სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბათუმში Check in Georgia-ს მხარდაჭერით საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი - Ad Black Sea იმართება
ბათუმში Check in Georgia-ს მხარდაჭერით საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი - Ad Black Sea იმართება

21-23 სექ­ტემ­ბერს ბა­თუმ­ში Check in Georgia-ს მხარ­და­ჭე­რით სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­რეკ­ლა­მო ფეს­ტი­ვა­ლი - Ad Black Sea იმარ­თე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­ა­გენ­ტოს ასო­ცი­ა­ცია და უკ­რა­ი­ნის სა­რეკ­ლა­მო კო­ა­ლი­ცია არი­ან. სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბა­თუმ­ში, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­რეკ­ლა­მო ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­იყ­რი­ან თავს.

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ და­ეს­წრონ სე­მი­ნა­რებს და მი­ი­ღონ უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცია სა­რეკ­ლა­მო ინ­დუსტრი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ტრენ­დე­ბის შე­სა­ხებ. ფეს­ტი­ვა­ლი სა­რეკ­ლა­მო ინ­დუსტრი­ის მოღ­ვა­წე­ე­ბის, ექ­სპერ­ტე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ე­დანს წარ­მო­ად­გენს.

AD Black Sea 2017-ის მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­რეკ­ლა­მო ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბა, სა­რეკ­ლა­მო პრო­დუქ­ტე­ბის ხა­რის­ხის გაზ­რდა და ამას­თან, მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბაა. წელს ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მსოფ­ლი­ოს 20-მდე ქვეყ­ნის სა­რეკ­ლა­მო ბიზ­ნეს­ში და­საქ­მე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ პრო­დუქ­ცი­ას წარ­მო­ად­გე­ნენ. სა­რეკ­ლა­მო-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ბაზ­რის მო­თა­მა­შე­ე­ბი კრე­ა­ტი­ულ სა­რეკ­ლა­მო პრო­ექ­ტებს წა­რად­გე­ნენ 10 ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე: Film, Film & Craft, Print & Publishing, Out of Home, Radio, Design & Branding, Digital & Mobile, Advertising Campaigns, Media, Branding Content & Visual Storytelling.

ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ებს, ტრა­დი­ცი­უ­ლად, შე­ა­ფა­სებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რი, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც შე­დი­ან სა­რეკ­ლა­მო სფე­როს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლე­ბი­სა და კონ­კურ­სე­ბის არა­ერ­თგზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი. ჟი­უ­რი გა­მარ­ჯვე­ბულ მო­ნა­წი­ლე­ებს ოქ­როს, ბრინ­ჯა­ო­სა და ვერ­ცხლის მედ­ლე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვებს. სა­უ­კე­თე­სო კომ­პა­ნი­ას კი გა­და­ე­ცე­მა გრან-პრი. ფი­ნა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი 23 სექ­ტემ­ბერს AD Black Sea 2017-ის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გა­მო­ცხად­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ფეს­ტი­ვა­ლი AD Black Sea პირ­ვე­ლად 2015 წელს ჩა­ტარ­და და პირ­ვე­ლი­ვე წელს არა­მარ­ტო ქარ­თუ­ლი, არა­მედ მთე­ლი რე­გი­ო­ნის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. 2017 წელს კი ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფო პრო­ექ­ტის Check in Georgia-ს ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბათუმში Check in Georgia-ს მხარდაჭერით საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი - Ad Black Sea იმართება

ბათუმში Check in Georgia-ს მხარდაჭერით საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი - Ad Black Sea იმართება

21-23 სექტემბერს ბათუმში Check in Georgia-ს მხარდაჭერით საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი - Ad Black Sea იმართება. ფესტივალის ორგანიზატორები საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოს ასოციაცია და უკრაინის სარეკლამო კოალიცია არიან. სამი დღის განმავლობაში, ბათუმში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები მოიყრიან თავს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ სემინარებს და მიიღონ უახლესი ინფორმაცია სარეკლამო ინდუსტრიაში არსებული ტრენდების შესახებ. ფესტივალი სარეკლამო ინდუსტრიის მოღვაწეების, ექსპერტებისა და სპეციალისტებისთვის საერთაშორისო მოედანს წარმოადგენს.

AD Black Sea 2017-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და ამასთან, მონაწილეების წახალისებაა. წელს ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის სარეკლამო ბიზნესში დასაქმებული კომპანიები, რომლებიც თავიანთ პროდუქციას წარმოადგენენ. სარეკლამო-საკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეები კრეატიულ სარეკლამო პროექტებს წარადგენენ 10 ნომინაციაზე: Film, Film & Craft, Print & Publishing, Out of Home, Radio, Design & Branding, Digital & Mobile, Advertising Campaigns, Media, Branding Content & Visual Storytelling.

ფესტივალში მონაწილეებს, ტრადიციულად, შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სარეკლამო სფეროს მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები, საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების არაერთგზის გამარჯვებულები. ჟიური გამარჯვებულ მონაწილეებს ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვებს. საუკეთესო კომპანიას კი გადაეცემა გრან-პრი. ფინალური შედეგები 23 სექტემბერს AD Black Sea 2017-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდება.

საქართველოში ფესტივალი AD Black Sea პირველად 2015 წელს ჩატარდა და პირველივე წელს არამარტო ქართული, არამედ მთელი რეგიონის ყურადღება მიიპყრო. 2017 წელს კი ღონისძიება სახელმწიფო პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი