სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თამაზ მეჭიაური - კომაროვი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ლელა ქიტესაშვილის არითმეტიკას ვერაფერი გავუგე
თამაზ მეჭიაური - კომაროვი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ლელა ქიტესაშვილის არითმეტიკას ვერაფერი გავუგე

ცეს­კო-ს თი­ა­ნეთ­ში არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­უქ­მე­ბის არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვს, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბი გან­მე­ო­რე­ბით თუ და­ი­ნიშ­ნე­ბა, მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ჩემი შე­დე­გი მათ­თვის გა­ცი­ლე­ბით უფრო კა­ტას­ტრო­ფუ­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ახლა არის, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თი­ა­ნე­თის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტის, ლელა ქი­ტე­საშ­ვი­ლის მო­თხოვ­ნას თი­ა­ნეთ­ში არ­ჩევ­ნე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე.

თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ცეს­კო გა­ა­უქ­მებს თი­ა­ნე­თის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს, ასე­ვე უნდა აღი­ა­როს, რომ არას­წო­რად შე­ა­ჯა­მა.

"ნე­ბის­მი­ერ ავან­ტი­უ­რისტს, რო­მე­ლიც თა­ვად აყალ­ბებ­და არ­ჩევ­ნებს, იყე­ნებ­და ყვე­ლა­ნა­ირ რე­სურსს, ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ უნდა ეყოს უტიფ­რო­ბა, რომ მე­ო­რე მხა­რეს უჩივ­ლოს, უჩივ­ლოს სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ას, სა­უბ­ნო კო­მი­სი­ებს, რომ­ლე­ბიც მას გა­ყალ­ბე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ის გა­ყალ­ბე­ბას მე­და­ვე­ბა მე, რო­მელ­საც კო­მი­სი­ის ერთი წევ­რიც არ მყო­ლია არც ერთ უბან­ზე და რო­გორ უნდა გა­მე­ყალ­ბე­ბი­ნა არ­ჩევ­ნე­ბი? ეს ხომ აბ­სურ­დი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ თუ ეს აბ­სურ­დი კა­ნონ­მდებ­ლე­ბის, ცეს­კოს ან სა­სა­მარ­თლოს მიერ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მე შე­ვას­რუ­ლებ", - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა.

ამას­თან, მე­ჭი­ა­უ­რი ლელა ქი­ტე­საშ­ვი­ლის არ­გუ­მენ­ტა­ცი­ას "გა­უ­გე­ბარს" უწო­დებს.

"მე კო­მა­რო­ვი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მის არით­მე­ტი­კას მა­ინც ვე­რა­ფე­რი გა­ვუ­გე. ეტყო­ბა სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­შია, რას ითხოვს, არ ვიცი", - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა.

თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი თი­ა­ნე­თის საკ­რე­ბუ­ლოს­თან მის სა­მო­მავ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას "რთულს, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოს" უწო­დებს და აცხა­დებს, რომ "დე­პუ­ტატ ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლის მიერ მარ­თულ საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას კა­ნო­ნის მეშ­ვე­ო­ბით" აპი­რებს.

"საკ­რე­ბუ­ლოს­თან მუ­შა­ო­ბა წარ­მო­მიდ­გე­ნია რთუ­ლად, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოდ. არ მგო­ნია, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რეს­ში იყოს ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა ამას ვერ ვი­ტყვი ად­გილ­ზე, საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე, რომ­ლებ­საც მეტ-ნაკ­ლე­ბად ქუც­ნაშ­ვი­ლი აკონ­ტრო­ლებს. ერ­თა­დერ­თი კა­ნო­ნი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა, უნდა ვი­მოქ­მე­დოთ მხო­ლოდ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად და იმ ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვინც მე ამირ­ჩია", - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა.

თი­ა­ნეთ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მე­რო­ბის კან­დი­და­ტის ლელა ქი­ტე­საშ­ვი­ლის სა­ჩი­ვარს თი­ა­ნეთ­ში თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­უქ­მე­ბი­სა და მის ხელ­მე­ო­რედ ჩა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია დღეს გა­ნი­ხი­ლავს.

ქი­ტე­საშ­ვი­ლის თქმით, არ­ჩევ­ნებ­ში მან 3076 ხმა მი­ი­ღო, ხოლო მის­მა კონ­კუ­რენ­ტმა თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა - 3077. ქი­ტე­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კან­დი­და­ტი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ 50%-იან ბა­რი­ერს გა­და­ლა­ხავ­და ანუ მი­ნი­მუმ, 3080 ხმას მი­ი­ღებ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თამაზ მეჭიაური - კომაროვი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ლელა ქიტესაშვილის არითმეტიკას ვერაფერი გავუგე

თამაზ მეჭიაური - კომაროვი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ლელა ქიტესაშვილის არითმეტიკას ვერაფერი გავუგე

ცესკო-ს თიანეთში არჩევნების შედეგების გაუქმების არანაირი საფუძველი არ აქვს, მაგრამ არჩევნები განმეორებით თუ დაინიშნება, მივიღებ მონაწილეობას და ჩემი შედეგი მათთვის გაცილებით უფრო კატასტროფული იქნება, ვიდრე ახლა არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა, "ქართული ოცნების" კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის მოთხოვნას თიანეთში არჩევნების განმეორებით ჩატარების თაობაზე.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ცესკო გააუქმებს თიანეთის არჩევნების შედეგებს, ასევე უნდა აღიაროს, რომ არასწორად შეაჯამა.

"ნებისმიერ ავანტიურისტს, რომელიც თავად აყალბებდა არჩევნებს, იყენებდა ყველანაირ რესურსს, ყოველივე ამის შემდეგ უნდა ეყოს უტიფრობა, რომ მეორე მხარეს უჩივლოს, უჩივლოს საოლქო კომისიას, საუბნო კომისიებს, რომლებიც მას გაყალბებაში ეხმარებოდნენ. ის გაყალბებას მედავება მე, რომელსაც კომისიის ერთი წევრიც არ მყოლია არც ერთ უბანზე და როგორ უნდა გამეყალბებინა არჩევნები? ეს ხომ აბსურდი იქნება, მაგრამ თუ ეს აბსურდი კანონმდებლების, ცესკოს ან სასამართლოს მიერ იქნება მიღებული, მე შევასრულებ", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ამასთან, მეჭიაური ლელა ქიტესაშვილის არგუმენტაციას "გაუგებარს" უწოდებს.

"მე კომაროვი მაქვს დამთავრებული, მაგრამ მის არითმეტიკას მაინც ვერაფერი გავუგე. ეტყობა სხვა განზომილებაშია, რას ითხოვს, არ ვიცი", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

თამაზ მეჭიაური თიანეთის საკრებულოსთან მის სამომავლო ურთიერთობას "რთულს, მაგრამ საინტერესოს" უწოდებს და აცხადებს, რომ "დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მართულ საკრებულოს უმრავლესობასთან კომუნიკაციას კანონის მეშვეობით" აპირებს.

"საკრებულოსთან მუშაობა წარმომიდგენია რთულად, მაგრამ საინტერესოდ. არ მგონია, რომ ცენტრალური ხელისუფლების ინტერესში იყოს ჩემს წინააღმდეგ მუშაობა, თუმცა ამას ვერ ვიტყვი ადგილზე, საკრებულოს უმრავლესობაზე, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ქუცნაშვილი აკონტროლებს. ერთადერთი კანონი იქნება ჩვენი კომუნიკაციის საშუალება, უნდა ვიმოქმედოთ მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად და იმ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ვინც მე ამირჩია", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

თიანეთში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის საჩივარს თიანეთში თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმებისა და მის ხელმეორედ ჩატარების თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს განიხილავს.

ქიტესაშვილის თქმით, არჩევნებში მან 3076 ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა თამაზ მეჭიაურმა - 3077. ქიტესაშვილის განცხადებით, კანდიდატი გამარჯვებულად ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაში, თუ 50%-იან ბარიერს გადალახავდა ანუ მინიმუმ, 3080 ხმას მიიღებდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."