ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

4 ოქტომბერს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა ამჯერად რუსთავის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებთან გამართა.

გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილესთან, კახა კობერიძესთან ერთად მოისმინა სფეროში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.

საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულებების ბენეფიციართა დაზღვევის სისტემის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისა და გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხებს.

"შევხვდით სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, რომლებიც წლების მანძილზე აქტიურად მოღვაწეობენ ჩვენს ქალაქში. დიალოგის რეჟიმში განვიხილეთ სფეროში არსებული ვითარება და დავსახეთ სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გრიგოლ ნემსაძე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."