სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მყუდროება გრიგალის წინ" - რისთვის ემზადება აშშ ირანსა და ჩრდილო კორეასთან მიმართებაში
"მყუდროება გრიგალის წინ" - რისთვის ემზადება აშშ ირანსა და ჩრდილო კორეასთან მიმართებაში

ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, რე­გი­ონ­ში, სა­დაც ბოლო 50-60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სიმ­შვი­დე პრაქ­ტი­კუ­ლად არ ყო­ფი­ლა, ვი­თა­რე­ბა კვლავ სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე რჩე­ბა. სი­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე და­უს­რუ­ლე­ბე­ლი საბ­რო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და ქურ­თებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ორ­მა­გი პი­ლი­ტი­კის ფონ­ზე, ვა­შინგტო­ნი­სა და თე­ი­რა­ნის კონფრონ­ტა­ცია ახალ ძა­ლებს იკ­რეფს.

გა­სუ­ლი კვი­რის ბო­ლოს ტრამპმა თე­ი­რა­ნი ჩრდი­ლო კო­რე­ის­თვის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა­ში ღიად და­ა­და­ნა­შა­უ­ლა - "მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ირა­ნი აფი­ნან­სებს ჩრდი­ლო კო­რე­ას, მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თე­ი­რა­ნი ვაჭ­რობს ფხე­ნი­ან­თან, მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ისი­ნი აწარ­მო­ე­ბენ სხვა­დას­ხვა მო­პა­ლა­პა­კე­ბებს ჩრდი­ლო კო­რე­ას­თან და ყო­ვე­ლი­ვე ეს და­უშ­ვე­ბე­ლია".

ტრამ­პის ხმა­უ­რი­ან და ემო­ცი­ე­ბით სავ­სე გან­ცხა­დე­ბას თე­ი­რან­მა მა­ლე­ვე უპა­სუ­ხა - ირა­ნის გან­მარ­ტე­ბით, ისი­ნი აშშ-ის არ­მი­ას და მის ნე­ბის­მი­ერ ჯა­რის­კაცს ტე­რო­რის­ტუ­ლი და ექ­სტრე­მის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რად მი­იჩ­ნე­ვენ, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ვა­შინგტო­ნი ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის მცველ­თა კორ­პუ­სის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან გა­ი­გი­ვე­ბას გა­ბე­დავს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვა­ი­შინგტო­ნის გან­ცხა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, 5 ოქ­ტომ­ბერს გა­ზეთ­მა The Washington Post საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბა გა­ავ­რცე­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ტრამ­პი ირან­თან და­დე­ბუ­ლი ბირ­თვუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბას გეგ­მავს, რო­მე­ლიც აშშ-ის რე­ზი­დენ­ტის აზ­რით, ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ირან-აშშ-ს ურ­თი­ერ­თო­ბა კვლავ სან­ქცი­ე­ბის პე­როდს და­უბ­რუნ­დე­ბა და და­ძა­ბუ­ლი უფრთო­ერ­თო­ბის გან­მუხ­ტვის სა­ნაც­ვლოდ "ნა­ბი­ჯი წინ -

ორი ნა­ბი­ჯი უკან" კლა­სი­კურ მა­გა­ლითს მი­ვი­ღებთ.

გა­ზე­თის მიერ მოყ­ვა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ტრამ­პი გან­ცხა­დე­ბას 12 ოქ­ტომ­ბერს გა­ა­კე­თებს და ამ სა­კი­თხში კონ­გრე­სის მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბას შე­ეც­დე­ბა.

ის­ტო­რი­ულ შე­თან­ხმე­ბას, რო­მელ­მაც თე­ი­რა­ნის ატო­მურ პროგ­რა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მო­აგ­ვა­რა, ირან­მა და ექ­ვსმა სა­ერ­თა­შო­რი­სო შუ­ა­მა­ვალ­მა 2015 წლის 14 ივ­ლისს მი­აღ­წი­ეს. დო­კუ­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, ატო­მურ პროგ­რა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, გა­ე­როს უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო, აშშ და ევ­რო­კავ­ში­რი ირანს და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს მო­უხ­სნიდ­ნენ. აშშ-ის 45-ე პრე­ზი­დენ­ტის აზ­რით, ეს მისი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში "ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაა"

ტრამ­პის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ, თე­ი­რა­ნის მი­მართ გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბი ის­მის. ჩრდი­ლო კო­რე­ის და­ფი­ნან­სე­ბის გარ­და, აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი ირანს ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში და რე­გი­ონ­ში კრი­ზი­სის შექ­მნის მცდე­ლო­ბა­ში სდებს ბრალს.

ირა­ნის გარ­და, აშშ-ს მოს­ვე­ნე­ბას არც ჩრდი­ლო კო­რე­ის ბირ­თვულ-რა­კე­ტუ­ლი პროგ­რა­მა აძ­ლევს. ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის ყო­ვე­ლი მო­რი­გი გა­მოც­დის შემ­დეგ ვა­შინგტო­ნი ფხე­ნი­ანს რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბის ხე­ლოვ­ნურ ეს­კა­ლა­ცი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ით ემუქ­რე­ბა.

5 ოქ­ტომ­ბერს თეთრ სახ­ლში ქვეყ­ნის უმაღ­ლეს სამ­ხედ­რო წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას ტრამპმა "მყუდ­რო­ე­ბა გრი­გა­ლის წინ" უწო­და. თვის და­სა­წყის­ში აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­კუ­თა­რი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის ბილ კლინ­ტო­ნის, ჯორჯ ბუშ უმ­ცრო­სი­სა და ბა­რაქ ობა­მას­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას შეს­წევს ჩრდი­ლო კო­რე­უ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის უნა­რი. "ადა­მი­ან-რა­კე­ტას­თან 25 წლი­ან­მა თბილ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო. რა­ტომ უნდა ვე­ლო­დოთ შე­დეგს ახლა? კლინ­ტონ­მა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა გა­ნი­ცა­და, ბუშ­მა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა გა­ნი­ცა­და, ისე­ვე, რო­გორც ობა­მამ. მე წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა არ მექ­ნე­ბა", - ეს ცი­ტა­ტა ტრამპმა სა­კუ­თარ Twitter-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ორ­მა­გი მუ­ქა­რე­ბის ფონ­ზე, რე­ა­ლუ­რად კო­რე­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ვი­თა­რე­ბა ისევ და­ძა­ბუ­ლია. სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბის­თვის ამე­რი­კულ­მა სტრა­ტე­გი­ულ­მა ბომბდამ­შე­ნებ­მა ჩრდი­ლო კო­რე­ის სა­ზღვრე­ბის სი­ახ­ლო­ვეს რამ­დე­ნი­მე ფრე­ნა შე­ას­რუ­ლეს. შე­მოდ­გო­მის და­სა­წყის­ში სა­ა­ვი­ა­ციო და სა­არ­ტი­ლე­რიო სწავ­ლე­ბა სამ­ხრეთ კო­რე­ა­მაც ჩა­ა­ტა­რა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მყუდროება გრიგალის წინ" - რისთვის ემზადება აშშ ირანსა და ჩრდილო კორეასთან მიმართებაში

"მყუდროება გრიგალის წინ" - რისთვის ემზადება აშშ ირანსა და ჩრდილო კორეასთან მიმართებაში

ახლო აღმოსავლეთში, რეგიონში, სადაც ბოლო 50-60 წლის განმავლობაში სიმშვიდე პრაქტიკულად არ ყოფილა, ვითარება კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება. სირიაში მიმდინარე დაუსრულებელი საბროლო მოქმედებებისა და ქურთებთან მიმართებაში არსებული ორმაგი პილიტიკის ფონზე, ვაშინგტონისა და თეირანის კონფრონტაცია ახალ ძალებს იკრეფს.

გასული კვირის ბოლოს ტრამპმა თეირანი ჩრდილო კორეისთვის ფინანსური დახმარების გაწევაში ღიად დაადანაშაულა - "მე დარწმუნებული ვარ, რომ ირანი აფინანსებს ჩრდილო კორეას, მე დარწმუნებული ვარ, რომ თეირანი ვაჭრობს ფხენიანთან, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აწარმოებენ სხვადასხვა მოპალაპაკებებს ჩრდილო კორეასთან და ყოველივე ეს დაუშვებელია".

ტრამპის ხმაურიან და ემოციებით სავსე განცხადებას თეირანმა მალევე უპასუხა - ირანის განმარტებით, ისინი აშშ-ის არმიას და მის ნებისმიერ ჯარისკაცს ტერორისტული და ექსტრემისტული დაჯგუფების წევრად მიიჩნევენ, იმ შემთხვევაში თუ ვაშინგტონი ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციასთან გაიგივებას გაბედავს.

ოფიციალური ვაიშინგტონის განცხადებიდან რამდენიმე დღით ადრე, 5 ოქტომბერს გაზეთმა The Washington Post საკმაოდ საინტერესო ცნობა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ტრამპი ირანთან დადებული ბირთვული ხელშეკრულების გაუქმებას გეგმავს, რომელიც აშშ-ის რეზიდენტის აზრით, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება. ამის განხორციელების შემთხვევაში, ირან-აშშ-ს ურთიერთობა კვლავ სანქციების პეროდს დაუბრუნდება და დაძაბული უფრთოერთობის განმუხტვის სანაცვლოდ "ნაბიჯი წინ -

ორი ნაბიჯი უკან" კლასიკურ მაგალითს მივიღებთ.

გაზეთის მიერ მოყვანილი ინფორმაციით, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ტრამპი განცხადებას 12 ოქტომბერს გააკეთებს და ამ საკითხში კონგრესის მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდება.

ისტორიულ შეთანხმებას, რომელმაც თეირანის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარა, ირანმა და ექვსმა საერთაშორისო შუამავალმა 2015 წლის 14 ივლისს მიაღწიეს. დოკუმენტის საფუძველზე, ატომურ პროგრამასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულების სანაცვლოდ, გაეროს უსაფრთხოების საბჭო, აშშ და ევროკავშირი ირანს დაწესებულ სანქციებს მოუხსნიდნენ. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის აზრით, ეს მისი ქვეყნის ისტორიაში "ყველაზე საშინელი ხელშეკრულებაა"

ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, თეირანის მიმართ გაუთავებელი ბრალდებები ისმის. ჩრდილო კორეის დაფინანსების გარდა, აშშ-ს პრეზიდენტი ირანს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში და რეგიონში კრიზისის შექმნის მცდელობაში სდებს ბრალს.

ირანის გარდა, აშშ-ს მოსვენებას არც ჩრდილო კორეის ბირთვულ-რაკეტული პროგრამა აძლევს. ბალისტიკური რაკეტების ყოველი მორიგი გამოცდის შემდეგ ვაშინგტონი ფხენიანს რეგიონში ვითარების ხელოვნურ ესკალაციაში ადანაშაულებს და სამხედრო ინტერვენციით ემუქრება.

5 ოქტომბერს თეთრ სახლში ქვეყნის უმაღლეს სამხედრო წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ტრამპმა "მყუდროება გრიგალის წინ" უწოდა. თვის დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საკუთარი წინამორბედების ბილ კლინტონის, ჯორჯ ბუშ უმცროსისა და ბარაქ ობამასგან განსხვავებით, მას შესწევს ჩრდილო კორეული პრობლემის მოგვარების უნარი. "ადამიან-რაკეტასთან 25 წლიანმა თბილმა დამოკიდებულებამ შედეგი არ გამოიღო. რატომ უნდა ველოდოთ შედეგს ახლა? კლინტონმა წარუმატებლობა განიცადა, ბუშმა წარუმატებლობა განიცადა, ისევე, როგორც ობამამ. მე წარუმატებლობა არ მექნება", - ეს ციტატა ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

ორმაგი მუქარების ფონზე, რეალურად კორეასთან მიმართებაში ვითარება ისევ დაძაბულია. სექტემბრის ბოლოს ძალის დემონსტრირებისთვის ამერიკულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ჩრდილო კორეის საზღვრების სიახლოვეს რამდენიმე ფრენა შეასრულეს. შემოდგომის დასაწყისში საავიაციო და საარტილერიო სწავლება სამხრეთ კორეამაც ჩაატარა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე