5 ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში

5 ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში

საქართველოში არც ისე ბევრია მსხვილი საწარმო, რომელიც პროდუქციას ქმნის და ექსპორტზე გააქვს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას თქმით, ყველაზე მსხვილი კომპანიები - "სოკარი", "გალფი" და "ვისოლი" ნავთობის იმპორტით არიან დაკავებული, ასევე მსხვილი კომპანიებია "სოკარ გაზი" და "საქართველოს რკინიგზა", თუმცა ისინი საკუთარ ნედლეულს არ აწარმოებენ. ბრუნვის, მოგების და საექსპორტო პოტენციალის მიხედვით საქართველოში მოქმედი ყველაზე მსხვილი საწარმოების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

"ჯორჯიან მანგანეზი"

"ჯორჯიან მანგანეზი" - ყოფილი "ჭიათურმანგანუმი" - ქალაქ ჭიათურაში მდებარეობს. მისი მფლობელია G.M. Georgian Manganese Holding Limited, რომელიც კვიპროსში რეგისტრირებული კომპანიაა. "ჯორჯიან მანგანეზი" მანგანუმის მადნის კონცენტრატის მოპოვებას და გადამუშავებას ახორციელებს ჭიათურისა და საჩხერის რაიონებში. 2006 წლიდან ამ კომპანიის საკუთრებაში შევიდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელობაშია ასევე "ჭიათურმანგანუმი" და "ვარციხეჰესიც".

რუსთავის "აზოტი"

ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილების ქიმიური საწარმო "აზოტი" აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელია სამხრეთ კავკასიაში. გადაწყვეტილება რუსთავის "აზოტის" ამოქმედების შესახებ მიიღეს მეტალურგიული ქარხნის პროდუქციის - კოქსის აირის არსებობის გამო - 1947 წელს. 1956 წლის 27 თებერვალს ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით, საწარმოში მიიღეს პირველი ამიაკი. სწორედ ეს თარიღია მიჩნეული საწარმოს დაბადების დღედ. 1991 წლის თებერვალში "აზოტმა" კოსმეტიკური პროდუქციაც გამოუშვა. დღეისთვის, რუსთავის "აზოტი" სიდიდით ერთ-ერთი პირველი სამრეწველო საწარმოა საქართველოში.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი