სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს
რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, გრი­გო­რი კა­რა­სი­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სურს, რომ რუ­სეთ­მა ტვირ­თე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბი ცალ­მხრივ ფორ­მატ­ში შე­ას­რუ­ლოს.

"შე­გახ­სე­ნებთ, რომ დო­კუ­მენ­ტი რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ავალ­დე­ბუ­ლებს შვე­ი­ცა­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სა­ვაჭ­რო ნა­კა­დე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ბა­ჟო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის წესი გა­მო­ი­ყე­ნონ. სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც გა­ირ­კვა, თბი­ლი­სის პო­ზი­ცია არ შეც­ვლი­ლა. იქ დღემ­დე სურთ, რომ რუ­სეთ­მა შე­თან­ხმე­ბა ცალ­მხრი­ვად შე­ას­რუ­ლოს, ხოლო სა­კუ­თარ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რიც კი არ სურთ. ასე არ გა­მო­ვა. თბი­ლისს მო­ვუ­წო­დებთ გა­ნა­ცხა­დოს მზა­ო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ერ შეს­რუ­ლე­ბა­ზე", - აღ­ნიშ­ნა კა­რა­სინ­მა სა­ა­გენ­ტო "რია ნო­ვოს­ტის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2011 წლის 9 ნო­ემ­ბერს შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ ჟე­ნე­ვა­ში, მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში რუ­სე­თის გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის შუ­ა­მავ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მთავ­რო­ბებ­მა დო­კუ­მენ­ტე­ბის პა­კეტს მო­ა­წე­რეს ხელი. პირ­ვე­ლი სა­ბა­ჟო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბი­სა და სა­სა­ქონ­ლო ბრუნ­ვის მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ხებ ორ­მხრი­ვი შე­თან­ხმე­ბაა, მე­ო­რე - ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მე­მო­რან­დუ­მი, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რი­ის, რო­გორც ნე­იტ­რა­ლუ­რი მე­სა­მე მხა­რის როლს გა­ნამ­ტკი­ცებს. მე­სა­მე: სა­მი­ვე მხა­რემ - სა­ქარ­თვე­ლომ, რუ­სეთ­მა და შვე­ი­ცა­რი­ამ გაც­ვა­ლეს დო­კუ­მენ­ტე­ბი იმ სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ნე­იტ­რა­ლუ­რი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის მოქ­მე­დე­ბის პი­რო­ბე­ბის გან­სა­ზღვრის მიზ­ნით, რო­მელ­საც მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მან­დატს შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბა მი­ა­ნი­ჭებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს სურს, რომ რუსეთმა ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების პირობები ცალმხრივ ფორმატში შეასრულოს.

"შეგახსენებთ, რომ დოკუმენტი რუსეთსა და საქართველოს ავალდებულებს შვეიცარული კომპანიის მონაწილეობით, სავაჭრო ნაკადების სპეციალური საბაჟო ადმინისტრირების წესი გამოიყენონ. სამწუხაროდ, როგორც გაირკვა, თბილისის პოზიცია არ შეცვლილა. იქ დღემდე სურთ, რომ რუსეთმა შეთანხმება ცალმხრივად შეასრულოს, ხოლო საკუთარ ვალდებულებებზე საუბარიც კი არ სურთ. ასე არ გამოვა. თბილისს მოვუწოდებთ განაცხადოს მზაობა საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერ შესრულებაზე", - აღნიშნა კარასინმა სააგენტო "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 9 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი. პირველი საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმებაა, მეორე - ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს განამტკიცებს. მესამე: სამივე მხარემ - საქართველომ, რუსეთმა და შვეიცარიამ გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს შვეიცარიის მთავრობა მიანიჭებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."