სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაშიც, მაია რჩეულიშვილი პატიმრობაში დარჩება?
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაშიც, მაია რჩეულიშვილი პატიმრობაში დარჩება?

საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი შე­საძ­ლოა, პა­ტიმ­რო­ბა­ში დარ­ჩეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" საქ­მე­ზე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბას მხო­ლოდ იმ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე აპი­რებს, რო­მელ­ზეც მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის მი­მართ გა­ნა­ჩე­ნი უკვე დამ­დგა­რია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" საქ­მის პრო­კუ­რორ­მა და­ვით გუმ­ბე­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა, რო­მელ­ზეც მხა­რე­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, არ ეხე­ბა ბა­თუ­მის მაგ­ნო­ლი­ა­სა და დიღ­მის ობი­ექ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ებს, რომ­ლებ­ზეც სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. მაგ­ნო­ლი­ას ეპი­ზო­დი უკვე დას­კვნით ეტაპ­ზეა და დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სი ბრალ­დე­ბულ გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­ი­დო. მას სა­სა­მარ­თლო­ზე ჩვე­ნე­ბა აქვს მი­სა­ცე­მი, თუმ­ცა რო­გორც რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლეს გა­ნუ­მარ­ტა, მისი ჩვე­ნე­ბის ში­ნა­არ­სი დიდ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ პრო­ცე­სებ­ზე, რაც "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ატი­ვე­ბის გა­ყიდ­ვას ეხე­ბა. რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის თქმით, პრო­ცე­სი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ კვი­რა­ში დას­რულ­დე­ბა და ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბულ­თან შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი გა­ფორმ­დე­ბა.

"მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი, რაც იხი­ლე­ბა პირ­ველ ინ­სტან­ცი­ა­ში, ვგუ­ლის­ხმობ, მაგ­ნო­ლი­ას და დი­ღო­მი დის­ტრიქ­ტის ეპი­ზო­დებს, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­თან­ხმე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი ანუ ამ პრო­ცე­სებ­ზე გაგ­რძელ­დე­ბა არ­სე­ბი­თი სხდო­მე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, მხა­რე­ებს შო­რის შე­სა­თან­ხმე­ბე­ლი სა­კი­თხია, რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა და­ი­დოს ამ საქ­მე­ებ­ზე, თუმ­ცა ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ორი­ვე საქ­მე­ში დად­გე­ბა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა და­ვით გუმ­ბე­რი­ძემ.

თუკი სა­სა­მარ­თლომ რო­მე­ლი­მე საქ­მე­ზე მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი გა­ამ­ტყუ­ნა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის მი­უ­ხე­და­ვად "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კვლავ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დაბ­რუნ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაშიც, მაია რჩეულიშვილი პატიმრობაში დარჩება?

საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაშიც, მაია რჩეულიშვილი პატიმრობაში დარჩება?

საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაშიც, მაია რჩეულიშვილი შესაძლოა, პატიმრობაში დარჩეს. პროკურატურა "ცენტრ პოინტის" საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მხოლოდ იმ სისხლის სამართლის საქმეზე აპირებს, რომელზეც მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიმართ განაჩენი უკვე დამდგარია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განუცხადა, საპროცესო შეთანხმება, რომელზეც მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არ ეხება ბათუმის მაგნოლიასა და დიღმის ობიექტებზე მიმდინარე საქმეებს, რომლებზეც სასამართლო განხილვები ამ ეტაპზე მიმდინარეობს. მაგნოლიას ეპიზოდი უკვე დასკვნით ეტაპზეა და დღევანდელი პროცესი ბრალდებულ გურამ რჩეულიშვილის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. მას სასამართლოზე ჩვენება აქვს მისაცემი, თუმცა როგორც რჩეულიშვილმა მოსამართლეს განუმარტა, მისი ჩვენების შინაარსი დიდწილად დამოკიდებულია იმ პროცესებზე, რაც "ცენტრ პოინტის" ატივების გაყიდვას ეხება. რჩეულიშვილის თქმით, პროცესი, სავარაუდოდ, სამ კვირაში დასრულდება და ყველა დაზარალებულთან შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდება.

"მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები, რაც იხილება პირველ ინსტანციაში, ვგულისხმობ, მაგნოლიას და დიღომი დისტრიქტის ეპიზოდებს, ამასთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერჯერობით არ იქნება მიღწეული ანუ ამ პროცესებზე გაგრძელდება არსებითი სხდომები. საბოლოოდ, მხარეებს შორის შესათანხმებელი საკითხია, რა შედეგი შეიძლება დაიდოს ამ საქმეებზე, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორივე საქმეში დადგება გამამტყუნებელი განაჩენი", - განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

თუკი სასამართლომ რომელიმე საქმეზე მაია რჩეულიშვილი გაამტყუნა და თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, საპროცესო შეთანხმების მიუხედავად "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ