ეპარქიები, სადაც მორწმუნეებს შემდეგ თვეებში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მოლოცვა შეეძლებათ

ეპარქიები, სადაც მორწმუნეებს შემდეგ თვეებში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მოლოცვა შეეძლებათ

საქართველოს საპატრიარქო იმ ეპარქიების სიას აქვეყნებს, სადაც მორწმუნეებს შემდეგ თვეებში წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მოლოცვა შეეძლებათ.

როგორც საპატრიარქოს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მთელს საქართველოში მოგზაურობს.

სიწმინდე შემდეგ ეპარქიებში იმოგზაურებს: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია 4-8 ნოემბერი; ფოთისა და ხობის ეპარქია 8-12 ნომბერი; მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია 16-20 ნოემბერი; ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია 12-16 ნოემბერი; სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია 20-24 ნოემბერი; ჭყონდიდის ეპარქია 24-28 ნოემბერი; შემოქმედის ეპარქია 28 ნოემბერი - 2 დეკემბერი; ხონისა და სამტრედიის ეპარქია 2-5 დეკემბერი; ვანისა და ბაღდათის ეპარქია 5-7 დეკემბერი; ქუთაისისა და გაენათის ეპარქია 7-11 დეკემბერი; ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია 11-13 დეკემბერი; ნიკორწმინდის ეპარქია 13-15 დეკემბერი; ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია 15-17 დეკემბერი; ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია 17-19 დეკემბერი; მარგვეთისა და უბისის ეპარქია 19-22 დეკემბერი; ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია 22-25 დეკემბერი; სურამისა და ხაშურის ეპარქია 25-28 დეკემბერი; მროვისა და ურბნისის ეპარქია 28-30 დეკემბერი; გორისა და ატენის ეპარქია 30 დეკემბერი - 1 იანვარი 2018 წელი; ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია 1-5 იანვარი 2018 წელი; სამთავისისა და კასპის ეპარქია 5-7 იანვარი; მუხრანი 7-8 იანვარი; წილკნისა და დუშეთის ეპარქია 8-10 იანვარი; თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია 10-12 იანვარი; სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია 12-14 იანვარი; მცხეთა - სვეტიცხოველი 14-15 იანვარი; მცხეთა - სამთავრო 15-16 იანვარი.

წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ინდოეთიდან 23 სექტემბერს 6 თვით ჩამოაბრძანეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი