სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის მი­მარ­თვა გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სამ­წუ­ხა­როა, რომ ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მტკივ­ნე­უ­ლად შე­ე­ხო ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­რეთ მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­საც და მათი გა­ნა­წყე­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ლა­ზე­ბო, ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბო, ტაო-კლარ­ჯელ­ნო, ჰერ­ნო, სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ბე­დო­ბის გამო სამ­შობ­ლოს მო­წყვე­ტილ­ნო საყ­ვა­რე­ლო ჩვე­ნო ყო­ველ­ნო შვილ­ნო, არ და­გაბ­რკო­ლოთ ზო­გი­ერ­თთა ზი­ა­ნის მომ­ტან­მა ქმე­დე­ბებ­მა; დრო გავა და, იმე­დი გვაქვს, ისი­ნიც შე­ი­ნა­ნე­ბენ თა­ვის საქ­ცი­ელს; თქვენ კი გახ­სოვ­დეთ: სა­ქარ­თვე­ლოს და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას უყ­ვარ­ხართ, სა­დაც არ უნდა იყოთ, თა­ვი­სად მი­აჩ­ნი­ხართ, გული დი­დად შეს­ტკი­ვა თქვენ­ზე და ყო­ველ­თვის ეყო­ლე­ბით მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ.

დღეს რთუ­ლი დროა, მრა­ვალ­თა ინ­ტე­რე­სი იკ­ვე­თე­ბა ჩვენს პა­ტა­რა სამ­შობ­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში; პრობ­ლე­მე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბაც აქე­დან მო­დის; მაგ­რამ ღმერ­თი დი­დია და იგი თქვენც და ჩვენც მოგ­ვცემს ძა­ლას დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­სა­ლა­ხა­ვად.

თქვენ ყვე­ლას და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს გუ­ლი­თა­დად გი­ლო­ცავთ ღვთის­მშობ­ლის შო­ბის დღეს; ყოვ­ლად­წ­მინ­და მა­რი­ა­მის მფარ­ვე­ლო­ბა არ მო­გაკ­ლდეთ მისი წილ­ხვედ­რი ქვეყ­ნის შვი­ლებს.

სიყ­ვა­რუ­ლით თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი

ილია II

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი".

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიმართვა გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სამწუხაროა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია.

ლაზებო, ფერეიდნელებო, ტაო-კლარჯელნო, ჰერნო, საქართველოს ავბედობის გამო სამშობლოს მოწყვეტილნო საყვარელო ჩვენო ყოველნო შვილნო, არ დაგაბრკოლოთ ზოგიერთთა ზიანის მომტანმა ქმედებებმა; დრო გავა და, იმედი გვაქვს, ისინიც შეინანებენ თავის საქციელს; თქვენ კი გახსოვდეთ: საქართველოს და საქართველოს ეკლესიას უყვარხართ, სადაც არ უნდა იყოთ, თავისად მიაჩნიხართ, გული დიდად შესტკივა თქვენზე და ყოველთვის ეყოლებით მფარველობის ქვეშ.

დღეს რთული დროა, მრავალთა ინტერესი იკვეთება ჩვენს პატარა სამშობლოსთან მიმართებაში; პრობლემების უმრავლესობაც აქედან მოდის; მაგრამ ღმერთი დიდია და იგი თქვენც და ჩვენც მოგვცემს ძალას დაბრკოლებების გადასალახავად.

თქვენ ყველას და სრულიად საქართველოს გულითადად გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღეს; ყოვლადწმინდა მარიამის მფარველობა არ მოგაკლდეთ მისი წილხვედრი ქვეყნის შვილებს.

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი