სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სკოლის დირექცია ქიმიის მასწავლებელს სამი მოსწავლის ცემაში ადანაშაულებს - რა ხდება 67-ე სკოლაში
 სკოლის დირექცია ქიმიის მასწავლებელს სამი მოსწავლის ცემაში ადანაშაულებს - რა ხდება 67-ე სკოლაში

თბი­ლი­სის 67-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ქი­მი­ის მას­წავ­ლებ­ლის დოდო კე­ზუ­ას მხარ­და­სა­ჭე­რად დი­ლი­დან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ.

სკო­ლის მოს­წავ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მას­წავ­ლე­ბე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ბი­უ­ლე­ტენ­ზე იმ­ყო­ფე­ბა და შე­საძ­ლოა სკო­ლა­ში აღარ და­აბ­რუ­ნონ. მოს­წავ­ლე­ე­ბი ამის მი­ზე­ზად ქი­მი­ის მას­წავ­ლე­ბელ­სა და სკო­ლის დი­რექ­ტორს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქი­მი­ის მას­წავ­ლებ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლეს იძუ­ლე­ბით და­ა­წე­რი­ნეს გან­ცხა­დე­ბე­ბი, თით­ქოს მას­წავ­ლე­ბელ­მა ბავ­შვებს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და სცე­მა.

სკო­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რის, ნა­თია მა­ხა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით დოდო კე­ზუ­ას მი­მართ მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლებს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ.

რო­გორც ნა­თია მა­ხა­რაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, კე­ზუ­ამ ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სამი მოს­წავ­ლე სცე­მა. მი­სი­ვე თქმით, ერთ-ერთი ბავ­შვი ექიმ­მაც შე­ა­მოწ­მა და სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და­ა­ფიქ­სი­რა. მა­ხა­რაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სკო­ლის პე­და­გოგ­მა შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მოს­წავ­ლე­საც.

"ამ პე­და­გო­გის წი­ნა­ა­აღ­მდეგ გვაქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ბრალ­დე­ბე­ბი. ის სცემს ბავ­შვებს და ამის ასე და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ბოლო ფაქ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით ათი დღის წინ მოხ­და. მერ­ვე კლა­სის მოს­წავ­ლე არის ნა­ცე­მი, რო­მელ­საც მკლავ­ზე და­ლურ­ჯე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა. ის ექიმ­მაც შე­ა­მოწ­მა და სა­ჩივ­რის წე­რილს ექი­მის სა­მე­დი­ცი­ნო ბა­რა­თიც ახ­ლავს. რაც შე­ე­ხე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ეროვ­ნე­ბის მოს­წავ­ლეს, ამ გო­გო­ნას დოდო კე­ზუ­ამ "თა­თა­რი" უწო­და, ასე­ვე უთხრა "აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ქორ­წილ­ში არ ვყო­ფილ­ვარ, უნდა გა­გა­თხო­ვო".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამა­ვე პე­და­გოგ­მა ამ ბავ­შვს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ჩან­თა და­უ­ხია, რა­საც მშობ­ლის პრო­ტეს­ტი მოყ­ვა. მშო­ბე­ლი აცხა­დებ­და, რომ თუ რე­ა­გი­რე­ბა არ მოყ­ვე­ბო­და მის სა­ჩი­ვარს, რო­მე­ლიც სკო­ლის დი­რექ­ტო­რის სა­ხელ­ზე და­ი­წე­რა, მა­შინ წა­ვი­დო­და და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ელ­ჩო­ში იჩივ­ლებ­და", - გა­ნა­ცხა­და ნა­თია მა­ხა­რაშ­ვილ­მა.

რო­გორც ნა­თია მა­ხა­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, დოდო კე­ზუა არა მხო­ლოდ სკო­ლის ახ­ლან­დე­ლი დი­რექ­ტო­რის, არა­მედ სხვა დი­რექ­ტო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც წერ­და სა­ჩივ­რებს, რის გა­მოც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს აუ­დი­ტი მუდ­მი­ვად ამოწ­მებ­და სკო­ლას.

"არ ვიცი რა მიზ­ნე­ბი აქვს ამ ქალ­ბა­ტონს, მაგ­რამ ფაქ­ტია, მან აა­ბუნ­ტა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი. ეს ბავ­შვე­ბი მას­თან ქი­მი­ა­ში ემ­ზა­დე­ბი­ან და რო­გორც ჩანს, ში­შიც აქვთ. ერთ-ერთ მშო­ბელს აქვს ნათ­ქვა­მი, თუ კე­ზუ­ას მხარს არ და­ვუ­ჭერთ, შე­იძ­ლე­ბა სახ­ლში მოგ­ვი­ვარ­დე­სო", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ნა­თია მა­ხა­რაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" 67-ე სკო­ლის დი­რექ­ტორს მა­რი­ამ თა­ვარ­თქი­ლა­ძე­საც და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ კო­მენ­ტარს მხო­ლოდ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სკოლის დირექცია ქიმიის მასწავლებელს სამი მოსწავლის ცემაში ადანაშაულებს - რა ხდება 67-ე სკოლაში

 სკოლის დირექცია ქიმიის მასწავლებელს სამი მოსწავლის ცემაში ადანაშაულებს - რა ხდება 67-ე სკოლაში

თბილისის 67-ე სკოლის მოსწავლეები ქიმიის მასწავლებლის დოდო კეზუას მხარდასაჭერად დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ.

სკოლის მოსწავლების განცხადებით, მასწავლებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბიულეტენზე იმყოფება და შესაძლოა სკოლაში აღარ დააბრუნონ. მოსწავლეები ამის მიზეზად ქიმიის მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს შორის დაპირისპირებას ასახელებენ. მათივე ინფორმაციით, ქიმიის მასწავლებლის წინააღმდეგ რამდენიმე მოსწავლეს იძულებით დააწერინეს განცხადებები, თითქოს მასწავლებელმა ბავშვებს შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა.

სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ნათია მახარაშვილის განცხადებით დოდო კეზუას მიმართ მოსწავლეების მშობლებს საფუძვლიანი პრეტენზიები აქვთ.

როგორც ნათია მახარაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, კეზუამ ბოლო პერიოდის განმავლობაში სამი მოსწავლე სცემა. მისივე თქმით, ერთ-ერთი ბავშვი ექიმმაც შეამოწმა და სხეულზე დაზიანებები დააფიქსირა. მახარაშვილი აცხადებს, რომ სკოლის პედაგოგმა შეურაცხყოფა მიაყენა ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლესაც.

"ამ პედაგოგის წინაააღმდეგ გვაქვს აბსოლუტურად საფუძვლიანი ბრალდებები. ის სცემს ბავშვებს და ამის ასე დატოვება არ შეიძლება. ბოლო ფაქტი დაახლოებით ათი დღის წინ მოხდა. მერვე კლასის მოსწავლე არის ნაცემი, რომელსაც მკლავზე დალურჯებები აღენიშნება. ის ექიმმაც შეამოწმა და საჩივრის წერილს ექიმის სამედიცინო ბარათიც ახლავს. რაც შეეხება აზერბაიჯანელი ეროვნების მოსწავლეს, ამ გოგონას დოდო კეზუამ "თათარი" უწოდა, ასევე უთხრა "აზერბაიჯანულ ქორწილში არ ვყოფილვარ, უნდა გაგათხოვო".

მოგვიანებით ამავე პედაგოგმა ამ ბავშვს ძვირადღირებული ჩანთა დაუხია, რასაც მშობლის პროტესტი მოყვა. მშობელი აცხადებდა, რომ თუ რეაგირება არ მოყვებოდა მის საჩივარს, რომელიც სკოლის დირექტორის სახელზე დაიწერა, მაშინ წავიდოდა და აზერბაიჯანის საელჩოში იჩივლებდა", - განაცხადა ნათია მახარაშვილმა.

როგორც ნათია მახარაშვილი ამბობს, დოდო კეზუა არა მხოლოდ სკოლის ახლანდელი დირექტორის, არამედ სხვა დირექტორების წინააღმდეგაც წერდა საჩივრებს, რის გამოც განათლების სამინისტროს აუდიტი მუდმივად ამოწმებდა სკოლას.

"არ ვიცი რა მიზნები აქვს ამ ქალბატონს, მაგრამ ფაქტია, მან ააბუნტა სკოლის მოსწავლეები. ეს ბავშვები მასთან ქიმიაში ემზადებიან და როგორც ჩანს, შიშიც აქვთ. ერთ-ერთ მშობელს აქვს ნათქვამი, თუ კეზუას მხარს არ დავუჭერთ, შეიძლება სახლში მოგვივარდესო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ნათია მახარაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი" 67-ე სკოლის დირექტორს მარიამ თავართქილაძესაც დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ კომენტარს მხოლოდ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი