სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზაზა ბიბილაშვილი თამარ ჟვანიასთან შესახვედრად ცესკოში მივიდა
ზაზა ბიბილაშვილი თამარ ჟვანიასთან შესახვედრად ცესკოში მივიდა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ზაზა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში მი­ვი­და. ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რეს­თან თა­მარ ჟვა­ნი­ას­თან შეხ­ვედ­რას და იმ სა­კი­თხზე გან­მარ­ტე­ბებს სთხოვს, რო­მე­ლიც ეხე­ბა სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე სხვა­დას­ხვა სუ­ბი­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან ამომ­რჩევ­ლის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­და­მოწ­მე­ბას.

ზაზა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე მიყ­ვა­ნას იძუ­ლე­ბით აპი­რებს.

"ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ ვხე­დავ­დით, რო­გორ აგ­რო­ვებ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ებს, ვინც და­საქ­მე­ბულ­ნი იყ­ვნენ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, ბა­ღებ­ში და ზო­გა­დად ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სექ­ტორ­ში. ჩვენ პრე­ვენ­ცი­უ­ლად გა­ვა­სა­ჯა­რო­ეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს ინ­სტრუქ­ცია ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი, რომ ისი­ნი მაქ­სი­მუმ, 12:00-13:00 სა­ა­თამ­დე უნდა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლიყ­ვნენ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე, რომ შემ­დგომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქო­ნო­და, ის ხალ­ხი, ვინც არ გა­მო­ცხად­დე­ბო­და უბ­ნებ­ზე, ძალ­და­ტა­ნე­ბით, იძუ­ლე­ბით მი­ეყ­ვა­ნა 20:00 სა­ა­თამ­დე.

დღეს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბი იდ­გნენ სა­რე­გის­ტრა­ციო მა­გი­დე­ბის უკან, ახ­დენ­დნენ ამომ­რჩევ­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას იმ მიზ­ნით, რომ მო­ეხ­დი­ნათ ზუს­ტად იმ სი­ე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა, რაც "და­ბე­ვე­ბუ­ლი" იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ.

გა­ვი­და 2 სა­ა­თი და ცეს­კო-ს რე­ა­გი­რე­ბა არ ჰქო­ნია, ამი­ტო­მაც მო­ვე­დით ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რეს­თან, თა­მარ ჟვა­ნი­ას­თან შე­სახ­ვედ­რად", - გა­ნა­ცხა­და ზაზა ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა.

ზაზა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი ცეს­კო-ს შე­ნო­ბა­ში უკვე შე­ვი­და.

სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ცეს­კო-ში ცოტა ხნის წინ გან­მარ­ტე­ბა გა­კეთ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, "დაკ­ვირ­ვე­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე პი­რებს არ ეკ­რძა­ლე­ბათ კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­სის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე, ამომ­რჩევ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ზაზა ბიბილაშვილი თამარ ჟვანიასთან შესახვედრად ცესკოში მივიდა

ზაზა ბიბილაშვილი თამარ ჟვანიასთან შესახვედრად ცესკოში მივიდა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაზა ბიბილაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მივიდა. ბიბილაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარესთან თამარ ჟვანიასთან შეხვედრას და იმ საკითხზე განმარტებებს სთხოვს, რომელიც ეხება საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა სუბიექტის წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლის მონაცემების გადამოწმებას.

ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" საჯარო მოხელეების არჩევნებზე მიყვანას იძულებით აპირებს.

"ბოლო კვირების განმავლობაში, ჩვენ ვხედავდით, როგორ აგროვებდა "ქართული ოცნება" ორგანიზებულად იმ ადამიანების სიებს, ვინც დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სკოლებში, ბაღებში და ზოგადად ადმინისტრაციულ სექტორში. ჩვენ პრევენციულად გავასაჯაროეთ ინფორმაცია, რომ ამ ადამიანებს ინსტრუქცია ჰქონდათ მიღებული, რომ ისინი მაქსიმუმ, 12:00-13:00 საათამდე უნდა გამოცხადებულიყვნენ საარჩევნო უბნებზე, რომ შემდგომ "ქართულ ოცნებას" საშუალება ჰქონოდა, ის ხალხი, ვინც არ გამოცხადდებოდა უბნებზე, ძალდატანებით, იძულებით მიეყვანა 20:00 საათამდე.

დღეს, "ქართული ოცნების" აქტივისტები იდგნენ სარეგისტრაციო მაგიდების უკან, ახდენდნენ ამომრჩევლის იდენტიფიცირებას იმ მიზნით, რომ მოეხდინათ ზუსტად იმ სიების გადამოწმება, რაც "დაბევებული" იყო "ქართული ოცნების" მიერ.

გავიდა 2 საათი და ცესკო-ს რეაგირება არ ჰქონია, ამიტომაც მოვედით ცესკო-ს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შესახვედრად", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ზაზა ბიბილაშვილი ცესკო-ს შენობაში უკვე შევიდა.

საკითხთან დაკავშირებით ცესკო-ში ცოტა ხნის წინ განმარტება გაკეთდა, რომლის მიხედვითაც, "დაკვირვების უფლების მქონე პირებს არ ეკრძალებათ კენჭისყრის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."