სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გურამ ახალაია - პაატა ბურჭულაძე შეურაცხყოფილი და აღშფოთებულია
 გურამ ახალაია - პაატა ბურჭულაძე შეურაცხყოფილი და აღშფოთებულია

ფონდ "იავ­ნა­ნას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი და აღ­შფო­თე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა, გუ­რამ ახა­ლა­ი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუ­სის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, ესა­უბ­რა თუ არა ის ბურ­ჭუ­ლა­ძეს და რას ფიქ­რობს მსოფ­ლიო ბანი, ახა­ლა­ი­ამ უპა­სუ­ხა, რომ "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლია, აღ­შფო­თე­ბუ­ლია და იმე­დი აქვს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ საქ­მეს გა­მო­ი­ძი­ებს და შე­სა­ბა­მის დას­კვნას და­დებს".

მი­სი­ვე თქმით, ბურ­ჭუ­ლა­ძე მის მი­მართ გაჟ­ღე­რე­ბულ ბრალ­დე­ბებს არ იზი­ა­რებს. "მი­ვე­სალ­მე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა იმ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც წა­რად­გი­ნეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა. ჩვე­ნი ფონ­დი ყო­ველ­თვის გამჭვირ­ვა­ლე იყო, ყო­ველ­თვის აბა­რებ­და ხალ­ხს ან­გა­რიშს და იყო აუ­დი­ტის დას­კვნაც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. მზად ვართ ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან. მივ­ცეთ ყვე­ლა მა­სა­ლა, რაც ხელთ გვაქვს. რა ინ­ფორ­მა­ცი­აც გავ­რცელ­და, ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იყო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას­თან შე­და­რე­ბის გა­რე­შე", - გა­ნა­ცხა­და ახა­ლა­ი­ამ. ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ფონდ "იავ­ნა­ნას" ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის მიერ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის შე­საძ­ლო მით­ვი­სე­ბა-გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გურამ ახალაია - პაატა ბურჭულაძე შეურაცხყოფილი და აღშფოთებულია

 გურამ ახალაია - პაატა ბურჭულაძე შეურაცხყოფილი და აღშფოთებულია

ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე შეურაცხყოფილი და აღშფოთებულია, - ამის შესახებ ფონდის დირექტორმა, გურამ ახალაიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ის ბურჭულაძეს და რას ფიქრობს მსოფლიო ბანი, ახალაიამ უპასუხა, რომ "პაატა ბურჭულაძე ძალიან შეურაცხყოფილია, აღშფოთებულია და იმედი აქვს, რომ პროკურატურა ამ საქმეს გამოიძიებს და შესაბამის დასკვნას დადებს".

მისივე თქმით, ბურჭულაძე მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს არ იზიარებს. "მივესალმები პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომ დაიწყო გამოძიება იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც წარადგინეს ჟურნალისტებმა. ჩვენი ფონდი ყოველთვის გამჭვირვალე იყო, ყოველთვის აბარებდა ხალხს ანგარიშს და იყო აუდიტის დასკვნაც გამოქვეყნებული. მზად ვართ ვითანამშრომლოთ პროკურატურასთან. მივცეთ ყველა მასალა, რაც ხელთ გვაქვს. რა ინფორმაციაც გავრცელდა, ყველა ინფორმაცია იყო დოკუმენტაციასთან შედარების გარეშე", - განაცხადა ახალაიამ. ფონდის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჟურნალისტების ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ