სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ტრაგიკული ავარია თბილისში: "ბიჭების დედები 2 თვის ინტერვალით დავკრძალეთ, ჯერ წელიც არ გასულა მათი გარდაცვალებიდან..."
ტრაგიკული ავარია თბილისში: "ბიჭების დედები 2 თვის ინტერვალით დავკრძალეთ, ჯერ წელიც არ გასულა მათი გარდაცვალებიდან..."

26 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, კუ­კი­ი­ის სა­საფ­ლა­ოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც 7 ადა­მი­ა­ნი იჯდა, ხეს შე­ას­კდა. ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა 4 ახალ­გაზ­რდა - ძმე­ბი: ტატო და და­ვით ხუნ­ჯუ­ე­ბი და მათი მე­გო­ბა­რი ასე­ვე ძმე­ბი - სერ­გო და ლე­ვან ლაშ­ქა­რა­ვე­ბი, მან­ქა­ნა­ში მყოფ­მა კი­დევ სამ­მა ახალ­გაზ­რდამ სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. ისი­ნი სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. და­შა­ვე­ბუ­ლებს ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­უ­ტარ­დათ, მათ გა­დარ­ჩე­ნას ექი­მე­ბი დღემ­დე ცდი­ლო­ბენ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ერთ-ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. ოთხი­ვე ახალ­გაზ­რდა ერთ უბან­ში - კუ­კი­ა­ზე გა­ი­ზარ­და, მათ­ზე წარ­სულ დრო­ში სა­უ­ბა­რი ყვე­ლას უჭირს. რო­გორც გა­ირ­კვა, ხუნ­ჯუ­ე­ბის და ლაშ­ქა­რა­ვე­ბის დე­დე­ბი კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე არი­ან დაკ­რძა­ლუ­ლე­ბი და იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს შვი­ლე­ბი მათ საფ­ლავ­ზე მი­ვიდ­ნენ. იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, როცა ეს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და.

ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა გუ­ლი­აშ­ვი­ლი ლაშ­ქა­რა­ვე­ბის მე­ზო­ბე­ლია, ის სა­შინ­ლად გა­ნიც­დის მომ­ხდარს და kvirispalitra.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ბი­ჭებს იხ­სე­ნებს:

"მთე­ლი უბა­ნი, მთე­ლი სა­ნაც­ნო­ბო გლო­ვობს ამ ბი­ჭებს, იმ­დე­ნად კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, რომ და­ზაფ­რუ­ლე­ბი ვართ მომ­ხდა­რით. გა­მორ­ჩე­უ­ლი, სა­ჯი­შე ბი­ჭე­ბი აღარ არი­ან. სერ­გო 38 წლის იყო, ლე­ვა­ნი 37 - ის, მათ კი­დევ ერთი უფ­რო­სი ძმა ჰყავთ, რო­მე­ლიც რუ­სეთ­შია და იქ შე­ი­ტყო ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი. ლე­ვანს 11 წლის შვი­ლი დარ­ჩა. სა­ო­ცა­რი ძმო­ბა ჰქონ­დათ ლაშ­ქა­რა­ვებს, სულ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით იყ­ვნენ. მამა ადრე გარ­და­ეც­ვა­ლათ და დედა და ბე­ბია ზრდიდ­ნენ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ბი­ჭე­ბი ბე­ბი­ის გაზ­რდი­ლე­ბი არი­ან, რად­გან დედა სულ მუ­შა­ობ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ბი­ჭე­ბის დე­დას სიმ­სივ­ნე ჰქონ­და და ერთი წელი არ არის, რაც გარ­და­იც­ვა­ლა. თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ უვ­ლიდ­ნენ შვი­ლე­ბი დე­დას, ევ­ლე­ბოდ­ნენ გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ტრაგიკული ავარია თბილისში: "ბიჭების დედები 2 თვის ინტერვალით დავკრძალეთ, ჯერ წელიც არ გასულა მათი გარდაცვალებიდან..."

ტრაგიკული ავარია თბილისში: "ბიჭების დედები 2 თვის ინტერვალით დავკრძალეთ, ჯერ წელიც არ გასულა მათი გარდაცვალებიდან..."

26 სექტემბერს, თბილისში, კუკიიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ავტომანქანა, რომელშიც 7 ადამიანი იჯდა, ხეს შეასკდა. ადგილზე დაიღუპა 4 ახალგაზრდა - ძმები: ტატო და დავით ხუნჯუები და მათი მეგობარი ასევე ძმები - სერგო და ლევან ლაშქარავები, მანქანაში მყოფმა კიდევ სამმა ახალგაზრდამ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ისინი სასწრაფოს ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულებს ოპერაციები ჩაუტარდათ, მათ გადარჩენას ექიმები დღემდე ცდილობენ, როგორც ამბობენ, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ოთხივე ახალგაზრდა ერთ უბანში - კუკიაზე გაიზარდა, მათზე წარსულ დროში საუბარი ყველას უჭირს. როგორც გაირკვა, ხუნჯუების და ლაშქარავების დედები კუკიის სასაფლაოზე არიან დაკრძალულები და იმ საბედისწერო დღეს შვილები მათ საფლავზე მივიდნენ. იქიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა.

ქალბატონი მანანა გულიაშვილი ლაშქარავების მეზობელია, ის საშინლად განიცდის მომხდარს და kvirispalitra.ge-სთან საუბარში ბიჭებს იხსენებს:

"მთელი უბანი, მთელი სანაცნობო გლოვობს ამ ბიჭებს, იმდენად კარგი ადამიანები იყვნენ, რომ დაზაფრულები ვართ მომხდარით. გამორჩეული, საჯიშე ბიჭები აღარ არიან. სერგო 38 წლის იყო, ლევანი 37 - ის, მათ კიდევ ერთი უფროსი ძმა ჰყავთ, რომელიც რუსეთშია და იქ შეიტყო ეს საშინელი ამბავი. ლევანს 11 წლის შვილი დარჩა. საოცარი ძმობა ჰქონდათ ლაშქარავებს, სულ ერთმანეთის გვერდით იყვნენ. მამა ადრე გარდაეცვალათ და დედა და ბებია ზრდიდნენ. ფაქტობრივად, ბიჭები ბებიის გაზრდილები არიან, რადგან დედა სულ მუშაობდა. სამწუხაროდ, ბიჭების დედას სიმსივნე ჰქონდა და ერთი წელი არ არის, რაც გარდაიცვალა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ უვლიდნენ შვილები დედას, ევლებოდნენ განაგრძეთ კითხვა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია