სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა მიზეზით უჩინარდებიან ადამიანები საქართველოში და რომელ რეგიონებშია ყველაზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული
რა მიზეზით უჩინარდებიან ადამიანები საქართველოში და რომელ რეგიონებშია ყველაზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2012 წლი­დან 2017 წლის 30 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 1053-ს.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რო­გო­რია ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და­კარ­გულ პირ­თა სტა­ტის­ტი­კა, რა არის უგზო-უკვლოდ და­კარ­გვის მი­ზე­ზი და ყვე­ლა­ზე ხში­რად რო­მელ რე­გი­ო­ნებ­ში იკარ­გე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი.

უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა პირი, რო­მე­ლიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­უ­ჩი­ნარ­და და­უდ­გე­ნე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი პი­რის მი­მართ სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი წარ­მო­ებს გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ად­გი­ლის მი­ხედ­ვით, შსს-ს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფის მიერ, ან გა­და­იგ­ზავ­ნე­ბა მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით, ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

შსს-დან მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 2012-2017 წლებ­ში უგზო-უკვლოდ 1053 ადა­მი­ა­ნი და­ი­კარ­გა. მათ­გან 350 - ქა­ლია, 703- მა­მა­კა­ცი. არას­რულ­წლო­ვან და­კარ­გულ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 128-ს. უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა შო­რის 25-44 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი ჭარ­ბო­ბენ.

აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში 749 ადა­მი­ა­ნის პოვ­ნა მო­ხერ­ხდა, აქე­დან 280 - ქალი, 469 კი მა­მა­კა­ცია. ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პე­რი­ოდ­ში არას­რულ­წლო­ვან მო­ძებ­ნილ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 113-ს. აქე­დან 48 - გო­გო­ნა, 65 - ბიჭი.

შსს სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბით პირ­თა უგზო-უკვლოდ და­კარ­გვის ძი­რი­თა­დი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ასე­თია:

  • გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი პი­რის ფსი­ქი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა
  • ალ­ცჰე­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა
  • ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა
  • ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბი/კონ­ფლიქ­ტე­ბი
  • წი­ნას­წარ გან­ზრახ­ვით ნა­თე­სა­ვებ­თან კავ­ში­რის გა­წყვე­ტა
  • სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბის შემ­დგომ გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
  • სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა
  • სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი
  • ტუ­რის­ტუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა/ლაშ­ქრო­ბა
  • მი­უ­სა­ფარ ბავშთა და სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლე­ბი­დან ბავ­შვე­ბის გაქ­ცე­ვა და სხვა
რაც შე­ე­ხე­ბა რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბას, მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ 2012 წლი­დან 2017 წლის ივ­ნი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, ყვე­ლა­ზე მეტი, 347 პირი თბი­ლის­შია და­კარ­გუ­ლი. და­ნარ­ჩე­ნი მო­ნა­ცე­მი, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბი­დან მოგ­ვა­წო­და, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო - 2012 წლი­დან 2017 წლის 30 ივ­ნი­სამ­დე იძებ­ნე­ბო­და 347 პირი, აქე­დან იპო­ვეს 261, იძებ­ნე­ბა 86.

ქვე­მო ქარ­თლის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო - იძებ­ნე­ბო­და 119 პირი, მო­ი­ძებ­ნა 90

კა­ხე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო - ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში ძებ­ნა გა­მო­ცხად­და 68 ადა­მი­ან­ზე, მო­ი­ძებ­ნა 46 პირი

შიდა ქარ­თლის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო - იძებ­ნე­ბო­და 83 პირი, მო­ძებ­ნეს 43

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო - იძებ­ნე­ბო­და 20, მო­ი­ძებ­ნა 16

გუ­რი­ის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო - 2012 წლი­დან 2017 წლის 30 ივ­ნი­სამ­დე იძებ­ნე­ბო­და 14 პირი, მო­ი­ძებ­ნა 12

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო - იძებ­ნე­ბო­და 23, მო­ი­ძებ­ნა 16 პირი

იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო სამ­მარ­თვე­ლო - აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში ძებ­ნა გა­მო­ცხად­და 192-ზე, მო­ი­ძებ­ნა 136

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო - იძებ­ნე­ბო­და 116 პირი, მო­ი­ძებ­ნა 88 ადა­მი­ა­ნი

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა მიზეზით უჩინარდებიან ადამიანები საქართველოში და რომელ რეგიონებშია ყველაზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული

რა მიზეზით უჩინარდებიან ადამიანები საქართველოში და რომელ რეგიონებშია ყველაზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა რაოდენობა შეადგენს 1053-ს.

AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორია ბოლო წლებში საქართველოში დაკარგულ პირთა სტატისტიკა, რა არის უგზო-უკვლოდ დაკარგვის მიზეზი და ყველაზე ხშირად რომელ რეგიონებში იკარგებიან ადამიანები.

უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება პირი, რომელიც მოულოდნელად გაუჩინარდა დაუდგენელი მიზეზების გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მიმართ სამძებრო სამუშაოები წარმოებს განცხადების საფუძველზე, გაუჩინარების ადგილის მიხედვით, შსს-ს შესაბამისი დანაყოფის მიერ, ან გადაიგზავნება მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

შსს-დან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2012-2017 წლებში უგზო-უკვლოდ 1053 ადამიანი დაიკარგა. მათგან 350 - ქალია, 703- მამაკაცი. არასრულწლოვან დაკარგულ პირთა რაოდენობა შეადგენს 128-ს. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის 25-44 წლამდე ასაკის ადამიანები ჭარბობენ.

აღნიშნულ პერიოდში 749 ადამიანის პოვნა მოხერხდა, აქედან 280 - ქალი, 469 კი მამაკაცია. ზემოხსენებულ პერიოდში არასრულწლოვან მოძებნილ პირთა რაოდენობა შეადგენს 113-ს. აქედან 48 - გოგონა, 65 - ბიჭი.

შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით პირთა უგზო-უკვლოდ დაკარგვის ძირითადი გარემოებები ასეთია:

  • გაუჩინარებული პირის ფსიქიური დაავადება
  • ალცჰეიმერის დაავადება
  • ჯანმრთელობის მდგომარეობა
  • ოჯახური პრობლემები/კონფლიქტები
  • წინასწარ განზრახვით ნათესავებთან კავშირის გაწყვეტა
  • საზღვარგარეთ გამგზავრების შემდგომ გაურკვეველი მიზეზით გაუჩინარება
  • სტიქიური უბედურება
  • საომარი მოქმედებები
  • ტურისტული მოგზაურობა/ლაშქრობა
  • მიუსაფარ ბავშთა და საოჯახო ტიპის სახლებიდან ბავშვების გაქცევა და სხვა
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა რაოდენობას, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2012 წლიდან 2017 წლის ივნისის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 347 პირი თბილისშია დაკარგული. დანარჩენი მონაცემი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს რეგიონების სამმართველოებიდან მოგვაწოდა, ასე გამოიყურება:

თბილისის მთავარი სამმართველო - 2012 წლიდან 2017 წლის 30 ივნისამდე იძებნებოდა 347 პირი, აქედან იპოვეს 261, იძებნება 86.

ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო - იძებნებოდა 119 პირი, მოიძებნა 90

კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო - ზემოთ აღნიშნულ პერიოდში ძებნა გამოცხადდა 68 ადამიანზე, მოიძებნა 46 პირი

შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო - იძებნებოდა 83 პირი, მოძებნეს 43

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო - იძებნებოდა 20, მოიძებნა 16

გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო - 2012 წლიდან 2017 წლის 30 ივნისამდე იძებნებოდა 14 პირი, მოიძებნა 12

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო - იძებნებოდა 23, მოიძებნა 16 პირი

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველო - აღნიშნულ პერიოდში ძებნა გამოცხადდა 192-ზე, მოიძებნა 136

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო - იძებნებოდა 116 პირი, მოიძებნა 88 ადამიანი

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი