სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
15 წუთი იმის დასამტკიცებლად, რომ კარგ მარკეტერთან ერთად კარგი კულინარი ხართ - #CHEFმარკეტერის მორიგი კონკურსი
15 წუთი იმის დასამტკიცებლად, რომ კარგ მარკეტერთან ერთად კარგი კულინარი ხართ - #CHEFმარკეტერის მორიგი კონკურსი

ჟურ­ნალ "გემ­რი­ე­ლი­ას" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ #CHEFმარ­კე­ტე­რის ტრა­დი­ცი­ად ქცე­ულ მო­რიგ კუ­ლი­ნა­რი­ულ შე­ჯიბ­რე­ბას ლა­უნჯ-რეს­ტო­რან­მა "აკა­დე­მი­ამ" უმას­პინ­ძლა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში სხვა­დას­ხვა ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბი­თა და ფან­ტა­ზი­ით მომ­ზა­დე­ბუ­ლი, ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბუ­ლი და გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ლი­ბე­როს", "ლუ­ტე­ცი­ას", "უნი­ქარ­დის", "არტთა­ი­მის", "შტორ­მარკ გრუ­პის" და "სილ­ქნე­ტის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­კის­რე­ბულ და­ვა­ლე­ბას თავი კარ­გად გა­არ­თვეს და კარ­გა­დაც იმ­ხი­ა­რუ­ლეს. ჟი­უ­რის წევ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რო­მელ­თა შო­რი­საც იყ­ვნენ ლა­უნჯ-რეს­ტო­რან "აკა­დე­მი­ის" შეფმ­ზა­რე­უ­ლი, გი­ორ­გი არ­სა­ნი­ძე, იტა­ლი­ე­ლი შეფმ­ზა­რე­უ­ლი, ენცო ნერი და ჟურ­ნალ "გემ­რი­ე­ლი­ას" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, თამ­თა და­დე­შე­ლი, გა­მარ­ჯვე­ბა წი­ლად ერგო კომ­პა­ნია "უნი­ქარ­დის" პი­არ­მე­ნე­ჯერს, ანა კო­შა­ძეს, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს #CHEFმარ­კე­ტე­რის ფი­ნა­ლურ შე­ჯიბ­რე­ბა­ში.

ლა­უნჯ-რეს­ტო­რან "აკა­დე­მი­ის" შეფმ­ზა­რე­ულ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბის სტუმ­რებს სა­ლა­თა "ცე­ზა­რის" გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვერ­სი­ის, "ლურ­ჯი ცე­ზა­რის" მომ­ზა­დე­ბის მას­ტერკლა­სი ჩა­უ­ტა­რა, რა­მაც მო­ნა­წი­ლე­თა მხრი­დან დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია.

შე­ჯიბ­რე­ბის არ­ცერ­თი მო­ნა­წი­ლე არ დარ­ჩე­ნი­ლა სა­ჩუქ­რის გა­რე­შე, ყვე­ლამ მი­ი­ღო ლა­უნჯ-რეს­ტო­რან "აკა­დე­მი­ის­გან" 10%-იანი ფას­დაკ­ლე­ბის ბა­რა­თი და პა­ლიტ­რა L-ის გა­მო­ცე­მუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი წიგ­ნე­ბი. გა­მარ­ჯვე­ბულ­სა და ჟი­უ­რის წევ­რებს გა­და­ე­ცათ ლა­უნჯ-რეს­ტო­რან "აკა­დე­მი­ის" ვა­უ­ჩე­რი – ლან­ჩი ორ პერ­სო­ნა­ზე.

"ჟი­უ­რის წევ­რის ამ­პლუ­ა­ში ყოფ­ნა სა­ინ­ტე­რე­სო იყო, კრე­ა­ტი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბაც, ახა­ლი იდე­ე­ბის ნახ­ვა და შე­ფა­სე­ბა. ვფიქ­რობ, "აკა­დე­მია" ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლი გა­მოდ­გა. ლა­მა­ზი და მყუდ­რო გა­რე­მოა, დიდი სამ­ზა­რე­უ­ლო აქვთ, რაც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და მზა­რე­უ­ლე­ბის­თვის ეს ფუ­ფუ­ნე­ბაა"- ენცო ნერი, ჟი­უ­რის წევ­რი.

"ამ შე­ჯიბ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი იყო! ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გავ­ხდე­ბო­დი, რად­გან კუ­ლი­ნა­რი­ა­ში გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს და ეს ჩემი ძლი­ე­რი მხა­რე არ არის. თუმ­ცა, ძა­ლი­ან ჩა­ვერ­თე, მო­ვინ­დო­მე და მი­ხა­რია, რომ მო­ი­წო­ნეს"- ანა კო­შა­ძე, შე­ჯიბ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ჟურ­ნალ "გემ­რი­ე­ლი­ას" და მისი მე­გო­ბა­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ეს სა­ხა­ლი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩვენს რეს­ტო­რან­ში ჩა­ტარ­და და ასეთ შე­სა­ნიშ­ნავ მო­ნა­წი­ლე­ებს ვუ­მას­პინ­ძლეთ" - ნინო ბე­კოშ­ვი­ლი, ლა­უნჯ-რეს­ტო­რან "აკა­დე­მი­ის" დი­რექ­ტო­რი.

იხი­ლეთ ვი­დეო

თამ­თა და­დე­შე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

15 წუთი იმის დასამტკიცებლად, რომ კარგ მარკეტერთან ერთად კარგი კულინარი ხართ - #CHEFმარკეტერის მორიგი კონკურსი

15 წუთი იმის დასამტკიცებლად, რომ კარგ მარკეტერთან ერთად კარგი კულინარი ხართ - #CHEFმარკეტერის მორიგი კონკურსი

ჟურნალ ”გემრიელიას” მიერ ორგანიზებულ #CHEFმარკეტერის ტრადიციად ქცეულ მორიგ კულინარიულ შეჯიბრებას ლაუნჯ-რესტორანმა ”აკადემიამ” უმასპინძლა. ღონისძიებაში სხვადასხვა ცნობილი კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა და თითოეულმა მათგანმა თავისი გემოვნებითა და ფანტაზიით მომზადებული, ლამაზად გაფორმებული და გემრიელი კერძები შემოგვთავაზა.

იხილეთ ვიდეო

”ლიბეროს”, ”ლუტეციას”, ”უნიქარდის”, ”არტთაიმის”, ”შტორმარკ გრუპის” და ”სილქნეტის” წარმომადგენლებმა დაკისრებულ დავალებას თავი კარგად გაართვეს და კარგადაც იმხიარულეს. ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით, რომელთა შორისაც იყვნენ ლაუნჯ-რესტორან ”აკადემიის” შეფმზარეული, გიორგი არსანიძე, იტალიელი შეფმზარეული, ენცო ნერი და ჟურნალ ”გემრიელიას” წარმომადგენელი, თამთა დადეშელი, გამარჯვება წილად ერგო კომპანია ”უნიქარდის” პიარმენეჯერს, ანა კოშაძეს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს #CHEFმარკეტერის ფინალურ შეჯიბრებაში.

ლაუნჯ-რესტორან ”აკადემიის” შეფმზარეულმა ღონისძიების სტუმრებს სალათა ”ცეზარის” განსხვავებული ვერსიის, ”ლურჯი ცეზარის” მომზადების მასტერკლასი ჩაუტარა, რამაც მონაწილეთა მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.

შეჯიბრების არცერთი მონაწილე არ დარჩენილა საჩუქრის გარეშე, ყველამ მიიღო ლაუნჯ-რესტორან ”აკადემიისგან” 10%-იანი ფასდაკლების ბარათი და პალიტრა L-ის გამოცემული კულინარიული წიგნები. გამარჯვებულსა და ჟიურის წევრებს გადაეცათ ლაუნჯ-რესტორან ”აკადემიის” ვაუჩერი – ლანჩი ორ პერსონაზე.

”ჟიურის წევრის ამპლუაში ყოფნა საინტერესო იყო, კრეატიული ადამიანების გაცნობაც, ახალი იდეების ნახვა და შეფასება. ვფიქრობ, ”აკადემია” ამ ღონისძიებისთვის ძალიან საინტერესო ადგილი გამოდგა. ლამაზი და მყუდრო გარემოა, დიდი სამზარეულო აქვთ, რაც ძალიან მომეწონა და მზარეულებისთვის ეს ფუფუნებაა”- ენცო ნერი, ჟიურის წევრი.

”ამ შეჯიბრებაში მონაწილეობა მართლა ძალიან კარგი იყო! ნამდვილად არ ველოდი, რომ გამარჯვებული გავხდებოდი, რადგან კულინარიაში გამოცდილება არ მაქვს და ეს ჩემი ძლიერი მხარე არ არის. თუმცა, ძალიან ჩავერთე, მოვინდომე და მიხარია, რომ მოიწონეს”- ანა კოშაძე, შეჯიბრების გამარჯვებული.

”მოხარული ვარ, რომ ჟურნალ ”გემრიელიას” და მისი მეგობარი კომპანიების ეს სახალისო ღონისძიება ჩვენს რესტორანში ჩატარდა და ასეთ შესანიშნავ მონაწილეებს ვუმასპინძლეთ” - ნინო ბეკოშვილი, ლაუნჯ-რესტორან ”აკადემიის” დირექტორი.

იხილეთ ვიდეო

თამთა დადეშელი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი