რას პასუხობს მიხეილ ყაველაშვილი "ქართული მარშის" აქტივისტების პროტესტს

რას პასუხობს მიხეილ ყაველაშვილი "ქართული მარშის" აქტივისტების პროტესტს

უკეთესი იქნებოდა, პროტესტი გამოეთქვათ, რომ ჯერჯერობით წარუმატებელი ფეხბურთი გვაქვს და ამაზე ბოდიშს მოვიხდიდი, - ასე გამოეხმაურა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ე.წ. "ქართული მარშის" აქტივისტების პროტესტს.

"რა თქმა უნდა, ჩემთვის არასერიოზულია ეს მოთხოვნები, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს რეალობაა. უფრო უკეთესი იქნებოდა, პროტესტი გამოეთქვათ, რომ ფეხბურთი ჯერჯერობით წარუმატებელი გვაქვს და მე ბოდიშს მოვიხდიდი", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, თანასწორობის პრინციპს საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინეს და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას ამ მუხლისადმი წინააღმდეგობა არავის გამოუთქვამს.

"როგორც "სირცხვილიას" ოფისი დაინგრა გუშინ, ისე დაინგრევა ზურა-გირჩი ჯაფარიძის ოფისი" - "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი მოწინააღმდეგე

სამართალდამცველების მობილიზება და რკინის ჯებირები ადგილზე - რა ვითარებაა რუსთაველის გამზირზე?

პარლამენტთან გურამ ფალავანდიშვილი თანამოზარეებთან ერთად მივიდა - ადგილზე დაპირისპირებაა (LIVE)