სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, შესაწირად გაიღონ სამი ცხვარი, ასევე ერთი დღე და ღამე ილოცონ და იმარხულონ
პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, შესაწირად გაიღონ სამი ცხვარი, ასევე ერთი დღე და ღამე ილოცონ და იმარხულონ

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე მრევლს ლოც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, კერ­ძოდ, ერთი დღე და ღამე ილო­ცონ და იმარ­ხუ­ლონ. პატ­რი­არ­ქის თქმით, მოკ­ლე ხან­ში მო­ამ­ზა­დე­ბენ ლოც­ვებს, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს სუ­ლი­ერ კი­ბე­ზე ას­ვლა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა, შე­სა­წი­რი უნდა იყოს სამი ცხვა­რი, რო­მე­ლიც გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

"ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი მი­დის წინ ან უკან. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია მი­დის წინ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მი­დის წინ. ეს ზო­გი­ერთს აღი­ზი­ა­ნებს. ჩვენ უკან ვერ და­ვი­ხევთ, ვერ წა­ვალთ უკან, ძა­ლი­ან ბევ­რს ვფიქ­რობთ იმის შე­სა­ხებ, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ მო­მა­ვალ­ში. რა უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ეს იყოს სათ­ნო ღვთი­სათ­ვის და სა­სარ­გებ­ლო ადა­მი­ა­ნის­თვის. ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, ამ 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რა გა­კეთ­და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­კეთ­და ის, რომ ჩვენ და­ვიბ­რუ­ნეთ უძ­ვე­ლე­სი ტი­პი­კო­ნი შვი­დი ლოც­ვი­სა. შვი­დი ლოც­ვა ღვთის დიდი წყა­ლო­ბაა. შვი­დი ლოც­ვა სას­წა­უ­ლებს ახ­დენს. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­ნახ­ლდა გვა­რე­ბის და­ლოც­ვა.

ჩვენ ვლო­ცავთ გვა­რებს, მაგ­რამ ალ­ბათ ეს არ არის საკ­მა­რი­სი. რა­ღაც უფრო უნდა გაძ­ლი­ერ­დეს ლოც­ვა. ჩვე­ნი ლოც­ვა არ არის ფა­ნა­ტი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბა. ჩვე­ნი ლოც­ვა უშუ­ა­ლო კავ­ში­რია ღმერ­თთან. ჩვენ ბევ­რი გვი­ფიქ­რია იმის შე­სა­ხებ, რო­გორ გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვე­ნი გვა­რე­ბი, ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი. ერ­თმა ჯგუფ­მა გა­მოთ­ქვა ასე­თი აზრი, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და ერთი დღე და ღამე გვარს ელო­ცა და ემარ­ხუ­ლა. თქვენ გახ­სოვთ, სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია, რომ ბო­რო­ტი ძალა ლოც­ვი­თა და მარ­ხვით გა­ნი­დევ­ნე­ბა. შე­მო­ვი­და აზრი და მე ძა­ლი­ან მომ­წონს ეს, რაც ძნე­ლი არ არის – ერთი დღე და ღამე ადა­მი­ან­მა ილო­ცოს და იმარ­ხუ­ლოს. იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ლოც­ვე­ბი – მად­ლო­ბის ლოც­ვე­ბი, წმინ­და სა­მე­ბის ლოც­ვე­ბი, ჩვენ უნდა და­ვი­წყოთ წმინ­და სა­მე­ბით, ამ წმინ­და ტაძ­რი­დან. და­ვუშ­ვათ, დღეს 12 სა­ა­თი­დან, მე­ო­რე დღის 12 სა­ა­თამ­დე წა­ი­კი­თხა­ვენ ლოც­ვებს. შე­სა­წი­რა­ვი უნდა იყოს სამი ცხვა­რი.

სამი ცხვა­რი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი­სათ­ვის. ვფიქ­რობ, ეს სა­ო­ცარ შე­დეგს მო­ი­ტანს. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ გაძ­ლი­ერ­დეს ხალ­ხში სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა. ძვე­ლი რო­მა­ე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის მგე­ლი­აო. ჩვენ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი ვართ და ამას ვერ ვი­ტყვით, ვერ ვი­მოქ­მე­დებთ ამ კა­ნო­ნით. ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის სიყ­ვა­რუ­ლია, ძმა არის და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ჩვენს ძმებს და­ვეხ­მა­როთ, ვინც არ უნდა იყოს. მით უმე­ტეს, თუ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნი და არის ცოდ­ვა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი, მას უნდა და­ვეხ­მა­როთ. ჩვენ მო­ვამ­ზა­დებთ ამ ლოც­ვებს და მოკ­ლე ხან­ში და­ვი­წყებთ ამ სუ­ლი­ერ კი­ბე­ზე ას­ვლას. ეს იქ­ნე­ბა სუ­ლი­ე­რი კიბე, რო­მე­ლიც სა­სუ­ფე­ველ­ში მიგ­ვიყ­ვანს", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას.

ილია მე­ო­რემ დღეს ორი გვა­რი: სან­თე­ლა­ძე­ე­ბი და სამ­თე­ლა­ძე­ე­ბი და­ლო­ცა. მრევლს კი მი­მარ­თა, მო­ემ­ზა­დონ სუ­ლი­ე­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, შესაწირად გაიღონ სამი ცხვარი, ასევე ერთი დღე და ღამე ილოცონ და იმარხულონ

პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, შესაწირად გაიღონ სამი ცხვარი, ასევე ერთი დღე და ღამე ილოცონ და იმარხულონ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს, კერძოდ, ერთი დღე და ღამე ილოცონ და იმარხულონ. პატრიარქის თქმით, მოკლე ხანში მოამზადებენ ლოცვებს, რომელიც ადამიანს სულიერ კიბეზე ასვლაში დაეხმარება.

გარდა ამისა, როგორც ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, შესაწირი უნდა იყოს სამი ცხვარი, რომელიც გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად გამოიყენება.

"ყოველი ადამიანი მიდის წინ ან უკან. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ეკლესია მიდის წინ, ქართველი ხალხი მიდის წინ. ეს ზოგიერთს აღიზიანებს. ჩვენ უკან ვერ დავიხევთ, ვერ წავალთ უკან, ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს იყოს სათნო ღვთისათვის და სასარგებლო ადამიანისთვის. ხშირად მეკითხებიან, ამ 40 წლის განმავლობაში რა გაკეთდა ყველაზე მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი გაკეთდა ის, რომ ჩვენ დავიბრუნეთ უძველესი ტიპიკონი შვიდი ლოცვისა. შვიდი ლოცვა ღვთის დიდი წყალობაა. შვიდი ლოცვა სასწაულებს ახდენს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდა გვარების დალოცვა.

ჩვენ ვლოცავთ გვარებს, მაგრამ ალბათ ეს არ არის საკმარისი. რაღაც უფრო უნდა გაძლიერდეს ლოცვა. ჩვენი ლოცვა არ არის ფანატიკური მოქმედება. ჩვენი ლოცვა უშუალო კავშირია ღმერთთან. ჩვენ ბევრი გვიფიქრია იმის შესახებ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი გვარები, ჩვენი ოჯახები. ერთმა ჯგუფმა გამოთქვა ასეთი აზრი, რომ კარგი იქნებოდა ერთი დღე და ღამე გვარს ელოცა და ემარხულა. თქვენ გახსოვთ, სახარებაში წერია, რომ ბოროტი ძალა ლოცვითა და მარხვით განიდევნება. შემოვიდა აზრი და მე ძალიან მომწონს ეს, რაც ძნელი არ არის – ერთი დღე და ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს. იქნება სპეციალური ლოცვები – მადლობის ლოცვები, წმინდა სამების ლოცვები, ჩვენ უნდა დავიწყოთ წმინდა სამებით, ამ წმინდა ტაძრიდან. დავუშვათ, დღეს 12 საათიდან, მეორე დღის 12 საათამდე წაიკითხავენ ლოცვებს. შესაწირავი უნდა იყოს სამი ცხვარი.

სამი ცხვარი გამოყენებული იქნება გაჭირვებული ოჯახებისათვის. ვფიქრობ, ეს საოცარ შედეგს მოიტანს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ხალხში სიყვარული და პატივისცემა. ძველი რომაელები ამბობენ, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ამას ვერ ვიტყვით, ვერ ვიმოქმედებთ ამ კანონით. ადამიანი ადამიანისთვის სიყვარულია, ძმა არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ძმებს დავეხმაროთ, ვინც არ უნდა იყოს. მით უმეტეს, თუ გაჭირვებულია ადამიანი და არის ცოდვაში ჩავარდნილი, მას უნდა დავეხმაროთ. ჩვენ მოვამზადებთ ამ ლოცვებს და მოკლე ხანში დავიწყებთ ამ სულიერ კიბეზე ასვლას. ეს იქნება სულიერი კიბე, რომელიც სასუფეველში მიგვიყვანს", - ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

ილია მეორემ დღეს ორი გვარი: სანთელაძეები და სამთელაძეები დალოცა. მრევლს კი მიმართა, მოემზადონ სულიერი მოღვაწეობისთვის.

საქართველოში ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი პაციენტი - როგორია ბოლო 24 საათის მონაცემები?

"საინტერესოა, ბატონი დავითი ჩვენთვის პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს" - თენგიზ ცერცვაძე ჭიჭინაძეს პასუხობს