ნავთლუღის სპეცოპერაციისას მოკლული მურად გორგაძის მეუღლე - "ახალაიასა და ქარდავას მილიონობით დანაშაული აქვთ ჩადენილი"

ნავთლუღის სპეცოპერაციისას მოკლული მურად გორგაძის მეუღლე - "ახალაიასა და ქარდავას მილიონობით დანაშაული აქვთ ჩადენილი"

ახალაიასა და ქარდავას მილიონობით დანაშაული აქვთ ჩადენილი,- ამის შესახებ ე.წ "ნავთლუღის" სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი მურად გორგაძის მეუღლე მადონა მურმანიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მეგის ქარდავას დაკავება გაჭიანურდა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებშიც კი სამართლიანობა ვერ აღდგა. მადონა მურვანიძე ხელისუფლებას საქმის ეფექტურ შესწავლას, ასევე მცირეწლოვანი შვილისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფას სთხოვს.

"ტყუილად ჩაცხრილეს. ექვსი თვის ბავშვი კი ღია ცის ქვეშ დამრჩა. სახლი არ მაქვს. ბავშვი უკვე მეშვიდე კლასშია, მაგრამ სად არის სამართალი, რათა საქმის გამოძიება მოხდეს. საშუალება არ მქონდა, რომ შესაბამისი ზომებისთვის მიმემართა. სადაც მივედი, ყველგან ახალაიები და ქარდავები არიან, მე უბრალო ადამიანმა ვერაფერი შევძელი. მკვდარი არასდროს გაცოცხლდება და ქარდავას და ახალაიას ღმერთმა აგებინოს პასუხი. 17 წლის ბავშვი მოკლეს - სპეცოპერაციის დროს გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ახალაიებმა სისხლის გუბეში სიამოვნებით წიხლი კრეს. სამი ახალგაზრდა მიწაში ჩააწვინეს. სააკაშვილის პერიოდში ახალაიებისა და ქარდავების დრო იყო. ახლა მოვიდა "ქართული ოცნება", თუმცა მაინც სად არის სამართალი? დამნაშავეები სათანადოდ არ არიან დასჯილი. ახალაიას ციხეში ყველა კომფორტი აქვს შექმნილი, ეს არის დასჯა?.... ამდენი წელი გავიდა და ქარდავა ახლა დააკავეს, მანამდე რატომ არ დააკავეს?! ახალაიასა და ქარდავას მილიონობით დანაშაული აქვთ ჩადენილი. არასდროს კანონი არ ყოფილა გლეხისთვის განსაკუთრებით. ახლა მათი ინტერესებიდან გამომდინარე დააკავეს და უბრალოდ საქმეს დაემთხვა. მოვითხოვ დამნაშავეების სათანადო დასჯას და ჩემი შვილისთვის საცხოვრებლის მიცემას",- აცხადებს მადონა მურვანიძე.

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას წინააღმდეგ საქართველოში 9 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. აქედან, 5-ზე განაჩენი უკვე დამდგარია და ქარდავას სხვადასხვა ვადით, დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული, დანარჩენ 4-ზე კი სასამართლო განხილვები ამჟამად მიმდინარეობს. ერთ-ერთი საქმე, რაზეც ქარდავას პატიმრობა აქვს მისჯილი, სწორედ ნავთლუღის სპეცოპერაციას უკავშირდება. აღნიშნულ საქმეზე მას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეეფარდა.

როგორც ცნობილია, ქარდავა გუშინ უკრაინაში დააკავეს, ამჟამად კი საქართველოში მისი საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ