რა დარღვევებისთვის გაათავისუფლა განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი

რა დარღვევებისთვის გაათავისუფლა განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი

განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების შესახებ განცხადება განათლების სამინისტრომ დღეს გაავრცელა.

გათავისუფლებულმა დირექტორმა მარიამ თავართქილაძემ სკოლის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა და სკოლაში შეკრებილმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა იგი შეძახილების ფონზე გააცილეს. "სირცხვილია, სირცხვილია" - ასე გააცილეს უკვე ყოფილი დირექტორი სკოლიდან. 67-ე საჯარო სკოლასთან რამდენიმე დღეა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილი დირექტორის მიერ სკოლიდან გათავისუფლებული ქიმიის მასწავლებლის, დოდო კეზუას მხარდასაჭერ აქციებს მართავდნენ. ისინი დირექტორის გათავისუფლებას მოითხოვდნენ და უარყოფდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქიმიის მასწავლებელი მოსწავლეებზე ძალადობდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტმა თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში იმუშავა და სწორედ ამის შემდეგ გაავრცელა უწყებამ დირექტორის გათავისუფლების შესახებ განცხადება:

"უწყებაში შესული არაერთი საჩივრის საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებს დაახლოებით სამი თვის განმავლობაში სწავლობდა.

შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები როგორც ქონების განკარგვის, ასევე სკოლის მართვის კუთხით, რაც სკოლის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი გახდა. სამინისტროს შიდა აუდიტის დეტარტამენტის მიერ, სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის დირექტორი, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში; სისტემატურად აგვიანებდა გაკვეთილზე; შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას.

ამასთან, მოიჯარეები წლების განმავლობაში უფასოდ სარგებლობდნენ სკოლის მოძრავი ქონებით; სკოლაში არსებული ქონება არ ემთხვეოდა ინვენტარიზაციის შედეგებს და ბოლოს, დარღვევები გამოვლინდა შესყიდვების პროცედურებშიც, რაზეც სკოლას გაფრთხილება ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა მიღებული", - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი