ნე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, აცხა­დებს, რომ აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს...

აქ­ცი­ო­ნე­რებს შო­რის, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის სიძე, მისი ქა­ლიშ­ვი­ლის, ეკა­ტე­რი­ნას ქმა­რი, კი­რილ შა­მა­ლო­ვია, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ის 3,9 მფლო­ბე­ლია... პუ­ტი­ნის ახლო წრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, გე­ნა­დი ტიმ­ჩენ­კო, რო­მელ­საც ამე­რი­კის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი, პერ­სო­ნა­ლუ­რად შე­ე­ხო, ასე­ვე, - ლე­ო­ნიდ მი­ხელ­სონ, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია Новатэк -ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, ასე­ვე Сибур -ს მსხვი­ლი აქ­ცი­ო­ნე­რია.

გა­ურ­კვევ­ლო­ბას იწ­ვევს ის, რომ თა­ვად Сибур-სა და კი­რილ შა­მა­ლოვს ამე­რი­კის სან­ქცი­ე­ბი არ შე­ხე­ბი­ათ, შა­მა­ლო­ვის მა­მის წი­ნა­აღ­მდეგ კი სან­ქცი­ე­ბი მოქ­მე­დებს... სან­ქცი­ე­ბის შერ­ჩე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პებ­ზე კარ­გა ხა­ნია სა­უბ­რობს და­სავ­ლუ­რი მე­დია და უილ­ბურ როსს კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში ატა­რებს. მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კი და­ჟი­ნე­ბით ამ­ტკი­ცებს, რომ თა­ვად მი­ნის­ტრი Сибур -ის რუს აქ­ცი­ო­ნე­რებს არას­დროს შეხ­ვედ­რია.

უილ­ბურ როსი და დო­ნალდ ტრამ­პი ერ­თმა­ნეთს 20-წელ­ზე მე­ტია იც­ნო­ბენ. როს­მა, 90-იან წლებ­ში, გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა, ტრამ­პის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი, ატ­ლან­ტიკ სი­თი­ში მდე­ბა­რე, კა­ზი­ნო "ტაჯ-მა­ჰა­ლის" საქ­მე­ში, რო­მე­ლიც გა­კოტ­რე­ბის პი­რას იყო...

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრამ­პის ბი­ოგ­რა­ფი, დე­ვიდ კეის თქმით, რომ არა უილ­ბურ როსი, დო­ნალდ ტრამ­პი ახლა "თეთრ სახ­ლში" ვერ მოხ­ვდე­ბო­და...

აშშ-მა რუ­სეთს სან­ქცი­ე­ბი მას შემ­დეგ და­უ­წე­სა, რაც ამ უკა­ნას­კნელ­მა ყი­რი­მის ანექ­სია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 2014 წელს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას 2016 წლის აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში რუ­სე­თის სა­ვა­რა­უ­დო მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო, ახა­ლი სან­ქცი­ე­ბი და­ე­მა­ტა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ტრამპისა და პუტინის "სამოთხის ქაღალდები"

ტრამპისა და პუტინის "სამოთხის ქაღალდები"

დასავლური მედია დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის საიდუმლო ბიზნესურთიერთობებზე მსჯელობას არ წყვეტს... რამდენიმე ხნის წინ, პუტინთან "დამაკავშირებელი კვანძი" იპოვნეს, - ამერიკის ადმინისტრაციის წევრები, რომლებზეც ამერიკის სანქცია ვრცელდება. BBC-ის ინფორმაციით, ამის დასტურია ოფშორული დოკუმენტების ახალი, გლობალური გადინება, რომელსაც უკვე უწოდეს "სამოთხის ქაღალდები" (Paradise Papers).

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკის სავაჭრო მინისტრის, უილბერ როსის მფლობელობაშია კომპანია Navigator Holdings-ი, რომელიც რუსული ენერგეტიკული ფირმა Сибур -ის ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს, სავარაუდოდ, ყოველწლიურად, რამდენიმე მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

საქმე ის არის, რომ Сибур-ის ორ მსხვილ აქციონერს ამერიკის სანქციები შეეხო. მინისტრის წარმომადგენელი არ უარყოფს ინფორმაციას დოკუმენტების გადინების შესახებ, თუმცა, აცხადებს, რომ აქციების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს...

აქციონერებს შორის, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის სიძე, მისი ქალიშვილის, ეკატერინას ქმარი, კირილ შამალოვია, რომელიც კომპანიის აქციის 3,9 მფლობელია... პუტინის ახლო წრის წარმომადგენელი, გენადი ტიმჩენკო, რომელსაც ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები, პერსონალურად შეეხო, ასევე, - ლეონიდ მიხელსონ, რომელიც კომპანია Новатэк -ის დამფუძნებელია, ასევე Сибур -ს მსხვილი აქციონერია.

გაურკვევლობას იწვევს ის, რომ თავად Сибур-სა და კირილ შამალოვს ამერიკის სანქციები არ შეხებიათ, შამალოვის მამის წინააღმდეგ კი სანქციები მოქმედებს... სანქციების შერჩევითობის პრინციპებზე კარგა ხანია საუბრობს დასავლური მედია და უილბურ როსს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს. მისი წარმომადგენელი კი დაჟინებით ამტკიცებს, რომ თავად მინისტრი Сибур -ის რუს აქციონერებს არასდროს შეხვედრია.

უილბურ როსი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს 20-წელზე მეტია იცნობენ. როსმა, 90-იან წლებში, გადამწყვეტი როლი ითამაშა, ტრამპის მფლობელობაში არსებული, ატლანტიკ სითიში მდებარე, კაზინო "ტაჯ-მაჰალის" საქმეში, რომელიც გაკოტრების პირას იყო...

BBC-ის ინფორმაციით, ტრამპის ბიოგრაფი, დევიდ კეის თქმით, რომ არა უილბურ როსი, დონალდ ტრამპი ახლა "თეთრ სახლში" ვერ მოხვდებოდა...

აშშ-მა რუსეთს სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც ამ უკანასკნელმა ყირიმის ანექსია განახორციელა 2014 წელს. მოგვიანებით, მას 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო მონაწილეობის გამო, ახალი სანქციები დაემატა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე