სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შემზარავი ავარია ხარკოვში: 20 წლის მძღოლმა წითელზე გაიარა და 6 ადამიანი იმსხვერპლა
შემზარავი ავარია ხარკოვში: 20 წლის მძღოლმა წითელზე გაიარა და 6 ადამიანი იმსხვერპლა

ხარ­კოვ­ში 18 ოქ­ტომ­ბრის სა­ღა­მოს მომ­ხდა­რი ავა­რი­ის ფაქ­ტზე, რომ­ლის დრო­საც 6 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, გა­მო­ძი­ე­ბა საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის მუხ­ლით და­ი­წყო.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­რი­ა­ში დამ­ნა­შა­ვე მძღო­ლი 20 წლის ოლე­ნა ზა­ი­ცე­ვაა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, Lexus-ის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია.

შემ­თხვე­ვა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 20:45 სა­ათ­ზე სუმსკის მო­ე­დან­ზე მოხ­და. დიდი სის­წრა­ფით მოძ­რა­ვი "ლექ­სუ­სის" მარ­კის ჯიპ­მა შუქ­ნიშ­ნის წი­თელ­ზე გა­ი­ა­რა, ტრო­ტუ­არ­ზე შე­ვარ­და და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბი გა­ი­ტა­ნა. შე­დე­გად 6 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 10 და­შავ­და. და­ღუ­პუ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, მათი ასა­კი 26-35 წლამ­დე მერ­ყე­ობს.

ხარ­კო­ვის პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 286-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს და 7-დან 12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის კად­რე­ბი­დან ამოჭ­რილ ფო­ტო­ებ­საც, სა­დაც ჩანს ავა­რი­ის მო­მენ­ტი.

იხი­ლეთ ავა­რი­ის ად­გი­ლას გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შემზარავი ავარია ხარკოვში: 20 წლის მძღოლმა წითელზე გაიარა და 6 ადამიანი იმსხვერპლა

შემზარავი ავარია ხარკოვში: 20 წლის მძღოლმა წითელზე გაიარა და 6 ადამიანი იმსხვერპლა

ხარკოვში 18 ოქტომბრის საღამოს მომხდარი ავარიის ფაქტზე, რომლის დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავარიაში დამნაშავე მძღოლი 20 წლის ოლენა ზაიცევაა. სამართალდამცველების ინფორმაციით, Lexus-ის მარკის ავტომობილის მძღოლი უკვე დაკავებულია.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 20:45 საათზე სუმსკის მოედანზე მოხდა. დიდი სისწრაფით მოძრავი "ლექსუსის" მარკის ჯიპმა შუქნიშნის წითელზე გაიარა, ტროტუარზე შევარდა და ფეხით მოსიარულეები გაიტანა. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. დაღუპულები ძირითადად ახალგაზრდები არიან, მათი ასაკი 26-35 წლამდე მერყეობს.

ხარკოვის პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს და 7-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უკრაინული მედია ავრცელებს სათვალთვალო კამერის კადრებიდან ამოჭრილ ფოტოებსაც, სადაც ჩანს ავარიის მომენტი.

იხილეთ ავარიის ადგილას გადაღებული ვიდეო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"