მეუფე დიმიტრი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ. მატროსოვის ციხეში ხვალ შევა

მეუფე დიმიტრი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ. მატროსოვის ციხეში ხვალ შევა

მეუფე დიმიტრი და მამა რევაზ სიხარულიძე ხვალ მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს მოინახულებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მამა გიორგისთან საპყრობილეში შესასვლელად საშვი ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტრის წინამძღვარმა, დეკანოზმა რევაზ სიხარულიძემ გუშინ აიღო.

"მამა რევაზი იმყოფებოდა გუშინ და აიღო საშვი. მეუფე დიმიტრი და მამა რევაზ სიხარულიძე ხვალ შევლენ და მსჯავრდებულს მოინახულებენ", - განაცხადა მამა გიორგიმ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ