სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პირველკლასელები "ქართული ოცნების" დროშებით - განათლების მინისტრის კომენტარი გავრცელებულ ფოტოზე
პირველკლასელები "ქართული ოცნების" დროშებით - განათლების მინისტრის კომენტარი გავრცელებულ ფოტოზე

აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბა ყვე­ლა პირი, ვინც შეგ­ნე­ბუ­ლად ან შეც­დო­მით და­უშ­ვა ბავ­შვე­ბის პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში ჩარ­თვა, - ამის შე­სა­ხებ ვიცე-პრე­მი­ერ­მა, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ შუ­ა­ხე­ვის სკო­ლა­ში, პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დრო­შე­ბით გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

ჯე­ჯე­ლა­ვას თქმით, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ ამ სა­კი­თხზე მოკ­ვლე­ვა და­წყე­ბუ­ლია და მისი შე­დე­გე­ბი მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს ან უხეშ დარ­ღვე­ვას­თან ან გა­მიზ­ნულ მოქ­მე­დე­ბას­თან. ჩვენ და­ვი­წყეთ მოკ­ვლე­ვა გუ­შინ­წინ, რო­დე­საც ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღეთ. ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხია და სრუ­ლი სიმ­კაც­რით და­ის­ჯე­ბა ყვე­ლა, ვი­საც და­უმ­ტკიც­დე­ბა შეგ­ნე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი ან თუნ­დაც წე­სე­ბი­დან გა­დაც­დო­მა. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ მიგ­ვი­თი­თებს და რჩე­ვებს გვაძ­ლევს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რო­მელ­მაც სკო­ლის პო­ლი­ტი­ზე­ბის პრაქ­ტი­კა შექ­მნა. მათ ამ თე­მა­ზე სა­ლა­პა­რა­კო ნამ­დვი­ლად არ აქვთ. ჩვე­ნი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვა სწო­რედ ის არის, რომ სკო­ლე­ბი სრუ­ლად თა­ვი­სუ­ფა­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის­გან და მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჯე­ჯე­ლა­ვამ.

მი­ნის­ტრი შუ­ა­ხე­ვის სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლის და დი­რექ­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს.

მისი თქმით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს გაფრ­თხი­ლე­ბა, საყ­ვე­დუ­რი და უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ცნო­ბის­თვის, შუ­ა­ხე­ვის ერთ-ერთი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა მა­რი­ნე დარ­ჩი­ძემ სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, რო­მელ­ზეც პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს ხელ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დრო­შე­ბი უჭი­რავთ.

წა­ი­კი­თხეთ: პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დრო­შე­ბით - რას ამ­ბობს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ფო­ტო­ზე, რო­მელ­საც მით­ქმა-მოთ­ქმა მოყ­ვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პირველკლასელები "ქართული ოცნების" დროშებით - განათლების მინისტრის კომენტარი გავრცელებულ ფოტოზე

პირველკლასელები "ქართული ოცნების" დროშებით - განათლების მინისტრის კომენტარი გავრცელებულ ფოტოზე

აუცილებლად დაისჯება ყველა პირი, ვინც შეგნებულად ან შეცდომით დაუშვა ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შუახევის სკოლაში, პირველი კლასის მოსწავლეების "ქართული ოცნების" დროშებით გადაღებული ფოტოს კომენტირებისას განაცხადა.

ჯეჯელავას თქმით, განათლების სამინისტროს მიერ ამ საკითხზე მოკვლევა დაწყებულია და მისი შედეგები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან ან გამიზნულ მოქმედებასთან. ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა გუშინწინ, როდესაც ეს ინფორმაცია მივიღეთ. ძალიან პრინციპული საკითხია და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი ან თუნდაც წესებიდან გადაცდომა. საინტერესო ის არის, რომ მიგვითითებს და რჩევებს გვაძლევს "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც სკოლის პოლიტიზების პრაქტიკა შექმნა. მათ ამ თემაზე სალაპარაკო ნამდვილად არ აქვთ. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ სკოლები სრულად თავისუფალია პოლიტიკური პროცესისგან და მომავალშიც ასე იქნება", - განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრი შუახევის სკოლის მასწავლებლის და დირექციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს გაფრთხილება, საყვედური და უკიდურეს შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლება.

ცნობისთვის, შუახევის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა მარინე დარჩიძემ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც პირველი კლასის მოსწავლეებს ხელში "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ.

წაიკითხეთ: პირველკლასელები "ქართული ოცნების" დროშებით - რას ამბობს სკოლის დირექტორი ფოტოზე, რომელსაც მითქმა-მოთქმა მოყვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ