სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შსს-ს განცხადება ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტზე და ფოტოები შემთხვევის ადგილიდან
შსს-ს განცხადება ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტზე და ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

მიმ­დი­ნა­რე წლის 19 ოქ­ტომ­ბერს, გვი­ან ღა­მით, მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყი­ზი­ლა­ჯლო­ში, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­უდ­გე­ნელ­მა პირ­მა ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით 4 პირი დაჭ­რა.

დაჭ­რი­ლე­ბი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე ჩა­ვი­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის დე­ტა­ლებს, ასე­ვე, დაჭ­რი­ლი პი­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პი­რა­დად გა­ეც­ნო.

იხი­ლეთ ვი­დეო: კად­რე­ბი ყი­ზი­ლა­ჯლო­დან, სა­დაც წუ­ხელ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შტა­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 4 პირი დაჭ­რეს

რაც შე­ე­ხე­ბა და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­გორც და­ვით სერ­გე­ენ­კომ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ორ და­შა­ვე­ბულს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და მათ ინ­ტენ­სი­ურ თე­რა­პი­ა­ში დას­ჭირ­დე­ბათ მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, თუმ­ცა ასე­ვე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა კი­დევ ორი და­შა­ვე­ბუ­ლი.

"ორი ოპე­რა­ცია დამ­თავ­რდა. პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ასე­თია: ერ­თის მძი­მეა, ერ­თის კი სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის. და­ნარ­ჩე­ნი ორი პა­ცი­ენ­ტი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე ამ კლი­ნი­კა­ში არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მსუ­ბუ­ქად არი­ან დაჭ­რი­ლე­ბი. მათ უკვე ჩა­უ­ტარ­დათ შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა, ორ პა­ცი­ენტს, რომ­ლის ოპე­რა­ცი­აც დამ­თავ­რდა, მათ დას­ჭირ­დე­ბათ ინ­ტენ­სი­ურ თე­რა­პი­ა­ში მკურ­ნა­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შსს-ს განცხადება ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტზე და ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

შსს-ს განცხადება ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტზე და ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მომხდარიდან მალევე ჩავიდა შემთხვევის ადგილზე და მიმდინარე გამოძიების დეტალებს, ასევე, დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნო.

იხილეთ ვიდეო: კადრები ყიზილაჯლოდან, სადაც წუხელ "ქართული ოცნების" შტაბის ტერიტორიაზე 4 პირი დაჭრეს

რაც შეეხება დაშავებულების მდგომარეობას, როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ორ დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და მათ ინტენსიურ თერაპიაში დასჭირდებათ მკურნალობის გაგრძელება, თუმცა ასევე კლინიკაში რჩება კიდევ ორი დაშავებული.

"ორი ოპერაცია დამთავრდა. პაციენტების მდგომარეობა ასეთია: ერთის მძიმეა, ერთის კი საშუალო სიმძიმის. დანარჩენი ორი პაციენტი, რომლებიც ასევე ამ კლინიკაში არიან მოთავსებული, საბედნიეროდ, მსუბუქად არიან დაჭრილები. მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი დახმარება. რაც შეეხება, ორ პაციენტს, რომლის ოპერაციაც დამთავრდა, მათ დასჭირდებათ ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დაშავებულების მონახულების შემდეგ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ