სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ შეიცვალა ზაქარია ქუცნაშვილის ქონება 2012-2017 წლებში
როგორ შეიცვალა ზაქარია ქუცნაშვილის ქონება 2012-2017 წლებში

2017 წლის ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში თი­ა­ნე­თის მერი თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი გახ­და. თუმ­ცა, მე­რის არ­ჩევ­ნე­ბი თი­ა­ნეთ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფილ და მოქ­მედ წევ­რებს თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­სა და ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის და ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

მე­ჭი­ა­უ­რი არ­ჩევ­ნე­ბე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მცდე­ლო­ბა­სა და ამა­ში ქუც­ნაშ­ვი­ლის ბრა­ლე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და. ამას­თან, ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დე­ლის გარ­კვე­ულ ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სებ­სა და "და­ტა­ცე­ბულ მი­წის ნაკ­ვე­თებ­ზე" სა­უბ­რობ­და. თა­ვის მხრივ ქუც­ნაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნულ ბრალ­დე­ბებ­ზე სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფოს­გან თი­ა­ნე­თის რა­ი­ონ­ში მხო­ლოდ 136 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი აქვს ნა­ყი­დი.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ შე­იც­ვა­ლა ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა

2012 წლი­დან დღემ­დე.

2017 წლის 30 იან­ვარს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ქუც­ნაშ­ვი­ლი ფლობს 59,90 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბი­ნას თბი­ლის­ში; 89 კვ. მეტ­რის არა­სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს; სი­ონ­ში მდე­ბა­რე 941 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თის 33%-ს; ხევ­სურთსო­ფელ­ში მდე­ბა­რე 602 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვე­თის 70%-ს; იმა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე 345,92 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის 70%-ს; ზა­რი­ძე­ებ­ში მდე­ბა­რე 136 კვ. მეტ­რი მი­წის ნაკ­ვეთ­სა და 36,70 კვ. მეტ­რის არა­სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს. მას­ვე ეკუთ­ვნის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი Toyota Land Cruzer Prado.

ამას­თან, მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­სულ წელს ანა­ზღა­უ­რე­ბამ 55 485 ლარი შე­ად­გი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­პუ­ტა­ტის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილს "თი-ბი-სი ბან­კის" სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 3 000 ლარი; "ლი­ბერ­თი ბან­კის" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე - 450 ლარი; "თი-ბი-სი ბან­კის" დე­პო­ზიტ­ზე 59 000 დო­ლა­რი; ხოლო ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ხით - 500 ლარი ჰქონ­და.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ შეიცვალა ზაქარია ქუცნაშვილის ქონება 2012-2017 წლებში

როგორ შეიცვალა ზაქარია ქუცნაშვილის ქონება 2012-2017 წლებში

2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური გახდა. თუმცა, მერის არჩევნები თიანეთში "ქართული ოცნების" ყოფილ და მოქმედ წევრებს თამაზ მეჭიაურსა და ზაქარია ქუცნაშვილს შორის დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.

მეჭიაური არჩევნებების გაყალბების მცდელობასა და ამაში ქუცნაშვილის ბრალელობაზე საუბრობდა. ამასთან, ყოფილ თანაგუნდელის გარკვეულ ბიზნესინტერესებსა და "დატაცებულ მიწის ნაკვეთებზე" საუბრობდა. თავის მხრივ ქუცნაშვილმა აღნიშნულ ბრალდებებზე საპასუხოდ განაცხადა, რომ 5 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან თიანეთის რაიონში მხოლოდ 136 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი აქვს ნაყიდი.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, როგორ შეიცვალა ზაქარია ქუცნაშვილის ქონებრივი მდგომარეობა

2012 წლიდან დღემდე.

2017 წლის 30 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ქუცნაშვილი ფლობს 59,90 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; 89 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ სახლს; სიონში მდებარე 941 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 33%-ს; ხევსურთსოფელში მდებარე 602 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთის 70%-ს; იმავე მისამართზე მდებარე 345,92 კვადრატული მეტრის არასაცხოვრებელი ფართის 70%-ს; ზარიძეებში მდებარე 136 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთსა და 36,70 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ სახლს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Toyota Land Cruzer Prado.

ამასთან, მისმა შემოსავალმა პარლამენტის წევრის თანამდებობაზე გასულ წელს ანაზღაურებამ 55 485 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ზაქარია ქუცნაშვილს "თი-ბი-სი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 3 000 ლარი; "ლიბერთი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე - 450 ლარი; "თი-ბი-სი ბანკის" დეპოზიტზე 59 000 დოლარი; ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით - 500 ლარი ჰქონდა.

განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები