მოსამართლემ კატალონიის მთავრობის ყოფილ მეთაურსა და წევრებზე პატიმრობის ორდერი გასცა

მოსამართლემ კატალონიის მთავრობის ყოფილ მეთაურსა და წევრებზე პატიმრობის ორდერი გასცა

ესპანეთის ეროვნული სასამართლო პალატის მოსამართლემ, ბელგიაში მყოფი კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურის, კარლეს პუჩდემონისა და მისი ყოფილი მრჩევლების დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ „La Vanguardia“ იუწყება.

მანამდე კი მოსამართლემ გამოსცა განკარგულება, კატალონიის მთავრობის ყოფილი რვა წევრის დაპატიმრების შესახებ, მათ შორის მთავრობის მეთაურის მოადგილის, ორიოლა ჟუნკერასის დაპატიმრებაზე.

მთავრობის მხოლოდ ერთი მრჩეველი სამეწარმეო საკითხებში სანტი ვილა დარჩება თავისუფლებაში, რომელიც კატალონიის მთავრობის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე თანამდებობიდან გადადგა. მან 50 ათასი ევროს ოდენობის გირაო გადაიხადა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"