სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
7 დაპირება, რომელიც დავით ნარმანიამ მერობის დროს ვერ შეასრულა
7 დაპირება, რომელიც დავით ნარმანიამ მერობის დროს ვერ შეასრულა

"შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი და­პი­რე­ბა ჩვენს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა­ში არ იქ­ნე­ბა", - ეს გან­ცხა­დე­ბა 2014 წლის 5 მა­ისს და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ვა­კის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ა­კე­თა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გან­მარ­ტა, დე­და­ქა­ლა­ქის 41 პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის 41 ამო­ცა­ნა შე­ვი­მუ­შა­ვეო და სა­მოქ­მე­დო პროგ­რა­მა­ში ეკო­ლო­გია, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და ეფექ­ტუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მის შექ­მნა მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბად და­ა­სა­ხე­ლა.

მე­რო­ბის 3-წლი­ა­ნი ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე შე­გახ­სე­ნებთ 7 მთა­ვარ და­პი­რე­ბას, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ვერ შეძ­ლო:

თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი

2014 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ეკო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე და­პი­რე­ბა გას­ცა - მა­გა­ლი­თად, მა­შინ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს "მზი­უ­რი­სა" და ზო­ო­პარ­კის ერ­თი­ან სივ­რცედ გარ­დაქ­მნის პრო­ექ­ტი გა­აც­ნო და გა­ნა­ცხა­და, რომ "მზი­უ­რი­სა" და ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რია ერ­თმა­ნეთს სა­ფეხ­მავ­ლო ხი­დით და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და, ამ ტე­რი­ტო­რი­ის მო­სა­ზღვრე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მო­ნაკ­ვე­თის გას­წვრივ, ორი­ვე მხრი­დან კი 5 მეტ­რის სი­მაღ­ლის გე­ოპ­ლას­ტი­კუ­რი დამ­ცა­ვი კე­დე­ლი უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო, რო­მე­ლიც გზა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბით გა­მოწ­ვე­ულ ხმა­ურს და­ახ­შობ­და. თუმ­ცა გახ­სოვ­დეთ, ზო­ო­პარ­კი­სა თუ "მზი­უ­რის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თბი­ლი­სის ახა­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი რო­გორ გულ­მოდ­გი­ნე­დაც არ უნდა ეძე­ბოთ, მისი პოვ­ნის შან­სი ნულ­ზე და­ბა­ლი გაქვთ.

მდი­ნა­რე მტკვრის რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნად მო­წყო­ბა

მტკვარ-არაქ­სის აუ­ზის დაც­ვის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა 2014 წლის 2 ივ­ნისს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის იმ ნა­წი­ლის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა, რო­მე­ლიც მტკვრის და­სუფ­თა­ვე­ბის გეგ­მას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

"მდი­ნა­რე მტკვა­რი ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ამი­ტომ კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, მდი­ნა­რე მტკვა­რი გა­იწ­მინ­დე­ბა ჩამ­დი­ნა­რე წყლე­ბი­სა და კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის­გან, თბი­ლი­სის შე­სას­ვლელ ნა­წილ­ში გა­კეთ­დე­ბა ნა­გავ­დამ­ჭე­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რათა ნარ­ჩე­ნე­ბი დე­და­ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ შე­მო­ვი­დეს. სა­ნა­პი­რო­ზე მო­ე­წყო­ბა მწვა­ნე სა­ფა­რი და სა­ვე­ლო­სი­პე­დო ბი­ლი­კი. იგეგ­მე­ბა გა­სარ­თო­ბი და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კომ­პლექ­სე­ბის მო­წყო­ბა. მდი­ნა­რე მტკვა­რი და მისი სა­ნა­პი­რო რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნად უნდა ვაქ­ცი­ოთ, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დე­და­ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ასე­ვე ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით", - გვპირ­დე­ბო­და და­ვით ნარ­მა­ნია.

თუმ­ცა მტკვარ­მა დიდი ხა­ნია და­კარ­გა ის სო­ცი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რა­საც წინა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბა­ში ას­რუ­ლებ­და და არა­ფე­რი აკავ­ში­რებს არც იმ მდი­ნა­რე­ებ­თან, რო­მელ­თაც, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბის გარ­და, დიდი ეკო­ლო­გი­უ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბაც აქვს - ფუჭი და­პი­რე­ბე­ბის მიღ­მა, მტკვრის მშვე­ლე­ლიც ჯერ არა­ვინ გა­მოჩ­ნდა.

სა­ცო­ბე­ბის­გან გან­ტვირ­თვის 10 პრო­ექ­ტი

და­ვით ნარ­მა­ნია დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში მის­ვლის­თა­ნა­ვე თბი­ლი­სე­ლებს სა­ცო­ბე­ბის გან­ტვირ­თვას და­პირ­და და შე­სა­ბა­მი­სი სტრა­ტე­გი­ით პრო­ექ­ტიც კი წა­რად­გი­ნა - "ახა­ლი გზე­ბი თბი­ლი­სის გან­ტვირ­თვის­თვის". პრო­ექ­ტი გუ­ლის­ხმობ­და შემ­დეგ ცვლი­ლე­ბებს: პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე და­მა­ტე­ბი­თი ორი ზო­ლის გა­კე­თე­ბა­სა და გზის გა­და­კე­ტილ მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის აღ­დგე­ნას; ვაშ­ლი­ჯვარ­ში, ყო­ფი­ლი ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცი­ის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სერ­პან­ტი­ნის გა­კე­თე­ბას; თბი­ლი­სის ზღვის შე­მოვ­ლი­თი გზის გა­ფარ­თო­ე­ბას; თა­მარ მე­ფის ხიდ­თან გზის გა­გა­ნი­ე­რე­ბას გვი­რა­ბის მეშ­ვე­ო­ბით; მტკვრის სა­ნა­პი­რო­ე­ბის ტრან­სპორ­ტის ცალ­მხრი­ვად მოძ­რა­ო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის და­მა­ტე­ბი­თი სა­ხი­დე გა­და­სას­ვლე­ლე­ბის მო­წყო­ბა­სა და სა­ნა­პი­რო­ზე წარ­მოქ­მნი­ლი სა­ცო­ბე­ბის გან­ტვირ­თვას.

"პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, თბი­ლი­სის უბ­ნებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა დრო­ის და­კარ­გვი­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­რე­შე გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი" - ამ­ბობ­და ნარ­მა­ნია, თუმ­ცა თუ ბოლო დროს, პი­კის სა­ა­თებ­ში, ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში გა­გივ­ლი­ათ, გე­ცო­დი­ნე­ბათ რას ნიშ­ნავს უძ­რა­ო­ბა და­უს­რუ­ლე­ბელ სა­ცობ­ში. მარ­თა­ლია, პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე ორ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბა მარ­თლაც აღ­დგა, თუმ­ცა სა­ცო­ბე­ბის პრობ­ლე­მა დე­და­ქა­ლაქ­ში კი­დევ უფრო გამ­წვავ­და.

"სითი პარ­კი"

ეს ის თე­მაა, რო­მელ­საც და­ვით ნარ­მა­ნი­ას ოპო­ნენ­ტე­ბიც და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც ყვე­ლა­ზე ხში­რად ახ­სე­ნებ­დნენ და ალ­ბათ მის შემ­ცვლელ­საც გა­ახ­სე­ნე­ბენ, თუ დრო­უ­ლად არ გა­და­იჭ­რე­ბა.

"სითი პარ­კი" ფულს აკე­თებს და მეტს არა­ფერს, ეს კომ­პა­ნია თბი­ლის­ში დიდ­ხანს ვერ გა­ჩერ­დე­ბა - კა­ბა­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაა, ამი­ტომ ჩვენ "სი თი პარკთან" ძა­ლი­ან მძი­მე სა­უ­ბა­რი გვაქვს და ასე­თი­ვე ფორ­მით გაგ­რძელ­დე­ბა, რომ სა­ბო­ლო­ოდ მი­ვაღ­წი­ოთ იმას, რაც ქა­ლაქს სჭირ­დე­ბა" - ეს გან­ცხა­დე­ბა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ 2014 წელს გა­აჟ­ღე­რა, თუმ­ცა დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის პოსტს სამი წლის თავ­ზე ისე ტო­ვებს, რომ 2007 წელს კომ­პა­ნი­ის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი პარ­კი­რე­ბის მარ­თვის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა 2024 წლამ­დე უც­ვლე­ლად ძა­ლა­შია და მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა, და­პი­რე­ბი­სა­მებრ, ნარ­მა­ნი­ამ ვერ შეძ­ლო. თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი კი კარ­ზეა მომ­დგა­რი და ამ­ჯე­რად, "სითი პარ­კის" "თავ­ნე­ბო­ბის აღ­კვე­თა­ზე" და­პი­რე­ბებს თბი­ლი­სის მე­რო­ბის ახა­ლი კან­დი­და­ტე­ბის­გან ვის­მენთ.

მი­ლი­ო­ნი ხე

"მე­გობ­რე­ბო, ჩვენ გვაქვს უფ­ლე­ბა ვი­ცხოვ­როთ ჯან­საღ გა­რე­მო­ში, აქ გულ­გრი­ლო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. თბი­ლი­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის პარ­კე­ბის, სპორ­ტულ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი მო­ედ­ნე­ბის, სკვე­რე­ბის, დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ტყე­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ტე­რი­ტო­რი­ად და ად­გი­ლად იქცა, ჩვენ ვიზ­რუ­ნებთ ქა­ლა­ქის ეკო­ლო­გი­ა­ზე, ტყის აღ­დგე­ნა­სა და რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე. ჩვენ დე­და­ქა­ლაქ­ში დავრგავთ და გა­ვა­ხა­რებთ ერთ მი­ლი­ო­ნამ­დე ხეს. არც ერთ სამ­შე­ნებ­ლო პრო­ექტს მე­რია არ და­ამ­ტკი­ცებს, თუ მას­ში გამ­წვა­ნე­ბი­სა და პარ­კი­რე­ბის კომ­პო­ნენ­ტი არ იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი" - ამ­ბობ­და და­ვით ნარ­მა­ნია სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის წარ­დგე­ნი­სას, თუმ­ცა ხე­ე­ბის და­სარ­გა­ვად კომ­პა­ნი­ებ­თან და­დე­ბულ სა­ეჭ­ვო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­სა და გამ­ხმა­რი ნარ­გა­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ, სულ ცოტა ხნის წინ, თა­ვად­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ თბი­ლის­ში 2014 წლი­დან დღემ­დე 650 ათა­სამ­დე ხე-მცე­ნა­რე და­ირ­გო.

რკი­ნიგ­ზის ხა­ზის პე­რი­ფე­რი­ულ ნა­წილ­ში გა­და­ტა­ნა

დე­და­ქა­ლა­ქის გან­ტვირ­თვის მიზ­ნით, და­ვით ნარ­მა­ნია თბი­ლი­სე­ლებს რკი­ნიგ­ზის ხა­ზის ქა­ლა­ქის პე­რი­ფე­რი­ულ ნა­წილ­ში გა­და­ტა­ნა­საც და­პირ­და: "რკი­ნიგ­ზის ხა­ზის გა­და­ტა­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რი­თაც გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სივ­რცე ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში" - აცხა­დებ­და თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი.

რკი­ნიგ­ზის ხაზი ისევ იმა­ვე ად­გილ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი და მარ­თა­ლია, დე­და­ქა­ლა­ქის გენ­გეგ­მა­ში პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, თუმ­ცა გა­ურ­კვე­ველ ვა­დებ­ში.

"ლი­ლოს" ნა­გავ­საყ­რე­ლი

2014 წელს "ოც­ნე­ბის" მე­რო­ბის კან­დი­და­ტი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "ლილო მო­ლის" თა­ნამ­შრომ­ლებს ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და ბაზ­რე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბას და­პირ­და. "ლი­ლოს ნა­გავ­საყ­რე­ლი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და­სა­ხუ­რია, ვი­ნა­ი­დან ის ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს იმ ძი­რი­თად მო­თხოვ­ნებს, რო­მელ­საც ნა­გავ­საყ­რე­ლი უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. ის არის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან საკ­მა­ოდ ახ­ლოს და ქმნის დის­კომ­ფორ­ტს და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის არის სა­ში­ში. გარ­და ამი­სა, აე­რო­პორტთან არის ახ­ლოს და "იკა­ოს" წე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­ხუ­რავთ ლი­ლოს ნა­გავ­საყ­რელს",- ეს გან­ცხა­დე­ბა კი არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბი­დან ორი თვის თავ­ზე გა­ი­მე­ო­რა, თუმ­ცა ნა­გავ­საყ­რე­ლი დღე­საც იგი­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ლი­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ისევ ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის ზღვარ­ზეა.

რუ­სუ­დან შე­ლია

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

7 დაპირება, რომელიც დავით ნარმანიამ მერობის დროს ვერ შეასრულა

7 დაპირება, რომელიც დავით ნარმანიამ მერობის დროს ვერ შეასრულა

"შეუსრულებელი დაპირება ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში არ იქნება", - ეს განცხადება 2014 წლის 5 მაისს დავით ნარმანიამ ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა, მოგვიანებით კი განმარტა, დედაქალაქის 41 პრობლემის გადაჭრის 41 ამოცანა შევიმუშავეო და სამოქმედო პროგრამაში ეკოლოგია, ინფრასტრუქტურა და ეფექტური სატრანსპორტო სისტემის შექმნა მთავარ მიმართულებებად დაასახელა.

მერობის 3-წლიანი ვადის ამოწურვამდე შეგახსენებთ 7 მთავარ დაპირებას, რომლის შესრულებაც დავით ნარმანიამ ვერ შეძლო:

თბილისის ცენტრალური პარკი

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიისას დავით ნარმანიამ ეკოლოგიური მიმართულებით რამდენიმე დაპირება გასცა - მაგალითად, მაშინ თბილისის მერობის კანდიდატმა არასამთავრობო ორგანიზაციებს "მზიურისა" და ზოოპარკის ერთიან სივრცედ გარდაქმნის პროექტი გააცნო და განაცხადა, რომ "მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია ერთმანეთს საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდებოდა, ამ ტერიტორიის მოსაზღვრე საავტომობილო გზის მონაკვეთის გასწვრივ, ორივე მხრიდან კი 5 მეტრის სიმაღლის გეოპლასტიკური დამცავი კედელი უნდა აშენებულიყო, რომელიც გზაზე ავტომობილების მოძრაობით გამოწვეულ ხმაურს დაახშობდა. თუმცა გახსოვდეთ, ზოოპარკისა თუ "მზიურის" ტერიტორიაზე თბილისის ახალი ცენტრალური პარკი როგორ გულმოდგინედაც არ უნდა ეძებოთ, მისი პოვნის შანსი ნულზე დაბალი გაქვთ.

მდინარე მტკვრის რეკრეაციულ ზონად მოწყობა

მტკვარ-არაქსის აუზის დაცვის დღესთან დაკავშირებით, კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა 2014 წლის 2 ივნისს წინასაარჩევნო პროგრამის იმ ნაწილის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მტკვრის დასუფთავების გეგმას ითვალისწინებდა.

"მდინარე მტკვარი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი. წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, მდინარე მტკვარი გაიწმინდება ჩამდინარე წყლებისა და კანალიზაციისგან, თბილისის შესასვლელ ნაწილში გაკეთდება ნაგავდამჭერი სპეციალური მოწყობილობა, რათა ნარჩენები დედაქალაქის ტერიტორიაზე არ შემოვიდეს. სანაპიროზე მოეწყობა მწვანე საფარი და საველოსიპედო ბილიკი. იგეგმება გასართობი და დასასვენებელი კომპლექსების მოწყობა. მდინარე მტკვარი და მისი სანაპირო რეკრეაციულ ზონად უნდა ვაქციოთ, რაც მნიშვნელოვანია დედაქალაქის განვითარებისთვის, ასევე ტურისტული თვალსაზრისით", - გვპირდებოდა დავით ნარმანია.

თუმცა მტკვარმა დიდი ხანია დაკარგა ის სოციალური და კულტურული ღირებულება, რასაც წინა საუკუნეებში ქალაქის ცხოვრებაში ასრულებდა და არაფერი აკავშირებს არც იმ მდინარეებთან, რომელთაც, განვითარებულ ქვეყნებში, რეკრეაციული ფუნქციების გარდა, დიდი ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს - ფუჭი დაპირებების მიღმა, მტკვრის მშველელიც ჯერ არავინ გამოჩნდა.

საცობებისგან განტვირთვის 10 პროექტი

დავით ნარმანია დედაქალაქის მერიაში მისვლისთანავე თბილისელებს საცობების განტვირთვას დაპირდა და შესაბამისი სტრატეგიით პროექტიც კი წარადგინა - "ახალი გზები თბილისის განტვირთვისთვის". პროექტი გულისხმობდა შემდეგ ცვლილებებს: პუშკინის ქუჩაზე დამატებითი ორი ზოლის გაკეთებასა და გზის გადაკეტილ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას; ვაშლიჯვარში, ყოფილი ინტენსიფიკაციის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სერპანტინის გაკეთებას; თბილისის ზღვის შემოვლითი გზის გაფართოებას; თამარ მეფის ხიდთან გზის გაგანიერებას გვირაბის მეშვეობით; მტკვრის სანაპიროების ტრანსპორტის ცალმხრივად მოძრაობის ორგანიზებისათვის დამატებითი სახიდე გადასასვლელების მოწყობასა და სანაპიროზე წარმოქმნილი საცობების განტვირთვას.

"პროექტების განხორციელების შედეგად, თბილისის უბნებში გადაადგილება დროის დაკარგვისა და დაძაბულობის გარეშე გახდება შესაძლებელი" - ამბობდა ნარმანია, თუმცა თუ ბოლო დროს, პიკის საათებში, ქალაქის ქუჩებში გაგივლიათ, გეცოდინებათ რას ნიშნავს უძრაობა დაუსრულებელ საცობში. მართალია, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა მართლაც აღდგა, თუმცა საცობების პრობლემა დედაქალაქში კიდევ უფრო გამწვავდა.

"სითი პარკი"

ეს ის თემაა, რომელსაც დავით ნარმანიას ოპონენტებიც და მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ახსენებდნენ და ალბათ მის შემცვლელსაც გაახსენებენ, თუ დროულად არ გადაიჭრება.

"სითი პარკი" ფულს აკეთებს და მეტს არაფერს, ეს კომპანია თბილისში დიდხანს ვერ გაჩერდება - კაბალური ხელშეკრულებაა, ამიტომ ჩვენ "სი თი პარკთან" ძალიან მძიმე საუბარი გვაქვს და ასეთივე ფორმით გაგრძელდება, რომ საბოლოოდ მივაღწიოთ იმას, რაც ქალაქს სჭირდება" - ეს განცხადება დავით ნარმანიამ 2014 წელს გააჟღერა, თუმცა დედაქალაქის მერის პოსტს სამი წლის თავზე ისე ტოვებს, რომ 2007 წელს კომპანიისთვის მინიჭებული პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 2024 წლამდე უცვლელად ძალაშია და მისი ჩანაცვლება, დაპირებისამებრ, ნარმანიამ ვერ შეძლო. თვითმმართველობის არჩევნები კი კარზეა მომდგარი და ამჯერად, "სითი პარკის" "თავნებობის აღკვეთაზე" დაპირებებს თბილისის მერობის ახალი კანდიდატებისგან ვისმენთ.

მილიონი ხე

"მეგობრებო, ჩვენ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში, აქ გულგრილობა დაუშვებელია. თბილისი წლების განმავლობაში კატასტროფული რაოდენობის პარკების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოედნების, სკვერების, დაქვემდებარებული ტყეების განადგურების ტერიტორიად და ადგილად იქცა, ჩვენ ვიზრუნებთ ქალაქის ეკოლოგიაზე, ტყის აღდგენასა და რეკრეაციული ზონების გაფართოებაზე. ჩვენ დედაქალაქში დავრგავთ და გავახარებთ ერთ მილიონამდე ხეს. არც ერთ სამშენებლო პროექტს მერია არ დაამტკიცებს, თუ მასში გამწვანებისა და პარკირების კომპონენტი არ იქნება გათვალისწინებული" - ამბობდა დავით ნარმანია საარჩევნო პროგრამის წარდგენისას, თუმცა ხეების დასარგავად კომპანიებთან დადებულ საეჭვო ხელშეკრულებებსა და გამხმარი ნარგავების რაოდენობას თავი რომ დავანებოთ, სულ ცოტა ხნის წინ, თავადვე განაცხადა, რომ თბილისში 2014 წლიდან დღემდე 650 ათასამდე ხე-მცენარე დაირგო.

რკინიგზის ხაზის პერიფერიულ ნაწილში გადატანა

დედაქალაქის განტვირთვის მიზნით, დავით ნარმანია თბილისელებს რკინიგზის ხაზის ქალაქის პერიფერიულ ნაწილში გადატანასაც დაპირდა: "რკინიგზის ხაზის გადატანა აუცილებელია, რითაც გამოთავისუფლდება კომერციული თუ საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცე ქალაქის ცენტრალურ უბნებში" - აცხადებდა თბილისის მერობის კანდიდატი.

რკინიგზის ხაზი ისევ იმავე ადგილზეა განთავსებული და მართალია, დედაქალაქის გენგეგმაში პროექტის განხორციელება გათვალისწინებულია, თუმცა გაურკვეველ ვადებში.

"ლილოს" ნაგავსაყრელი

2014 წელს "ოცნების" მერობის კანდიდატი სავაჭრო ცენტრ "ლილო მოლის" თანამშრომლებს ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებასა და ბაზრების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაპირდა. "ლილოს ნაგავსაყრელი დროთა განმავლობაში დასახურია, ვინაიდან ის ვერ აკმაყოფილებს იმ ძირითად მოთხოვნებს, რომელსაც ნაგავსაყრელი უნდა აკმაყოფილებდეს. ის არის მოსახლეობასთან საკმაოდ ახლოს და ქმნის დისკომფორტს და ჯანმრთელობისთვის არის საშიში. გარდა ამისა, აეროპორტთან არის ახლოს და "იკაოს" წესების საწინააღმდეგოა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დროთა განმავლობაში დავხურავთ ლილოს ნაგავსაყრელს",- ეს განცხადება კი არჩევნებში გამარჯვებიდან ორი თვის თავზე გაიმეორა, თუმცა ნაგავსაყრელი დღესაც იგივე ტერიტორიაზე ფუნქციონირებს და ლილოს მოსახლეობა ისევ ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა.

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."