სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"გადასატანი ყუთის მიტანისას აღმოჩნდა, რომ ამომრჩევლები აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან" - კურიოზული დარღვევა გორში
"გადასატანი ყუთის მიტანისას აღმოჩნდა, რომ ამომრჩევლები აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან" - კურიოზული დარღვევა გორში

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გო­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თის წა­ღე­ბი­სას დარ­ღვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შიდა ქარ­თლის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დე­რის, ბად­რი ბა­სიშ­ვი­ლის თქმით, გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თე­ბით მი­ცე­მუ­ლი ხმე­ბი ყალბ­დე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლი უბ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბის სა­კითხს და­ა­ყე­ნე­ბენ.

პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა კან­დი­დატ­მა, ირმა ამ­ბარ­დნიშ­ვილ­მა კი აღ­ნიშ­ნა, რომ პი­რე­ბი, ვის­თა­ნაც გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თე­ბი მი­ი­ტა­ნეს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე­თა რი­ცხვს არ მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან.

"ორ მი­სა­მარ­თზე მე­ზობ­ლებ­მა თქვეს, რომ მი­თი­თე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთელ­ნი არი­ან და ამ­ჟა­მად სახ­ლში სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მე­სა­მე ამომ­რჩე­ველს კი, პი­რა­დად ვე­სა­უბ­რეთ და თქვა, რომ იეჰო­ვას მოწ­მეა და სა­ერ­თოდ არ იღებს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, მის­თვი­საც გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ შე­იყ­ვა­ნეს იმ ამომ­რჩე­ველ­თა სი­ა­ში, ვი­საც გა­და­სა­ტა­ნი ყუთი ესა­ჭი­რო­ე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და ირმა ამ­ბარ­დნიშ­ვილ­მა.

პარ­ტი­ის გო­რის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი რე­ვაზ კახ­ნი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ დარ­ღვე­ვის და ამომ­რჩე­ველ­ზე ზე­წო­ლის არა­ერ­თი ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და დევ­ნილ­თა ჩა­სახ­ლე­ბებ­შიც და აღ­ნიშ­ნულ დარ­ღვე­ვებ­ზე ენმ-მ სა­ჩივ­რე­ბით უკვე მი­მარ­თა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"გადასატანი ყუთის მიტანისას აღმოჩნდა, რომ ამომრჩევლები აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან" - კურიოზული დარღვევა გორში

"გადასატანი ყუთის მიტანისას აღმოჩნდა, რომ ამომრჩევლები აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან" - კურიოზული დარღვევა გორში

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გადასატანი ყუთის წაღებისას დარღვევები დაფიქსირდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის ორგანიზაციის ლიდერის, ბადრი ბასიშვილის თქმით, გადასატანი ყუთებით მიცემული ხმები ყალბდება და აღნიშნული უბნების შედეგების ბათილად ცნობის საკითხს დააყენებენ.

პარტიის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ირმა ამბარდნიშვილმა კი აღნიშნა, რომ პირები, ვისთანაც გადასატანი ყუთები მიიტანეს, განსაკუთრებული საჭიროების მქონეთა რიცხვს არ მიეკუთვნებიან.

"ორ მისამართზე მეზობლებმა თქვეს, რომ მითითებული პიროვნებები აბსოლუტურად ჯანმრთელნი არიან და ამჟამად სახლში საერთოდ არ იმყოფებოდნენ, მესამე ამომრჩეველს კი, პირადად ვესაუბრეთ და თქვა, რომ იეჰოვას მოწმეა და საერთოდ არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, მისთვისაც გაუგებარია, რატომ შეიყვანეს იმ ამომრჩეველთა სიაში, ვისაც გადასატანი ყუთი ესაჭიროებოდა", - განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა.

პარტიის გორის მერობის კანდიდატი რევაზ კახნიაშვილი აცხადებს, რომ დარღვევის და ამომრჩეველზე ზეწოლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა დევნილთა ჩასახლებებშიც და აღნიშნულ დარღვევებზე ენმ-მ საჩივრებით უკვე მიმართა საარჩევნო კომისიას.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა