ევროკომისია 500 მილიონ ევროს გამოუყოფს ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკიდან 50 ათას მიგრანტს მიიღებენ. ამის შესახებ ბრიუსელში ევროპის კავშირის კომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა.
"ჩვენ ალტერნატივა უნდა შევუქმნათ სახიფათო მარშრუტებს, რომლითაც ევროპაში არალეგალი მიგრანტები ხვდებიან", - აღნიშნა ავრამოპულოსმა.
საუბარია მიგრანტებზე ლიბიიდან, ეგვიპტედან, ნიგერიდან, სუდანიდან, ჩადიდან და ეთიოპიიდან.
ევროკავშირის 11-მა ქვეყანამ 14 ათასი მიგრანტის მიღების მზაობა უკვე გამოთქვა.