მოძალადე მამაკაცს, რომელიც სამართალდამცველებმა 6 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების გამო დააკავეს, მაქსიმალურ სასჯელად 7 წლიანი პატიმრობა ელის. შსს-ს ინფორმაციით, მის წინააღმდეგ საქმე 141-ე მუხლით არის აღძრული, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და სასჯელის ზომად ჯარიმას, ანდა - თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.
AMBEBI.GE შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მოძალადე პოლიციამ 21 სექტემბერს დააკავა. შემთხვევა თბილიის ერთ-ერთ უბანში მოხდა.
შსს-ში ამბობენ, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობს, თუმცა სამართალდამცავ უწყებაში სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.