"ევას სამი ქალიშვილი"- ქართულ ენაზე ელიფ შაფაქის კიდევ ერთი წიგნი გამოიცა

"ევას სამი ქალიშვილი"- ქართულ ენაზე ელიფ შაფაქის კიდევ ერთი წიგნი გამოიცა

"ბიბლუსი გალერეაში" ელიფ შაფაქის წიგნის "ევას სამი ქალიშვილი" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის წარდგენას ბევრი ადამიანი დაესწრო. სასიამოვნო საღამო თითქმის საათნახევარი გაგრძელდა. საღამო თურქეთის თემას მიეძღვნა, შესაბამისად ადგილზე მისულ სტუმრებს თურქული ყავითა და ნაციონალური ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

წიგნის წარდგენას სტუმრებთან ერთად მთარგმნელი გვანცა გარმელია, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და მწერალი დათო ტურაშვილი ესწრებოდნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დათო ტურაშვილმა სტუმრებს ავტოგრაფები დაურიგა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

"ევას სამი ქალიშვილი" ავტორის მეხუთე რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა. ქართველი მკითხველი შაფაქის შემდეგ ნაწარმოებებს - "სიყვარულის 40 წესი", "ღირსება", "რწყილების სასახლე" და "სტამბოლელი ნაბიჭვარი" უკვე იცნობს.

რით იქნება გამორჩეული და საინტერესო ელიფ შაფაქის "ევას სამი ქალიშვილი" ქართველი მკითველისთვის და რატომ უნდა შევაჩეროთ მასზე არჩევანი, ამის შესახებ მწერალი დატო ტურაშვილი და თავად რომანის მთარგმნელი გვანცა გარმელია გვესაუბრებიან.

დათო ტურაშვილი: "შაფაქი ნამდვილად გამორჩეული ნიჭის მწერალია და არ არის შემთხვევითი, რომ მთელს მსოფლიოში ამდენი მკითხველი ჰყავს და მათ შორის არის საქართველოშიც. ეს წიგნი მისი სხვა წიგნებისგან განსხვავდება თითქოს, თუმცა მასში არის უამრავი დეტალი, რაც მიგანიშნებს, რომ ეს ის ავტორია, რომელიც უკვე შეგიყვარდა და ყოველთვის მოუთმენლად ელი მის ახალ წიგნს. ამიტომ მგონია, რომ "ევას სამ ქალიშვილს" ბევრი მკითხველი ეყოლება საქართველოში".

გვანცა გარმელია: "ყოველთვის სასიამოვნოა ჩემთვის ელიფ შაფაქის თარგმნა, რადგან იგი ჩემი საყვარელი მწერალი. თარგმნისას გარკვეული სირთულეები შემექმნა, დამჭირდა გავრკვეულიყავი თურქულ კულტურაში. თურქული სამზარეულოსთვის დამახასიათებელ ტერმინებში. ამ ყველაფერმა კიდევ უფრო საინტერესო გახადა თარგმნის პროცესი".

ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 5 პაციენტი შეიყვანეს

"ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფულია, ვეცადოთ, ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული" - ამირან გამყრელიძე

"ჭაჭა დასალევად არ შველის, მას ანტისეპტიკური თვისებები აქვს, გააზავეთ წყალში და გამოიყენეთ" - ამირან გამყრელიძე