სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"აფხაზეთი რუსეთის იყო და 10 წელიწადში მთლიანად ჩვენი გახდებაო..." - რას ყვება უცხოეთში მცხოვრები ქართველი რუსების დამოკიდებულებაზე
"აფხაზეთი რუსეთის იყო და 10 წელიწადში მთლიანად ჩვენი გახდებაო..." - რას ყვება უცხოეთში მცხოვრები ქართველი რუსების დამოკიდებულებაზე

რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ სა­ინ­ფორ­მა­ციო ომს წლე­ბია ახორ­ცი­ე­ლებს, რაც ცხა­დია აი­სა­ხე­ბა ამ ორი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წილს სა­კუ­თა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კის გამო, სოჭი რუ­სე­თის სა­კუთ­რე­ბად მი­აჩ­ნია და ახ­ლან­დელ ვი­თა­რე­ბა­საც სა­მარ­თლი­ანს უწო­დებს.

რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი არამ­ხო­ლოდ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ მის ფარ­გლებს გა­რე­თაც იკ­ვე­თე­ბა. ეკა ჭე­ლი­ძე, რო­მე­ლიც უკვე 10 წე­ლია ვე­ნა­ში ცხოვ­რობს, AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ მას არა­ერ­თხელ გა­მო­უც­დია რუსი ტუ­რის­ტე­ბის უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ამის ნა­თელ მა­გა­ლი­თად კი ერთ შემ­თხვე­ვას იხ­სე­ნებს, როცა აგ­ვის­ტოს ომის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად, ქარ­თვე­ლებ­მა ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია ჩა­ა­ტა­რეს:

"ამ ზა­ფხულს აგ­ვის­ტოს ომის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის­გან უფ­ლე­ბა ავი­ღეთ და ვე­ნა­ში, მთა­ვარ მო­ე­დან­ზე, სა­დაც თავს ყვე­ლა­ზე მეტი ტუ­რის­ტი იყ­რის, აქ­ცია ჩა­ვა­ტა­რეთ. ტრან­სპა­რან­ტებ­ზე ჩან­და, რომ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ას ახ­დენს, რაც იქ გამ­ვლელ რუ­სებს, აშ­კა­რად არ ესი­ა­მოვ­ნათ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან მი­ვი­და ორი რუსი ახალ­გაზ­რდა და საყ­ვე­დუ­რით მი­მარ­თეს, რა­ტომ გვაძ­ლევ­დნენ აქ­ცი­ის გა­მარ­თვის უფ­ლე­ბას. მერე ჩვენ­თან მო­ვიდ­ნენ და გვი­თხრეს, ტყუ­ი­ლად აპ­რო­ტეს­ტებთ, აფხა­ზე­თი მა­ინც რუ­სე­თის იყო და 10 წე­ლი­წად­ში უკვე მთლი­ა­ნად ჩვე­ნი გახ­დე­ბაო. გა­ივ­ლიდ­ნენ ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც აგ­რე­სი­ას გა­მო­ხა­ტავ­დნენ, ერ­თმა წყვილ­მა შუა თი­თიც კი დაგ­ვა­ნა­ხა," - იხ­სე­ნებს ეკა ჭე­ლი­ძე და დას­ძენს, რომ ტრან­სპა­რან­ტებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი­თხუ­ლობ­დნენ და რუ­სებ­ში აგ­რე­სი­ას ესეც იწ­ვევ­და.

მი­სი­ვე თქმით, ახლა მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვე­ბი არა­ფე­რია 2008 წლის ომის დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან. რო­გორც ეკა ჭე­ლი­ძე იხ­სე­ნებს, მა­შინ რუ­სე­ბი ქარ­თვე­ლებს ვე­ნა­ში ფი­ზი­კუ­რა­დაც და­უ­პი­რის­პირ­დნენ, რის შე­დე­გა­დაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი მათ­გა­ნი და­ა­კა­ვეს კი­დეც:

"ზოგი გვე­უბ­ნე­ბო­და, წა­დით და თქვენს სახ­ლებ­ში იყ­ვი­რე­თო, პლა­კა­ტებ­საც კი გვი­ხევ­დნენ. რუ­სებს არც მა­შინ მოს­წონ­დათ და არც ახლა არ სი­ა­მოვ­ნებთ, აგ­ვის­ტოს ომს რომ ვაპ­რო­ტეს­ტებთ, ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა სი­მარ­თლეც კი არ იცის. მა­გა­ლი­თად, სტუ­დენ­ტი რომ გავ­ხდი, ერთი რუსი კურ­სე­ლი მყავ­და, რო­მელ­საც ეგო­ნა, რომ სოჭი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რია იყო და რე­ა­ლუ­რად, რუ­სეთ­მა ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პი­რე­ბა კი არ მო­ახ­დი­ნა, არა­მედ იქ მცხოვ­რე­ბი ხალ­ხი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ასე­ვე ეგო­ნა, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დო­და და რუ­სუ­ლად და­ი­ლა­პა­რა­კებ­და, მას აუ­ცი­ლებ­ლად ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დე­ბოდ­ნენ, რაც ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ რუ­სეთ­ში ერთი პე­რი­ო­დი, ნამ­დვი­ლად ხდე­ბო­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რუ­სე­ბის ნა­წილს სა­კუ­თა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბებ­ზე ზუს­ტი წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს. ის, რომ რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ანექ­სია მო­ახ­დი­ნა, ვე­ნა­ში ლექ­ტო­რებ­მა და სტუ­დენ­ტებ­მაც არ იცი­ან, რაც ჩემი აზ­რით, ჩვე­ნი ბრა­ლი­ცაა, რად­გან ამ პრობ­ლე­მის საკ­მა­რი­სად პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას არ ვახ­დენთ," - აღ­ნიშ­ნავს ეკა ჭე­ლი­ძე.

ავ­სტრი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლის გან­მარ­ტე­ბით, რუ­სე­ბი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად, მა­შინ ხდე­ბი­ან, რო­დე­საც ყუ­რა­დღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ა­ზე მახ­ვილ­დე­ბა, -"სხვა შემ­თხვე­ვა­ში და სხვა დროს, არ­ცერ­თი რუ­სის მხრი­დან არ ყო­ფი­ლა და­პი­რის­პი­რე­ბა, ხში­რად აქ რა­ღა­ცებ­ში მეხ­მა­რე­ბი­ან კი­დეც, მა­გა­ლი­თად, საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში," - დას­ძენს ეკა ჭე­ლი­ძე.

რა­ტომ აქვს რუ­სე­ბის ნა­წილს ქარ­თვე­ლე­ბი­სა და აგ­ვის­ტოს ომის მი­მართ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა? სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლისტ გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ეს რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა:

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­წყო­ბე­ბი იმ სა­ინ­ფორ­მა­ციო ფო­ნის მი­ხედ­ვით ყა­ლიბ­დე­ბა, რო­მელ­საც კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ქვეყ­ნის შიგ­ნი­თა თუ გა­რეთ წარ­მარ­თავს. ცხა­დია, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სე­ბის დიდ ნა­წილს არ აქვს, ერთი ნა­წი­ლი კი მოქ­ცე­უ­ლია იმ სა­ინ­ფორ­მა­ციო ველ­ში, რო­მე­ლიც ირ­წმუ­ნე­ბა, რომ რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია კი არ მო­ახ­დი­ნა, არა­მედ იმ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რე­ბი ერე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბის­გან გა­და­არ­ჩი­ნა. ცხა­დია, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. არ ვიცი, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის საკ­მა­ოდ დიდი ნა­წილს ინ­ტერ­ნეტ­თან ხელი არ მი­უწ­ვდე­ბა, ხოლო ვი­საც მი­უწ­ვდე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად ეც­ნო­ბა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ და­წე­რილ კრი­ტი­კულ მა­სა­ლებს," - გან­მარ­ტავს გობ­რო­ნი­ძე.

სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პი­რე­ბის შე­სა­ხებ უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის ვერ­მი­წო­დე­ბა, შე­სა­ბა­მის სფე­რო­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­მო­უც­დე­ლო­ბა­საც უკავ­შირ­დე­ბა:

"ჩვენს ქვე­ყა­ნას არ გა­აჩ­ნია ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კა, ამ ყვე­ლა­ფერს ახლა ვი­წყებთ, ყვე­ლა­ფე­რი სირ­თუ­ლე­ებს უკავ­შირ­დე­ბა. გვინ­და თუ არა, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან სა­ინ­ფორ­მა­ციო ომს ვა­წარ­მო­ებთ, ასეთ დროს კი, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად, ემო­ცი­უ­რი მარ­კე­რე­ბი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი, ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კას პრაგ­მა­ტიზ­მი აკ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, შე­დე­გიც სა­ხე­ზეა. ასე­ვე, პრობ­ლე­მაა, რომ უცხო­ეთ­ში არ­სე­ბულ­მა აკა­დე­მი­ურ­მა გა­რე­მოც­ვამ ჩვენს შე­სა­ხებ არ იცის, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა თით­ქმის არ იქ­მნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზღვარ­გა­რეთ ვერ ეც­ნო­ბი­ან და ჩვენს შე­სა­ხე­ბაც ცოტა რამ სმე­ნი­ათ," - გან­მარ­ტავს გობ­რო­ნი­ძე.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ისე არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მიერ უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან ოკუ­პა­ცი­ის პრობ­ლე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, მუდ­მი­ვად უნდა ხდე­ბო­დეს.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"აფხაზეთი რუსეთის იყო და 10 წელიწადში მთლიანად ჩვენი გახდებაო..." - რას ყვება უცხოეთში მცხოვრები ქართველი რუსების დამოკიდებულებაზე

"აფხაზეთი რუსეთის იყო და 10 წელიწადში მთლიანად ჩვენი გახდებაო..." - რას ყვება უცხოეთში მცხოვრები ქართველი რუსების დამოკიდებულებაზე

რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს წლებია ახორციელებს, რაც ცხადია აისახება ამ ორი ქვეყნის მოქალაქეების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაზე. მაგალითად, რუსეთის მოქალაქეების ნაწილს საკუთარი ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკის გამო, სოჭი რუსეთის საკუთრებად მიაჩნია და ახლანდელ ვითარებასაც სამართლიანს უწოდებს.

რუსული პროპაგანდის უარყოფითი შედეგი არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც იკვეთება. ეკა ჭელიძე, რომელიც უკვე 10 წელია ვენაში ცხოვრობს, AMBEBI.GE-ს უყვება, რომ მას არაერთხელ გამოუცდია რუსი ტურისტების უარყოფითი დამოკიდებულება. ამის ნათელ მაგალითად კი ერთ შემთხვევას იხსენებს, როცა აგვისტოს ომის გასაპროტესტებლად, ქართველებმა ავსტრიის დედაქალაქში საპროტესტო აქცია ჩაატარეს:

"ამ ზაფხულს აგვისტოს ომის გასაპროტესტებლად ქალაქის მთავრობისგან უფლება ავიღეთ და ვენაში, მთავარ მოედანზე, სადაც თავს ყველაზე მეტი ტურისტი იყრის, აქცია ჩავატარეთ. ტრანსპარანტებზე ჩანდა, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპაციას ახდენს, რაც იქ გამვლელ რუსებს, აშკარად არ ესიამოვნათ. სამართალდამცველებთან მივიდა ორი რუსი ახალგაზრდა და საყვედურით მიმართეს, რატომ გვაძლევდნენ აქციის გამართვის უფლებას. მერე ჩვენთან მოვიდნენ და გვითხრეს, ტყუილად აპროტესტებთ, აფხაზეთი მაინც რუსეთის იყო და 10 წელიწადში უკვე მთლიანად ჩვენი გახდებაო. გაივლიდნენ ოჯახები, რომლებიც აგრესიას გამოხატავდნენ, ერთმა წყვილმა შუა თითიც კი დაგვანახა," - იხსენებს ეკა ჭელიძე და დასძენს, რომ ტრანსპარანტებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები კითხულობდნენ და რუსებში აგრესიას ესეც იწვევდა.

მისივე თქმით, ახლა მომხდარი შემთხვევები არაფერია 2008 წლის ომის დროს განვითარებულ მოვლენებთან. როგორც ეკა ჭელიძე იხსენებს, მაშინ რუსები ქართველებს ვენაში ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა ორი მათგანი დააკავეს კიდეც:

"ზოგი გვეუბნებოდა, წადით და თქვენს სახლებში იყვირეთო, პლაკატებსაც კი გვიხევდნენ. რუსებს არც მაშინ მოსწონდათ და არც ახლა არ სიამოვნებთ, აგვისტოს ომს რომ ვაპროტესტებთ, ზოგიერთმა მათგანმა სიმართლეც კი არ იცის. მაგალითად, სტუდენტი რომ გავხდი, ერთი რუსი კურსელი მყავდა, რომელსაც ეგონა, რომ სოჭი რუსეთის ტერიტორია იყო და რეალურად, რუსეთმა ჩვენი ტერიტორიების ოკუპირება კი არ მოახდინა, არამედ იქ მცხოვრები ხალხი გაათავისუფლა. ასევე ეგონა, რომ თუ საქართველოში ჩამოვიდოდა და რუსულად დაილაპარაკებდა, მას აუცილებლად ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, რაც ქართველების მიმართ რუსეთში ერთი პერიოდი, ნამდვილად ხდებოდა. აქედან გამომდინარე, რუსების ნაწილს საკუთარი ხელისუფლების ქმედებებზე ზუსტი წარმოდგენა არ აქვს. ის, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ანექსია მოახდინა, ვენაში ლექტორებმა და სტუდენტებმაც არ იციან, რაც ჩემი აზრით, ჩვენი ბრალიცაა, რადგან ამ პრობლემის საკმარისად პოპულარიზაციას არ ვახდენთ," - აღნიშნავს ეკა ჭელიძე.

ავსტრიაში მცხოვრები ქართველის განმარტებით, რუსები აგრესიულები ძირითადად, მაშინ ხდებიან, როდესაც ყურადღება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე მახვილდება, -"სხვა შემთხვევაში და სხვა დროს, არცერთი რუსის მხრიდან არ ყოფილა დაპირისპირება, ხშირად აქ რაღაცებში მეხმარებიან კიდეც, მაგალითად, საქველმოქმედო ღონისძიებებში," - დასძენს ეკა ჭელიძე.

რატომ აქვს რუსების ნაწილს ქართველებისა და აგვისტოს ომის მიმართ ასეთი დამოკიდებულება? საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გიორგი გობრონიძის განმარტებით, ეს რუსული პროპაგანდის დამსახურებაა:

"საზოგადოებრივი განწყობები იმ საინფორმაციო ფონის მიხედვით ყალიბდება, რომელსაც კონკრეტული სახელმწიფო ქვეყნის შიგნითა თუ გარეთ წარმართავს. ცხადია, საქართველოს მიმართ ასეთი აგრესიული დამოკიდებულება რუსების დიდ ნაწილს არ აქვს, ერთი ნაწილი კი მოქცეულია იმ საინფორმაციო ველში, რომელიც ირწმუნება, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კი არ მოახდინა, არამედ იმ ტერიტორიებზე მცხოვრები ერები განადგურებისგან გადაარჩინა. ცხადია, ეს ხელისუფლების დამსახურებაა. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ ბოლო პერიოდში კვლევებმა აჩვენა, რომ რუსეთის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილს ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდება, ხოლო ვისაც მიუწვდება, საინტერესოა, რამდენად ეცნობა საკუთარი ქვეყნის შესახებ დაწერილ კრიტიკულ მასალებს," - განმარტავს გობრონიძე.

სპეციალისტის თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების შესახებ უცხოეთის მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ვერმიწოდება, შესაბამის სფეროში ჩვენი ქვეყნის გამოუცდელობასაც უკავშირდება:

"ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, ამ ყველაფერს ახლა ვიწყებთ, ყველაფერი სირთულეებს უკავშირდება. გვინდა თუ არა, რუსეთის ფედერაციასთან საინფორმაციო ომს ვაწარმოებთ, ასეთ დროს კი, სამწუხაროდ, ჩვენი განცხადებები ძირითადად, ემოციური მარკერებითაა გაჯერებული, ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკას პრაგმატიზმი აკლია, შესაბამისად, შედეგიც სახეზეა. ასევე, პრობლემაა, რომ უცხოეთში არსებულმა აკადემიურმა გარემოცვამ ჩვენს შესახებ არ იცის, რადგან საქართველოში სამეცნიერო ლიტერატურა თითქმის არ იქმნება, შესაბამისად, საზღვარგარეთ ვერ ეცნობიან და ჩვენს შესახებაც ცოტა რამ სმენიათ," - განმარტავს გობრონიძე.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ასევე აღნიშნავს, რომ როგორც ხელისუფლების, ისე არასამთავრობო სექტორის მიერ უცხოელ კოლეგებთან ოკუპაციის პრობლემაზე საუბარი, მუდმივად უნდა ხდებოდეს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

"თავის ტკივილი და თავბრუსხვევა აწუხებდა" - როგორია საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის მდგომარეობა, რომელსაც 5 ივლისს თავს დაესხნენ

"მიჰაუსმა" 1-წლის იუბილეზე გრანდიოზული პრიზები გაათამაშა

"ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფი, რომელსაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, კლინიკიდან გაწერეს