რამზან კადიროვი - ნუ ეძებთ დათვის კვალს, როდესაც დათვი თქვენს წინაშე დგას - ამინა ოკუევა უკრაინის სპეცსამსახურებმა ჩაცხრილეს

რამზან კადიროვი - ნუ ეძებთ დათვის კვალს, როდესაც დათვი თქვენს წინაშე დგას - ამინა ოკუევა უკრაინის სპეცსამსახურებმა ჩაცხრილეს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ამინა ოკუევას მკვლელობის უკან უკრაინელი სპეცსამსახურები დგანან.

"ნუ ეძებთ დათვის კვალს, როდესაც თვითონ დათვი თქვენს წინაშე დგას! კიევში შესანიშნავად იციან, რომ ნიკიფოროვა (ოკუევას გვარი ისლამის მიღებამდე) საკუთარმა სპეცსამსახურებმა ჩაცხრილეს. როგორც ტარას ბულბა იტყოდა - "მე გშობე, მევე უნდა მოგკლა!“ - დაწერა კადიროვმა Telegram-ში.

მისი თქმით, "უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ერთბაშად არა ორი, არამედ სამი კურდღლის მოკვლა გადაწყვიტეს - მოიშორეს მშობლიური ბოროტმოქმედი, დასავლელი პატრონების ყურადღება ანტისამთავრობო მიტინგებისგან სხვა თემაზე გადაიტანეს და რუსეთს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს“.

30 ოქტომბერს კიევის ოლქში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც აღმოსავლეთ უკრაინაში ცენტრალური ხელისუფლების მხარეს მებრძოლი ცოლ-ქმარი, ამინა ოკუევა და ადამ ოსმაევი იმყოფებოდნენ.

შემთხვევა კიევიდან 35 კილომეტრის მოშორებით მოხდა. როგორც კი ოსმაევისა და ოკუევას ავტომობილი რკინიგზის გადასასვლელზე გაჩერდა, ბუჩქებიდან უცნობმა პირებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.

ერთ-ერთი ტყვია ამინა ოკუევას თავში მოხვდა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ადამ ოსმაევი კი ფეხში დაიჭრა, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გადარჩენილი ოსმაევი მომხდარში "რუსულ კვალს“ ხედავს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"