საშიშია თუ არა იმ ინდაურის ან ქათმის ხორცი, რომელიც ფაროსანას ჭამს - რას ურჩევს "სურსათის სააგენტო" მოსახლეობას

საშიშია თუ არა იმ ინდაურის ან ქათმის ხორცი, რომელიც ფაროსანას ჭამს - რას ურჩევს "სურსათის სააგენტო" მოსახლეობას

"სურსათის ეროვნული სააგენტო" მოსახლეობას ურჩევს, რომ დაკვლამდე 10 დღით ადრე ინდაურმა და ქათამმა ფაროსანა არ ჭამოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "სურსათის ეროვნული სააგენტოს" უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ განუცხადა, მსგავსი შემთხვევა, რომ ფაროსანას ჭამის შემდეგ სპეციფიური სუნი ჰქონოდა დაკლული ინდაურის ან ქათმის ხორცს, არ ყოფილა, თუმცა რაიმე მითქმა-მოთქმა რომ არ გამოიწვიოს საკითხმა, ფრინველის დაკვლამდე რამდენიმე დღით ადრე სასურველია, მათ არ ჭამონ ფაროსანა.

"ფრინველები მიირთმევენ მწერებს იმიტომ, რომ მწერები იგივე პროტეინებია. აღმოსავლეთ საქართველოში კალიების გავრცელების დროს ინდაურებს და ქათმებს უშვებენ კალიებთან საბრძოლველად. იმ ინდაურის ან ქათმის ხორცი, რომელიც ფაროსანას ჭამენ, საშიში არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ფაროსანა იგივე ცილაა, რასაც მექსიკაში ადამიანები საჭმელშიც ურევენ და მიირთმევენ. თუ ავიღებთ ღორს, ის უარეს რაღაცებს ჭამს, მაგრამ მისი ხორცი არავის დაუწუნებია. არც ერთი მასალა არ არსებობს იმაზე, რომ ფაროსანა შეეჭამოს ინდაურს ან ქათამს და რაიმე სუნი ჰქონოდეს მათ ხორცს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მითქმა-მოთქმა რომ არ იყოს, დაკვლამდე 10 დღით ადრე ინდაურმა და ქათამმა რომ არ ჭამოს ფაროსანა უკეთესი იქნება", - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

ინტერნეტში ვრცელდება მასალა, სადაც ინდაურები და ქათმები ფაროსნებს ჭამენ. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ფრინველის ხორცს სპეციფიური სუნი აქვს, ასევე შიშობენ, რომ ხორცი შესაძლოა მომწამვლელიც იყოს.

ვალიკო ბაბუ დევნილთა დასახლებიდან უკვე მილიონერია

2019 წელს სასამართლოებში გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უმეტესობა სემეკის სასარგებლოდ დასრულდა

"რა გავაკეთოთ, კედლები ამოვაშენოთ თუ როგორ მოვიქცეთ, რომ ტროტუარებზე ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება და ავტომობილები არ შევიდნენ?"