სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბათუმის პორტში ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ
ბათუმის პორტში ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში, სა­პორ­ტო ვი­ზი­ტით, ნატო-ს მუდ­მივ­მოქ­მე­დი მე­ო­რე ნაღმსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნა­ერ­თის საფ­ლაგ­მა­ნო ხო­მალ­დი REGELE FERDINAND და ნატო-ს სა­ზღვაო შე­ნა­ერ­თის თურ­ქე­თის დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი ხო­მალ­დი შე­მო­ვი­და. დღეს­ვე, ბა­თუ­მის პორ­ტს ალი­ან­სის სხვა­დას­ხვა წევ­რი ქვეყ­ნის დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი კი­დევ 2 ხო­მალ­დი ეწ­ვე­ვა.

ვი­ზიტს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და სა­ქარ­თვე­ლო­ში ბულ­გა­რე­თის სა­ელ­ჩო მას­პინ­ძლობს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, დე­ლე­გა­ცი­ას ნატო-ს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ზღვაო ძა­ლე­ბის (MARCOM) სარ­დლის მო­ად­გი­ლე, ვიცე-ად­მი­რა­ლი ერვი ბლე­ჟო­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მელ­საც შს მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი შეხ­ვდე­ბა.

დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი სა­ზღვაო ოპე­რა­ცი­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მარ­თვის ცენ­ტრსაც ეწ­ვე­ვი­ან.

გა­ი­მარ­თე­ბა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ: სა­ქარ­თვე­ლოს შს მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი; ნატო-ს სა­ზღვაო ძა­ლე­ბის სარ­დლის მო­ად­გი­ლე, ვიცე-ად­მი­რა­ლი ერვი ბლე­ჟო­ნი; სა­ქარ­თვე­ლო­ში ნატო-ს სა­მე­კავ­ში­რეო ოფი­სის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე რო­სა­რია პუ­გლი­სი და ნატო-ს ნაღმსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ხო­მალ­დე­ბის შე­ნა­ერ­თის მე­თა­უ­რი ჯას­თინ ჰე­ი­ნი­სი.

უწყე­ბის ცნო­ბით, ნატო-ს მუდ­მივ­მოქ­მე­დი მე­ო­რე ნაღმსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნა­ერ­თის (SNMCMG2) ხო­მალ­დე­ბი ბა­თუ­მის ნავ­სად­გურ­ში 6 ნო­ემ­ბრამ­დე დარ­ჩე­ბი­ან და ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ, სხვა­დას­ხვა ერ­თობ­ლივ სწავ­ლე­ბა­სა და საჩ­ვე­ნე­ბელ წვრთნებ­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს, ალი­ან­სის და პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ურ­თი­ერ­თმოქ­მე­დე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თთავ­სე­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას.

ნატო-ს მუდ­მივ­მოქ­მე­დი მე­ო­რე ნაღმსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნა­ერ­თი (SNMCMG2) სა­ქარ­თვე­ლოს უკვე მე­სა­მედ სტუმ­რობს. შე­ნა­ერ­თის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ალი­ან­სის მხარ­და­ჭე­რის მკა­ფიო გზავ­ნი­ლია. სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერ­თია იმ 5 ქვე­ყა­ნას შო­რის, რო­მელ­საც ნატო, პარტნი­ო­რო­ბის ურ­თი­ერ­თთავ­სო­ბა­დო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს.

SNMCMG2 ხმელ­თა­შუა ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში ოპე­რა­ცია "ზღვის მცვე­ლის" მხარ­და­ჭე­რას ახორ­ცი­ე­ლებს და ხელს უწყობს ზღვა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მოს­ვლის უსაფრ­თხო­ე­ბას.

ის, ასე­ვე, წარ­მო­ად­გენს ნატო-ს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის (NRF) სა­ზღვაო კომ­პო­ნენტს. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ოპე­რა­ცი­ა­ში "ზღვის მცვე­ლი" ტაქ­ტი­კუ­რი მე­მო­რან­დუ­მის სა­ფუძ­ველ­ზე მო­ნა­წი­ლე­ობს. 2014 წლი­დან ნატო-ს სა­ზღვაო ძა­ლე­ბის სარ­დლო­ბა­ში, მე­კავ­ში­რე ოფიც­რის სა­ხით, მივ­ლე­ნი­ლია შსს-ს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ოპე­რა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას უწყობს ხელს", - გან­მარ­ტა­ვენ შს სა­მი­ნის­ტრო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბათუმის პორტში ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ

ბათუმის პორტში ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვიზიტით, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი REGELE FERDINAND და ნატო-ს საზღვაო შენაერთის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი შემოვიდა. დღესვე, ბათუმის პორტს ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ 2 ხომალდი ეწვევა.

ვიზიტს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოში ბულგარეთის საელჩო მასპინძლობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, დელეგაციას ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი ხელმძღვანელობს, რომელსაც შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდება.

დელეგაციის წევრები საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსაც ეწვევიან.

გაიმართება პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი; ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი; საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოადგილე როსარია პუგლისი და ნატო-ს ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების შენაერთის მეთაური ჯასთინ ჰეინისი.

უწყების ცნობით, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ, სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს. შენაერთის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. საქართველო ერთ-ერთია იმ 5 ქვეყანას შორის, რომელსაც ნატო, პარტნიორობის ურთიერთთავსობადობის ინიციატივის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების გაძლიერებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.

SNMCMG2 ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ოპერაცია "ზღვის მცველის" მხარდაჭერას ახორციელებს და ხელს უწყობს ზღვაზე საერთაშორისო მიმოსვლის უსაფრთხოებას.

ის, ასევე, წარმოადგენს ნატო-ს სწრაფი რეაგირების (NRF) საზღვაო კომპონენტს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერაციაში "ზღვის მცველი" ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე მონაწილეობს. 2014 წლიდან ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში, მეკავშირე ოფიცრის სახით, მივლენილია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნული ოპერაციის წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს", - განმარტავენ შს სამინისტროში.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე