სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ცნობილების პირველკლასელი შვილები - ვინ რომელ სკოლაზე შეაჩერა არჩევანი
ცნობილების პირველკლასელი შვილები - ვინ რომელ სკოლაზე შეაჩერა არჩევანი

სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი მას­შტა­ბით სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დღეს გა­ნახ­ლდა. რო­მელ სკო­ლა­ზე შე­ა­ჩე­რეს არ­ჩე­ვა­ნი ცნო­ბილ­მა დე­დებ­მა, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს უამ­ბეს:

თიკა ჯამ­ბუ­რია (მომ­ღე­რა­ლი) და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ნინა ხო­ფე­რია

- ნინა წელს პირ­ვე­ლად წავა სკო­ლა­ში. მინ­დო­და პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მი­მეყ­ვა­ნა, სა­დაც მე ვსწავ­ლობ­დი და ეს სკო­ლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვის და­რე­გის­ტრი­რე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. შემ­დეგ გა­ვი­კი­თხე კერ­ძო სკო­ლე­ბი და UG სკო­ლა მირ­ჩი­ეს. გა­მი­მარ­თლა, მხო­ლოდ ერთი ად­გი­ლი იყო დარ­ჩე­ნი­ლი და ნინა იქ ის­წავ­ლის.

იხი­ლეთ ვი­დეო

- რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­დით სწავ­ლის და­წყე­ბის­თვის?

- ნინა ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი გო­გოა, მე უფრო სიმ­ღე­რა და ცეკ­ვა-თა­მა­ში მი­ზი­დავ­და, ამი­ტომ ბავ­შვო­ბა­ში უფრო ამ კუ­თხით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ნინა სხვა­ნა­ი­რი გო­გოა, ზუს­ტად ორ კვი­რა­ში ის­წავ­ლა წერა-კი­თხვა წყნეთ­ში და მომ­ზა­დე­ბუ­ლი შევა სკო­ლა­ში. მარ­თა­ლია იაფი არ არის კერ­ძო სკო­ლის გა­და­სა­ხა­დი, მაგ­რამ შვი­ლის გა­ნათ­ლე­ბა­ზე კარგ ინ­ვეს­ტი­ცი­ას ვერ გა­ვა­კე­თებ და მზად ვარ, მას სრულ­ფა­სო­ვან გა­ნათ­ლე­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუ­წყო ხელი.

განო მე­ლი­თა­უ­რი (პიარ-მე­ნე­ჯე­რი) და მისი ვაჟი თა­რაშ თო­ლორ­და­ვა

- ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის მზა­დე­ბა უკვე და­ვას­რუ­ლეთ. ჩემი უფ­რო­სი გო­გო­ნა 51-ე სკო­ლა­ში სწავ­ლობს და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა თა­რაშს ის წელს პრე-სქულ­ში წავა. ბა­გებ­ში მდე­ბა­რე წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა შე­ვარ­ჩი­ეთ. ჩვენს სახ­ლთან ახ­ლოს არის, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მოა. კარ­გი პე­და­გო­გე­ბი ჰყავთ და ამი­ტო­მაც შე­ვა­ჩე­რე ამ სას­წავ­ლე­ბელ­ზე არ­ჩე­ვა­ნი. თა­რაშს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ბაღი და იქ მე­გობ­რე­ბიც დარ­ჩა, ისე უყ­ვარს ის ბავ­შვე­ბი, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი მოვ­ძებ­ნო მათი მშობ­ლე­ბი და ბავ­შვებ­მა მე­გობ­რო­ბა გა­ნაგ­რძონ.

- რა თან­ხა არის გა­და­სახ­დე­ლი თა­რა­შის სკო­ლა­ში?

- კერ­ძო სკო­ლაა და ბუ­ნებ­რი­ვია იაფი გა­და­სა­ხა­დი არ არის. მე სამ ად­გილ­ზე ვმუ­შა­ობ, ჩემი შვი­ლე­ბის კომ­ფორ­ტის­თვის და მით უმე­ტეს გა­ნათ­ლე­ბის­თვის, ენერ­გი­ას არ ვზო­გავ, თან კორ­პო­რა­ტი­უ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა მაქვს სკო­ლას­თან და უფრო შე­ღა­ვა­თი­ან პი­რო­ბებს მთა­ვა­ზო­ბენ.

თა­თია შა­რან­გია (პი­ა­ნის­ტი) და მისი ვაჟი ალექ­სან­დრე შე­ვარ­დნა­ძე

- თა­თია, წელს პირ­ვე­ლად მი­დის თქვე­ნი მე­ო­რე ვაჟი სკო­ლა­ში, სად ის­წავ­ლის ის და რა­ტომ გა­ა­კე­თეთ არ­ჩე­ვა­ნი ამ სკო­ლა­ზე?

- ალექ­სან­დრე წელს წა­ვი­და სკო­ლა­ში, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდა ამ დღეს. ის 3 წლი­დან და­დის კავ­კა­სი­ის ფრან­გულ სკო­ლა­ში (ბაღ­ში), სა­დაც კარ­გად გა­ი­ა­რა ადაპ­ტა­ცია, შე­ეჩ­ვია დის­ციპ­ლი­ნას, ის­წავ­ლა ფრან­გუ­ლი ენა, შე­ი­ძი­ნა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გობ­რე­ბი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მო­ემ­ზა­და სას­კო­ლო ეტა­პის­თვის.

მომ­წონს სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მიდ­გო­მა ბავ­შვე­ბი­სად­მი, ბავ­შვებს აკ­ვირ­დე­ბი­ან ფსი­ქო­ლო­გე­ბი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შეს­წავ­ლი­ლი ჰყავთ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი. თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით შე­აყ­ვა­რეს სწავ­ლა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას შე­აჩ­ვი­ეს. კარ­გი ლო­კა­ცია აქვს სკო­ლას, ვა­კის პარკშია და ბავ­შვი ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად დიდ დროს ატა­რებს სუფ­თა ჰა­ერ­ზე.

- სკო­ლის შერ­ჩე­ვი­სას რა არის თქვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი?

- რო­გორც ყვე­ლა მშო­ბელს, მეც დიდი სურ­ვი­ლი მაქვს სწო­რი ფუნ­და­მენ­ტი ჩა­ვუ­ყა­რო ბავ­შვის გა­ნათ­ლე­ბას სულ პა­ტა­რა ასა­კი­დან. ყო­ველ­თვის მინ­დო­და ჩემს შვი­ლებს ბევ­რი უცხო ენა სცოდ­ნო­დათ და ეს სკო­ლა სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა ამი­სათ­ვის. მომ­წონს მათი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­გორც ფრან­გე­ბი, ასე­ვე ქარ­თვე­ლე­ბი. და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბავ­შვე­ბის მი­მართ არის მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი. მინ­და ჩემს შვი­ლებს ქონ­დეთ ლაღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სწო­რი მსოფმ­ხედ­ვე­ლო­ბა. ამი­ტომ მომ­წონს ჩემი არ­ჩე­ვა­ნი.

- და­ახ­ლო­ე­ბით რა თან­ხა ღირს ამ სკო­ლა­ში სწავ­ლა და რა თან­ხა და­გე­ხარ­ჯათ სას­კო­ლო მომ­ზა­დე­ბა­ში?

- რო­გორც ყვე­ლა კერ­ძო სკო­ლა, ესეც საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ გა­ნათ­ლე­ბა არის ყვე­ლა­ზე სწო­რი ინ­ვეს­ტი­ცია შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში. ეს არის სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი, რაც შეგ­ვიძ­ლია მათ გა­ვუ­კე­თოთ. თუმ­ცა კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა სა­ჯა­რო სკო­ლებ­შიც თა­ვი­სუფ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია. მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ დროს მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბაა...

- რო­გორ ემ­ზა­დე­ბა თქვე­ნი ვაჟი სკო­ლის­თვის?

- სანი უკვე წა­ვი­და სკო­ლა­ში და წა­ვი­და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი, სწავ­ლის დიდი სურ­ვი­ლით. სი­ხა­რუ­ლით ჩა­ა­ლა­გა ჩან­თა და გა­ე­შუ­რა სკო­ლი­სა­კენ.

ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე (მო­დე­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი) და მისი ვაჟი დე­მეტ­რე ხა­ტი­აშ­ვი­ლი

- სას­წავ­ლო წლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზა­დე­ბა არ გვქონ­და. დიდი ფიქ­რის შემ­დეგ დე­მეს­თვის წმინ­და გი­ორ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა შე­ვარ­ჩიე, სა­დაც ბევ­რი სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბით იქ­ნე­ბა ბავ­შვი და­კა­ვე­ბუ­ლი. რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს და მა­წყობს.

მა­ნამ­დე სახ­ლთან ახ­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბაღ­ში დამ­ყავ­და, შე­მეძ­ლო ბაღ­ში და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ რად­გან მა­ღა­ლია და და­ი­ჩაგ­რე­ბო­და, ამი­ტომ სკო­ლა­ში წა­ვიყ­ვა­ნე. ბევრ ჩემს ნაც­ნობს და­ყავს ამ სკო­ლა­ში ბავ­შვი. სნო­ბუ­რად არ შე­მირ­ჩე­ვია ეს სკო­ლა. მთა­ვა­რი რაც არის ბავ­შვის გა­ნათ­ლე­ბის­თვის, კარ­გი პე­და­გო­გე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ამ მო­თხოვ­ნებს ეს სკო­ლა ნამ­დვი­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

- რა თან­ხა ჯდე­ბა ამ სკო­ლა­ში სწავ­ლა?

- და­ახ­ლო­ე­ბით 5000 ლარი ჯდე­ბა ამ სკო­ლა­ში სწავ­ლა. თა­ვად დე­მეტ­რე ვერ ხვდე­ბა, რა არის სკო­ლა და რა უნდა გა­ა­კე­თოს. ახლა ვარ­ჩევთ ჩან­თას, რომ­ლი­თაც სკო­ლა­ში ივ­ლის.

ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა (ჟურ­ნა­ლის­ტი) და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი გაბ­რი­ე­ლა ნო­ზა­ძე

- გაბ­რი­ე­ლა 5 წლის რომ გახ­და, შუ­მა­ნის ფრან­გულ სკო­ლა­ში შე­ვიყ­ვა­ნე მო­სამ­ზა­დე­ბელ­ზე, მა­ნამ­დე ბაღ­ში და­დი­ო­და. გა­სუ­ლი წელი ნამ­დვი­ლად სამ­ზა­დისს და­ეთ­მო, ას­წავ­ლეს წერა-კი­თხვა, გა­ნუ­ვი­თა­რეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სწავ­ლის მი­მართ და ზო­გა­დად, შე­უქ­მნეს ისე­თი გა­რე­მო, რომ პირ­ველ კლას­ში სწავ­ლა და რე­ჟიმ­ში ყოფ­ნა არ გა­უ­ჭირ­დეს.

- რა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბით შე­არ­ჩი­ეთ ეს სკო­ლა?

- პირ­ველ რიგ­ში მო­მე­წო­ნა ის, რომ აქვთ ფორ­მე­ბი, მი­ვე­სალ­მე­ბი სკო­ლებ­ში ფორ­მის არ­სე­ბო­ბას და იმას, რომ ბავ­შვი დი­ლას ჩაც­მა­ზე არ ფიქ­რობს. გარ­და ამი­სა, ბავ­შვებს არ უწევთ ჩან­თე­ბის ტა­რე­ბა. სკო­ლა­ში ტო­ვე­ბენ წიგ­ნებს და რვე­უ­ლებს, რად­გან იქვე მე­ცა­დი­ნე­ო­ბენ. ყვე­ლა­ზე კარ­გი კი ისაა, რომ ჩვენს სკო­ლა­ში ბავ­შვებს არ ური­გე­ბენ ლეპ­ტო­პებს.

- რა ღირს გაბ­რი­ე­ლას სკო­ლა­ში სწავ­ლა?

- სა­შუ­ა­ლო დო­ნის სკო­ლად ით­ვლე­ბა და გა­და­სა­ხა­დი 4000 ლა­რია წე­ლი­წად­ში. კმა­ყო­ფი­ლი ვარ სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნით და ვემ­ზა­დე­ბით სკო­ლის­თვის.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ცნობილების პირველკლასელი შვილები - ვინ რომელ სკოლაზე შეაჩერა არჩევანი

ცნობილების პირველკლასელი შვილები - ვინ რომელ სკოლაზე შეაჩერა არჩევანი

საქართველოს მთელი მასშტაბით სასწავლო პროცესი დღეს განახლდა. რომელ სკოლაზე შეაჩერეს არჩევანი ცნობილმა დედებმა, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს უამბეს:

თიკა ჯამბურია (მომღერალი) და მისი ქალიშვილი ნინა ხოფერია

- ნინა წელს პირველად წავა სკოლაში. მინდოდა პირველ საჯარო სკოლაში მიმეყვანა, სადაც მე ვსწავლობდი და ეს სკოლა ძალიან მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ, ბავშვის დარეგისტრირება ვერ მოვახერხე. შემდეგ გავიკითხე კერძო სკოლები და UG სკოლა მირჩიეს. გამიმართლა, მხოლოდ ერთი ადგილი იყო დარჩენილი და ნინა იქ ისწავლის.

იხილეთ ვიდეო

- როგორ ემზადებოდით სწავლის დაწყებისთვის?

- ნინა ძალიან ნიჭიერი გოგოა, მე უფრო სიმღერა და ცეკვა-თამაში მიზიდავდა, ამიტომ ბავშვობაში უფრო ამ კუთხით ვიყავი დაკავებული. ნინა სხვანაირი გოგოა, ზუსტად ორ კვირაში ისწავლა წერა-კითხვა წყნეთში და მომზადებული შევა სკოლაში. მართალია იაფი არ არის კერძო სკოლის გადასახადი, მაგრამ შვილის განათლებაზე კარგ ინვესტიციას ვერ გავაკეთებ და მზად ვარ, მას  სრულფასოვან განათლებაში მაქსიმალურად შევუწყო ხელი.

განო მელითაური (პიარ-მენეჯერი) და მისი ვაჟი თარაშ თოლორდავა

- ახალი სასწავლო წლისთვის მზადება უკვე დავასრულეთ. ჩემი უფროსი გოგონა 51-ე სკოლაში სწავლობს და ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება თარაშს ის წელს პრე-სქულში წავა. ბაგებში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა შევარჩიეთ. ჩვენს სახლთან ახლოს არის, ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. კარგი პედაგოგები ჰყავთ და ამიტომაც შევაჩერე ამ სასწავლებელზე არჩევანი. თარაშს ძალიან უყვარდა ბაღი და იქ მეგობრებიც დარჩა, ისე უყვარს ის ბავშვები, არ არის გამორიცხული მოვძებნო მათი მშობლები და ბავშვებმა მეგობრობა განაგრძონ.

- რა თანხა არის გადასახდელი თარაშის სკოლაში?

- კერძო სკოლაა და ბუნებრივია იაფი გადასახადი არ არის. მე სამ ადგილზე ვმუშაობ, ჩემი შვილების კომფორტისთვის და მით უმეტეს განათლებისთვის, ენერგიას არ ვზოგავ, თან კორპორატიული მოლაპარაკება მაქვს სკოლასთან და უფრო შეღავათიან პირობებს მთავაზობენ.

თათია შარანგია (პიანისტი) და მისი ვაჟი ალექსანდრე შევარდნაძე

- თათია, წელს პირველად მიდის თქვენი მეორე ვაჟი სკოლაში, სად ისწავლის ის და რატომ გააკეთეთ არჩევანი ამ სკოლაზე?

- ალექსანდრე წელს წავიდა სკოლაში, ბედნიერი ვარ, რომ სიხარულით შეხვდა ამ დღეს. ის 3 წლიდან დადის კავკასიის ფრანგულ სკოლაში (ბაღში), სადაც კარგად გაიარა ადაპტაცია, შეეჩვია დისციპლინას, ისწავლა ფრანგული ენა, შეიძინა არაჩვეულებრივი მეგობრები და ფსიქოლოგიურად მოემზადა სასკოლო ეტაპისთვის.

მომწონს სკოლის მასწავლებლების მიდგომა ბავშვებისადმი, ბავშვებს აკვირდებიან ფსიქოლოგები და ინდივიდუალურად შესწავლილი ჰყავთ თითოეული მათგანი. თბილი დამოკიდებულებით შეაყვარეს სწავლა და პასუხისმგებლობას შეაჩვიეს. კარგი ლოკაცია აქვს სკოლას, ვაკის პარკშია და ბავშვი ძალაუნებურად დიდ დროს ატარებს სუფთა ჰაერზე.

- სკოლის შერჩევისას რა არის თქვენთვის პრიორიტეტული?

- როგორც ყველა მშობელს, მეც დიდი სურვილი მაქვს სწორი ფუნდამენტი ჩავუყარო ბავშვის განათლებას სულ პატარა ასაკიდან. ყოველთვის მინდოდა ჩემს შვილებს ბევრი უცხო ენა სცოდნოდათ და ეს სკოლა საუკეთესო საშუალებაა ამისათვის. მომწონს მათი მასწავლებლები, როგორც ფრანგები, ასევე ქართველები. დამოკიდებულება ბავშვების მიმართ არის მშვიდი და გაწონასწორებული, ძალიან მეგობრული. მინდა ჩემს შვილებს ქონდეთ ლაღი ურთიერთობები და სწორი მსოფმხედველობა. ამიტომ მომწონს ჩემი არჩევანი.

- დაახლოებით რა თანხა ღირს ამ სკოლაში სწავლა და რა თანხა დაგეხარჯათ სასკოლო მომზადებაში?

- როგორც ყველა კერძო სკოლა, ესეც საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მიმაჩნია, რომ განათლება არის ყველაზე სწორი ინვესტიცია შვილების აღზრდაში. ეს არის საუკეთესო საჩუქარი, რაც შეგვიძლია მათ გავუკეთოთ. თუმცა კარგი განათლების მიღება საჯარო სკოლებშიც თავისუფლად შესაძლებელია. მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს მშობლის ჩართულობაა...

- როგორ ემზადება თქვენი ვაჟი სკოლისთვის?

- სანი უკვე წავიდა სკოლაში და წავიდა ძალიან ბედნიერი, სწავლის დიდი სურვილით. სიხარულით ჩაალაგა ჩანთა და გაეშურა სკოლისაკენ.

ალექსანდრა პაიჭაძე (მოდელი, ტელეწამყვანი) და მისი ვაჟი დემეტრე ხატიაშვილი

- სასწავლო წლისთვის განსაკუთრებული მზადება არ გვქონდა. დიდი ფიქრის შემდეგ დემესთვის წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლა შევარჩიე, სადაც ბევრი სპორტული აქტივობით იქნება ბავშვი დაკავებული. რაც ძალიან მახარებს და მაწყობს.

მანამდე სახლთან ახლოს სახელმწიფო ბაღში დამყავდა, შემეძლო ბაღში დამეტოვებინა, მაგრამ რადგან მაღალია და დაიჩაგრებოდა, ამიტომ სკოლაში წავიყვანე. ბევრ ჩემს ნაცნობს დაყავს ამ სკოლაში ბავშვი. სნობურად არ შემირჩევია ეს სკოლა. მთავარი რაც არის ბავშვის განათლებისთვის, კარგი პედაგოგები და აქტივობები, ამ მოთხოვნებს ეს სკოლა ნამდვილად აკმაყოფილებს.

- რა თანხა ჯდება ამ სკოლაში სწავლა?

- დაახლოებით 5000 ლარი ჯდება ამ სკოლაში სწავლა. თავად დემეტრე ვერ ხვდება, რა არის სკოლა და რა უნდა გააკეთოს. ახლა ვარჩევთ ჩანთას, რომლითაც სკოლაში ივლის.

ხატია სიჭინავა (ჟურნალისტი) და მისი ქალიშვილი გაბრიელა ნოზაძე

- გაბრიელა 5 წლის რომ გახდა, შუმანის ფრანგულ სკოლაში შევიყვანე მოსამზადებელზე, მანამდე ბაღში დადიოდა. გასული წელი ნამდვილად სამზადისს დაეთმო, ასწავლეს წერა-კითხვა, განუვითარეს პასუხისმგებლობა სწავლის მიმართ და ზოგადად, შეუქმნეს ისეთი გარემო, რომ პირველ კლასში სწავლა და რეჟიმში ყოფნა არ გაუჭირდეს.

- რა პრიორიტეტებით შეარჩიეთ ეს სკოლა?

- პირველ რიგში მომეწონა ის, რომ აქვთ ფორმები, მივესალმები სკოლებში ფორმის არსებობას და იმას, რომ ბავშვი დილას ჩაცმაზე არ ფიქრობს. გარდა ამისა, ბავშვებს არ უწევთ ჩანთების ტარება. სკოლაში ტოვებენ წიგნებს და რვეულებს, რადგან იქვე მეცადინეობენ. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ჩვენს სკოლაში ბავშვებს არ ურიგებენ ლეპტოპებს.

- რა ღირს გაბრიელას სკოლაში სწავლა?

- საშუალო დონის სკოლად ითვლება და გადასახადი 4000 ლარია წელიწადში. კმაყოფილი ვარ საკუთარი არჩევანით და ვემზადებით სკოლისთვის.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი