სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გააძვირებს თუ არა გაზსაცავის მშენებლობა ბუნებრივი აირის ტარიფს?
გააძვირებს თუ არა გაზსაცავის მშენებლობა ბუნებრივი აირის ტარიფს?

გაზ­სა­ცავს, რო­გორც ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბას, არა­ერ­თი ქვე­ყა­ნა აშე­ნებს.

ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ო­ში 700-მდე გაზ­სა­ცა­ვია, აქე­დან ორი - აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ხოლო ერთი - სომ­ხეთ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­წის­ქვე­შა გაზ­სა­ცა­ვის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 80-90-იანი წლე­ბი­დან მსჯე­ლო­ბენ, მაგ­რამ ეს იდეა მხო­ლოდ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში გახ­და რე­ა­ლუ­რი, რად­გან ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ერთ-ერთი მო­თხოვ­ნით ქვე­ყა­ნას სტრა­ტე­გი­უ­ლი მა­რა­გე­ბი უნდა ჰქონ­დეს. სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გაზ­სა­ცა­ვის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2018 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში და­ი­წყე­ბა და 4 წე­ლი­წად­ში დას­რულ­დე­ბა. მი­წის­ქვე­შა სა­ცა­ვის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მას­ში 300 მი­ლი­ონ კუ­ბურ მეტ­რამ­დე გა­ზის შე­ნახ­ვა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს წლი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის 15%-ია. კორ­პო­რა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ გა­ზის მი­წის­ქვე­შა სა­ცა­ვის არ­სე­ბო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა ერთი-ორად ამაღ­ლდე­ბა. ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წის­ქვე­შა სა­ცა­ვის აშე­ნე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი და­უჯ­დე­ბა და ამ საქ­მე­ზე კრე­დი­ტით აღე­ბუ­ლი სო­ლი­დუ­რი თან­ხის და­ხარ­ჯვა არ ღირს. მათი აზ­რით, მზად უნდა ვი­ყოთ, რომ გაზ­სა­ცა­ვის აშე­ნე­ბას­თან ერ­თად სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფიც გაძ­ვირ­დე­ბა.

ამ სა­კი­თხზე "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" ენერ­გე­ტი­კის აკა­დე­მი­ის ვიცე-პრე­ზი­დენტს, ან­ზორ ჭი­თა­ნა­ვას ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ ქვე­ყა­ნას ასე­თი სა­ცა­ვი ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა:

- ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უფრო ადრე უნდა მიგ­ვე­ღო, მაგ­რამ ნათ­ქვა­მია - სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დრო­სო. ასე­თი გაზ­სა­ცა­ვი სომ­ხებ­საც აქვთ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­საც. ეს არის გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აირი. ზამ­თარ­ში, რა­ღაც მი­ზე­ზის გამო ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მო­წო­დე­ბა თუ შე­წყდე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბა და სა­წარ­მო­ე­ბი სწო­რედ ამ გაზ­სა­ცავ­მა უნდა მო­ა­მა­რა­გოს. ვერ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ტა­რი­ფი გა­ი­ზარ­დოს, რად­გან ტა­რი­ფე­ბის მა­ტე­ბას ვე­რა­ვინ შე­ა­ჩე­რებს, ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა ის არის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნი გახ­დეს. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში იზ­რდე­ბა ხელ­ფა­სი, პენ­სია და ხალ­ხი გა­და­სა­ხა­დებ­საც უპ­რობ­ლე­მოდ იხ­დის. კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­ში ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლის 49-50%-ს ხარ­ჯავს, მაგ­რამ რაც რჩე­ბათ, მათი ნორ­მა­ლუ­რი ყო­ფის­თვის სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გააძვირებს თუ არა გაზსაცავის მშენებლობა ბუნებრივი აირის ტარიფს?

გააძვირებს თუ არა გაზსაცავის მშენებლობა ბუნებრივი აირის ტარიფს?

გაზსაცავს, როგორც ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას, არაერთი ქვეყანა აშენებს.

ამჟამად მსოფლიოში 700-მდე გაზსაცავია, აქედან ორი - აზერბაიჯანში, ხოლო ერთი - სომხეთში. საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობაზე მეოცე საუკუნის 80-90-იანი წლებიდან მსჯელობენ, მაგრამ ეს იდეა მხოლოდ 21-ე საუკუნეში გახდა რეალური, რადგან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მოთხოვნით ქვეყანას სტრატეგიული მარაგები უნდა ჰქონდეს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის პირველ ნახევარში დაიწყება და 4 წელიწადში დასრულდება. მიწისქვეშა საცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც საქართველოს წლიური მოხმარების 15%-ია. კორპორაციაში აცხადებენ, რომ გაზის მიწისქვეშა საცავის არსებობით საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ერთი-ორად ამაღლდება. ექსპერტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის მიწისქვეშა საცავის აშენება ძალიან ძვირი დაუჯდება და ამ საქმეზე კრედიტით აღებული სოლიდური თანხის დახარჯვა არ ღირს. მათი აზრით, მზად უნდა ვიყოთ, რომ გაზსაცავის აშენებასთან ერთად სამომხმარებლო ტარიფიც გაძვირდება.

ამ საკითხზე "ბიზნესპრესნიუსი" ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ანზორ ჭითანავას ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყანას ასეთი საცავი ნამდვილად სჭირდება:

- ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა მიგვეღო, მაგრამ ნათქვამია - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. ასეთი გაზსაცავი სომხებსაც აქვთ და აზერბაიჯანელებსაც. ეს არის განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოსაყენებელი ბუნებრივი აირი. ზამთარში, რაღაც მიზეზის გამო ბუნებრივი აირის მოწოდება თუ შეწყდება, მოსახლეობა და საწარმოები სწორედ ამ გაზსაცავმა უნდა მოამარაგოს. ვერ გამოვრიცხავ, რომ ტარიფი გაიზარდოს, რადგან ტარიფების მატებას ვერავინ შეაჩერებს, ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ის არის, რომ მოსახლეობა გადახდისუნარიანი გახდეს. ყველა ქვეყანაში იზრდება ხელფასი, პენსია და ხალხი გადასახადებსაც უპრობლემოდ იხდის. კომუნალურ გადასახადებში ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობა თავისი შემოსავლის 49-50%-ს ხარჯავს, მაგრამ რაც რჩებათ, მათი ნორმალური ყოფისთვის სავსებით საკმარისია.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი