სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"როცა მეუღლე დავკრძალე, მაშინ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი..." - ვინ არის ბიჭუნა, რომელიც შს მინისტრმა პირველ კლასში მიაცილა
"როცა მეუღლე დავკრძალე, მაშინ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი..." - ვინ არის ბიჭუნა, რომელიც შს მინისტრმა პირველ კლასში მიაცილა

პირ­ვე­ლი ზარი დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა სკო­ლა­ში და­ი­რე­კა. პა­ტა­რე­ბი სკო­ლა­ში მშობ­ლებ­მა გა­ა­ცი­ლეს, თუმ­ცა იყ­ვნენ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც... 7 წლის ზუკა ზო­ი­ძეს მამა არ ჰყავს, მისი მა­მი­კო 2009 წელს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს და­ი­ღუ­პა. გმი­რი პო­ლი­ცი­ე­ლის შვი­ლი სკო­ლა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა წა­იყ­ვა­ნა. რო­გორც ზუ­კას დე­დამ, მაია ფარ­ტე­ნა­ძემ AMBEBI.GE-ს უამ­ბო, მი­ნის­ტრის გა­მო­ჩე­ნას ზუკა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ელო­და და ამის­თვის დი­ლით ადრე გა­იღ­ვი­ძა:

- ორი შვი­ლის დედა ვარ, მყავს მა­რი­ა­მი და ზუკა. ზუკა წელს პირ­ვე­ლად წა­ვი­და სკო­ლა­ში. მას სმე­ნის პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ამი­ტომ სკო­ლა "ნერ­გებ­ში" შე­ვიყ­ვა­ნეთ. სა­ნამ სწავ­ლა და­ი­წყე­ბო­და, ის აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბო­და სას­წავ­ლო წლის­თვის, ვას­წავ­ლეთ კი­თხვა, უკვე და­მარ­ცვლაც შე­უძ­ლია. მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­გეთ, რომ მას სკო­ლა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი წა­იყ­ვან­და. ზუკა მო­უთ­მენ­ლად ელო­და, გაღ­ვი­ძე­ბა ძა­ლი­ან უჭირს, მაგ­რამ დღეს ადრე გა­იღ­ვი­ძა და მო­ემ­ზა­და ბა­ტო­ნი გი­ორ­გის და­სახ­ვედ­რად. მი­ნის­ტრის მოს­ვლა ძა­ლი­ან გა­ე­ხარ­და, არ ელო­და სა­ჩუქ­რებს და სა­ჩუქ­რე­ბიც რომ გა­დას­ცა, ამან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ა­ხა­რა.

ჩემი მა­რი­ა­მიც სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს მი­ყავთ ყო­ველ­წლი­უ­რად სკო­ლა­ში, მაგ­რამ მი­ნის­ტრის მო­უ­ლოდ­ნე­ლი სტუმ­რო­ბა და ზუ­კას გვერ­დით დგო­მა ამ გან­სა­კუთ­რე­ბულ მო­მენ­ტში, ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო იყო ჩვენ­თვის. მი­ხა­რია, რომ მისი ცხოვ­რე­ბის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს მან ეს დიდი ნა­ბი­ჯი შს მი­ნის­ტრთან, მისი მხარ­და­ჭე­რით, მას­თან ერ­თად გა­დად­გა. მე ყვე­ლა­ზე მე­ტად ვგრძნობ ზუ­კას სი­ხა­რულს და სი­ა­მა­ყეს, რომ მა­მა­მი­სი ახ­სოვთ და პა­ტივს სცე­მენ. ზუ­კამ იცის, რომ მარ­ტო არ არის, რომ მის გვერ­დით დგას გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი და მთე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ბა­ტონ გი­ორ­გის მხარ­და­ჭე­რის­თვის, თა­ნად­გო­მის­თვის, თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის, სი­ხა­რუ­ლის­თვის, იმე­დის­თვის, ეს ჩენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- რა სა­ჩუ­ქარ­მა გა­ა­ხა­რა ზუკა ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- უამ­რა­ვი სა­ჩუ­ქა­რი მო­უ­ტა­ნა მი­ნის­ტრმა, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მე­ტად ლეპ­ტოპ­მა გა­ა­ხა­რა. გვაქვს ლეპ­ტო­პი, მაგ­რამ ზუკა და მა­რი­ა­მი ხში­რად კინ­კლა­ობ­დნენ ერთი ლეპ­ტო­პის გამო, ახლა კი ორი­ვეს სა­კუ­თა­რი ლეპ­ტო­პი ექ­ნე­ბა და ზუ­კას ეს ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან ახა­რებს.

- რო­დის და­ი­ღუ­პა თქვე­ნი მე­უღ­ლე?

- ჩემი მე­უღ­ლე ზურა ზო­ი­ძე, აჭა­რის სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო, და­ი­ღუ­პა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს. სა­კუ­თარ სამ­სა­ხურ­ზე არას­დროს სა­უბ­რობ­და და არც ვიცი ზუს­ტად რა მოხ­და... ღამე და­უ­რე­კეს და უთხრეს, რომ სარ­ფის სა­ზღვარ­ზე იყო რა­ღაც შემ­თხვე­ვა, სას­წრა­ფოდ გა­ვი­და სახ­ლი­დან და აღარც დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა... მა­შინ ორი წლის და ექ­ვსი თვის იყო მა­რი­ა­მი, როცა ზურა დავ­კრძა­ლეთ მერე გა­ვი­გე, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. მა­მის სა­ხე­ლი და­ვარ­ქვი, მაგ­რამ ზუ­რას ვერ ვე­ძა­ხი. ბავ­შვი უმ­ძი­მე­სი, მე­ო­თხე ხა­რის­ხის სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბის დი­აგ­ნო­ზით და­ი­ბა­და. მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის და ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. რთუ­ლი იყო ჩემ­თვის ორი შვი­ლის მარ­ტო გაზ­რდა, მაგ­რამ ეს შევ­ძე­ლი!

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"როცა მეუღლე დავკრძალე, მაშინ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი..." - ვინ არის ბიჭუნა, რომელიც შს მინისტრმა პირველ კლასში მიაცილა

"როცა მეუღლე დავკრძალე, მაშინ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი..." - ვინ არის ბიჭუნა, რომელიც შს მინისტრმა პირველ კლასში მიაცილა

პირველი ზარი დღეს საქართველოს ყველა სკოლაში დაირეკა. პატარები სკოლაში მშობლებმა გააცილეს, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც... 7 წლის ზუკა ზოიძეს მამა არ ჰყავს, მისი მამიკო 2009 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. გმირი პოლიციელის შვილი სკოლაში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა წაიყვანა. როგორც ზუკას დედამ, მაია ფარტენაძემ AMBEBI.GE-ს უამბო, მინისტრის გამოჩენას ზუკა განსაკუთრებულად ელოდა და ამისთვის დილით ადრე გაიღვიძა:

- ორი შვილის დედა ვარ, მყავს მარიამი და ზუკა. ზუკა წელს პირველად წავიდა სკოლაში. მას სმენის პრობლემები აქვს, ამიტომ სკოლა "ნერგებში" შევიყვანეთ. სანამ სწავლა დაიწყებოდა, ის აქტიურად ემზადებოდა სასწავლო წლისთვის, ვასწავლეთ კითხვა, უკვე დამარცვლაც შეუძლია. მოულოდნელად გავიგეთ, რომ მას სკოლაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი წაიყვანდა. ზუკა მოუთმენლად ელოდა, გაღვიძება ძალიან უჭირს, მაგრამ დღეს ადრე გაიღვიძა და მოემზადა ბატონი გიორგის დასახვედრად. მინისტრის მოსვლა ძალიან გაეხარდა, არ ელოდა საჩუქრებს და საჩუქრებიც რომ გადასცა, ამან განსაკუთრებულად გაახარა.

ჩემი მარიამიც სამინისტროს თანამშრომლებს მიყავთ ყოველწლიურად სკოლაში, მაგრამ მინისტრის მოულოდნელი სტუმრობა და ზუკას გვერდით დგომა ამ განსაკუთრებულ მომენტში, ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის. მიხარია, რომ მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან დღეს მან ეს დიდი ნაბიჯი შს მინისტრთან, მისი მხარდაჭერით, მასთან ერთად გადადგა. მე ყველაზე მეტად ვგრძნობ ზუკას სიხარულს და სიამაყეს, რომ მამამისი ახსოვთ და პატივს სცემენ. ზუკამ იცის, რომ მარტო არ არის, რომ მის გვერდით დგას გიორგი მღებრიშვილი და მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გიორგის მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, თანაგრძნობისთვის, სიხარულისთვის, იმედისთვის, ეს ჩენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- რა საჩუქარმა გაახარა ზუკა ყველაზე მეტად?

- უამრავი საჩუქარი მოუტანა მინისტრმა, თუმცა ყველაზე მეტად ლეპტოპმა გაახარა. გვაქვს ლეპტოპი, მაგრამ ზუკა და მარიამი ხშირად კინკლაობდნენ ერთი ლეპტოპის გამო, ახლა კი ორივეს საკუთარი ლეპტოპი ექნება და ზუკას ეს ამბავი ძალიან ახარებს.

- როდის დაიღუპა თქვენი მეუღლე?

- ჩემი მეუღლე ზურა ზოიძე, აჭარის სასაზღვრო პოლიციის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. საკუთარ სამსახურზე არასდროს საუბრობდა და არც ვიცი ზუსტად რა მოხდა... ღამე დაურეკეს და უთხრეს, რომ სარფის საზღვარზე იყო რაღაც შემთხვევა, სასწრაფოდ გავიდა სახლიდან და აღარც დაბრუნებულა... მაშინ ორი წლის და ექვსი თვის იყო მარიამი, როცა ზურა დავკრძალეთ მერე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მამის სახელი დავარქვი, მაგრამ ზურას ვერ ვეძახი. ბავშვი უმძიმესი, მეოთხე ხარისხის სმენადაქვეითების დიაგნოზით დაიბადა. მეუღლის გარდაცვალების და ბავშვის გაჩენის შემდეგ, სასაზღვრო პოლიციაში დავიწყე მუშაობა. რთული იყო ჩემთვის ორი შვილის მარტო გაზრდა, მაგრამ ეს შევძელი!

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"არ იტიროთ, ხალხო... ანიტამ დაგვავალა, მისი სახელით არასდროს გაჩერდეს სიკეთე" - ანი­ტა ფა­ცა­ციას მშობლების მიმართვა, რომელსაც უცრემლოდ ვერ მოისმენთ

მნიშვნელოვანი სიახლე აბიტურიენტებისთვის - 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩაბარდება

ქართველი ლექტორის და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ამბავი - "საკუთარი რელიგია შექმნა... სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდა"